ავტორი:

"დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს" - კამალა ჰარისი

"დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს" - კამალა ჰარისი

დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ, როგორც ჩანს, ის უკან იხევს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

  • „დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზად ვარ. 10 სექტემბერს წინასწარ შეთანხმებულ დებატებს დავთანხმდი. ის ამას ადრე დათანხმდა. ახლა, როგორც ჩანს, ის უკან იხევს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებს არ დათანხმდება, სანამ „დემოკრატები“ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ ოფიციალურად არ შეთანხმდებიან.

„თაღლითი ჯო ბაიდენისა და „დემოკრატიული პარტიის“ ირგვლივ არსებული პოლიტიკური ქაოსის გათვალისწინებით, საარჩევნო დებატების დეტალები ვერ დაზუსტება, სანამ „დემოკრატები“ თავიანთ კანდიდატურას ოფიციალურად არ შეარჩევენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმა.