Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნასვამი იყო და ტრაბახი დაიწყო, რომ სპეციალური მისია ჰქონდა" - როგორ გეგმავდა რუსი კირილ გრიაზნოვი "ოლიმპიური თამაშების ჩაშლას"
"ნასვამი იყო და ტრაბახი დაიწყო, რომ სპეციალური მისია ჰქონდა" - როგორ გეგმავდა რუსი კირილ გრიაზნოვი "ოლიმპიური თამაშების ჩაშლას"

საფ­რან­გეთ­ში ოლიმ­პი­ა­დის პე­რი­ოდ­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და­გეგ­მვის ბრალ­დე­ბით, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­სულ­ში რუ­სუ­ლი რე­ა­ლი­თი შოუს შეფ-მზა­რე­უ­ლი იყო. მას ჯა­შუ­შო­ბას ედა­ვე­ბი­ან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი მა­მა­კა­ცი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის დროს ტრა­ბა­ხობ­და, რომ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე არე­უ­ლო­ბას მო­ა­წყობ­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყეს მისი თვალ­თვა­ლი.

  • 40 წლის კი­რილ გრი­აზ­ნო­ვი პა­რიზ­ში, თა­ვის ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­პუ­ლი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მის მოქ­მე­დე­ბებს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მე­დი­ის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გრი­აზ­ნო­ვის ბი­ნის ჩხრე­კი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს მის კავ­შირს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურ­თან (FSB). დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს "მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი“, გეგ­მა პრო­რუ­სუ­ლი ოპე­რა­ცი­ის, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­დის დროს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

  • გრი­აზ­ნოვს მა­ი­სი­დან ადევ­ნებ­დნენ თვალს. მა­ის­ში, სა­ვა­რა­უ­დო ჯა­შუ­ში, სტამ­ბო­ლი­დან პა­რიზ­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა ბორტზე არ აუშ­ვეს, რად­გან ძა­ლი­ან მთვრა­ლი იყო. ამის შემ­დეგ ის ბულ­გა­რეთ­ში წა­ვი­და, რათა ბულ­გა­რე­თი­დან გაფ­რე­ნი­ლი­ყო პა­რიზ­ში. შე­ვი­და ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, სა­ი­და­ნაც მოს­კოვ­ში დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს და­უ­რე­კა.

ის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას ტრა­ბა­ხობ­და თა­ვის უფ­როს­თან, გარ­და ამი­სა, პა­რიზ­ში მე­ზობ­ლებ­საც კი უთხრა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­სია ჰქონ­და - ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩაშ­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც უკვე და­ი­წყეს თვალ­თვა­ლი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­მა­კაცს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და რუ­სუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­თან.

საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლამ­დე გრი­აზ­ნოვ­მა და­ამ­თავ­რა რუ­სე­თის პერ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და შემ­დეგ გა­მო­დი­ო­და შო­უ­ში "ამირ­ჩიე მე“, სა­დაც წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნად წარ­მო­ა­ჩენ­და თავს. რუ­სეთ­ში ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია და ინ­სტაგ­რამ­ზე 100 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. მე­დი­ის ცნო­ბით, ის საფ­რან­გეთ­ში 14 წელი ცხოვ­რობ­და. 2010 წელს შეფ მზა­რე­უ­ლო­ბას სწავ­ლობ­და პა­რი­ზის Le Cordon Bleu-ში. მა­ლე­ვე ის გახ­და შეფ მზა­რე­უ­ლი რეს­ტო­რან­ში, რო­მე­ლიც მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვის მფლო­ბე­ლია. რეს­ტო­რა­ნი კი ალ­პებ­ში მდე­ბა­რე­ობს და რუსი ოლი­გარ­ქე­ბის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია.

აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასე­ვე სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის ომის ვე­ტე­რანს, მა­ი­ორ ან­დრეი ბე­ლი­ა­შოვს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ხში­რად იღებ­და თხოვ­ნებს რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ოფიც­რე­ბის პრო­ფი­ლე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ.

ავტორი:

"ნასვამი იყო და ტრაბახი დაიწყო, რომ სპეციალური მისია ჰქონდა" - როგორ გეგმავდა რუსი კირილ გრიაზნოვი "ოლიმპიური თამაშების ჩაშლას"

"ნასვამი იყო და ტრაბახი დაიწყო, რომ სპეციალური მისია ჰქონდა" - როგორ გეგმავდა რუსი კირილ გრიაზნოვი "ოლიმპიური თამაშების ჩაშლას"

საფრანგეთში ოლიმპიადის პერიოდში არეულობის მოწყობის დაგეგმვის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. როგორც ირკვევა, დაკავებული წარსულში რუსული რეალითი შოუს შეფ-მზარეული იყო. მას ჯაშუშობას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს ტრაბახობდა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე არეულობას მოაწყობდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს მისი თვალთვალი.

  • 40 წლის კირილ გრიაზნოვი პარიზში, თავის ბინაში დააკავეს მას შემდეგ, რაც ევროპული სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ მის მოქმედებებს თვეების განმავლობაში.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა გრიაზნოვის ბინის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მასალა, რომელიც ამტკიცებს მის კავშირს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (FSB). დაზვერვის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს "მასშტაბური პროექტი“, გეგმა პრორუსული ოპერაციის, რომელიც ოლიმპიადის დროს დესტაბილიზაციის მოწყობას გულისხმობდა.

  • გრიაზნოვს მაისიდან ადევნებდნენ თვალს. მაისში, სავარაუდო ჯაშუში, სტამბოლიდან პარიზში უნდა გაფრენილიყო, თუმცა ბორტზე არ აუშვეს, რადგან ძალიან მთვრალი იყო. ამის შემდეგ ის ბულგარეთში წავიდა, რათა ბულგარეთიდან გაფრენილიყო პარიზში. შევიდა ერთ-ერთ რესტორანში, საიდანაც მოსკოვში დაზვერვის თანამშრომლებს დაურეკა.

ის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას ტრაბახობდა თავის უფროსთან, გარდა ამისა, პარიზში მეზობლებსაც კი უთხრა, რომ სპეციალური მისია ჰქონდა - ოლიმპიური თამაშების ჩაშლა. მოგვიანებით, როდესაც უკვე დაიწყეს თვალთვალი, ცნობილი გახდა, რომ მამაკაცს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსული დაზვერვის სამსახურებთან.

საფრანგეთის დედაქალაქში გადასვლამდე გრიაზნოვმა დაამთავრა რუსეთის პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და შემდეგ გამოდიოდა შოუში "ამირჩიე მე“, სადაც წარმატებულ ბიზნესმენად წარმოაჩენდა თავს. რუსეთში ის ცნობილი ადამიანია და ინსტაგრამზე 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მედიის ცნობით, ის საფრანგეთში 14 წელი ცხოვრობდა. 2010 წელს შეფ მზარეულობას სწავლობდა პარიზის Le Cordon Bleu-ში. მალევე ის გახდა შეფ მზარეული რესტორანში, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელია. რესტორანი კი ალპებში მდებარეობს და რუსი ოლიგარქების საყვარელი ადგილია.

აღმოაჩინეს ასევე საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც ჩეჩნეთის ომის ვეტერანს, მაიორ ანდრეი ბელიაშოვს უკავშირდება. ასევე აღმოჩნდა, რომ ის ხშირად იღებდა თხოვნებს რუსეთის დაზვერვის ოფიცრების პროფილების გადამოწმების შესახებ.