დიდ დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ერთ-ერთი ბინაში საოჯახო ნივთებს გაუჩნდა.
მათივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შედეგად არავინ დაშავებულა.