ტეხასში მექსიკელი ნარკობარონი „ელ მაიო“ და „ელ ჩაპოს“ ვაჟი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამბადა მექსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკომოვაჭრეა და წარსულში სინალოას კარტელი „ელ ჩაპოსთან“ ერთად დააარსა.
გუსმან ლოპესი „ელ ჩაპოს“ ოთხი ვაჟიდან ერთ-ერთია, რომელმაც სინალოას კარტელის ნაწილი მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. მისი ძმა, ოვიდიო გუსმანი გასულ წელს დააკავეს და მოგვიანებით, აშშ-ში მისი ექსტრადიცია განხორციელდა.
წაიკითხეთ ასევე: