ავტორი:

"ჩემი და მისი ოჯახი პირველად ჩვენს ქორწილში შეხვდნენ... ირანში რომ ჩავედი, ძალიან მეშინოდა, თუმცა..." - ქართველი მარიამისა და ირანელი აფშინის სიყვარულის ამბავი: რას ჰყვება ქართველი გოგონა ირანულ ცხოვრებაზე?

"ჩემი და მისი ოჯახი პირველად ჩვენს ქორწილში შეხვდნენ... ირანში რომ ჩავედი,  ძალიან მეშინოდა, თუმცა..." - ქართველი მარიამისა და ირანელი აფშინის სიყვარულის ამბავი: რას ჰყვება ქართველი გოგონა ირანულ ცხოვრებაზე?

რა ხდება მაშინ, როდესაც ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, რომ სხვა ეროვნების და რელიგიის ადამიანი შეგიყვარდა. როგორია ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ გადალახო ის წინააღმდეგობები, რაც შესაძლოა სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე დაგხვდეს? - ხშირად ასეთი ზღაპრები არც ისე კარგად მთავრდება, მაგრამ ჩვენს რესპონდენტს, მარიამ ხიდაშელს გაუმართლა.

  • მისი მეუღლე აფშინი, ირანელია. ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, დაქორწინდნენ და სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მარიამს მეუღლის სამშობლოში, ირანში მოუწია ჩასვლა. რა დახვდა იქ და რისი მოლოდინი ჰქონდა, როგორია ცხოვრება ირანში, ქვეყანაში, სადაც თანამედროვე სამყაროსგან განსხვავებული წესები მოქმედებს

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი საქართველოში კოვიდ 19-ის პანდემიის დროს გავიცანით. ერთმანეთი შეგვიყვარდა და სწორედ ჩემ გამო გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. აფშინი ტურისტი იყო, მალე უწევდა ქვეყნის დატოვება, პანდემიის გამო, ერთწლიანი ვიზა მიიღო და ასე მოახერხა დარჩენა საქართველოში. სამი წელი თბილისში ვიცხოვრეთ. ირანში პირველად დეკემბერში წავედით, რადგან მისი ერთადერთი დის ქორწილი ახლოვდებოდა.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@mariam.khidasheli/video/7340193314953514242" data-video-id="7340193314953514242" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@mariam.khidasheli" href="https://www.tiktok.com/@mariam.khidasheli?refer=embed">@mariam.khidasheli</a> ირანული ქორწილი ❤️😍<a title="iran🇮🇷" target="_blank" href="https://www.tiktok.com/tag/iran%F0%9F%87%AE%F0%9F%87%B7?refer=embed">#iran🇮🇷</a> <a target="_blank" title="♬ original sound - მარიამ ხიდაშელი" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7340193463906093825?refer=embed">♬ original sound - მარიამ ხიდაშელი</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

საქართველოში პრობლემები გვქონდა ვიზასთან და ბინადრობასთან დაკავშირებით, თუმცა, ვფიქრობდი, რომ მოვაგვარებდით, სამწუხაროდ, აქამდე უშედეგო აღმოჩნდა ჩვენი ბრძოლა.

- თქვენი და აფშინის ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ქორწინებას. რა სირთულეები შეგხვდათ?

- აფშინის ოჯახიდან ყოველთვის სრული მხარდაჭერა გვქონდა. ჩემი და მისი ოჯახი პირველად ჩვენს ქორწილში შეხვდნენ. შემდეგ დედამთილ-მამამთილი ზამთარშიც გვესტუმრნენ, არაჩვეულებივი დრო გავატარეთ, ვაჩვენეთ ულამაზესი ბათუმი. სირთულეები მხოლოდ საქართველოში საბუთის აღებაზე აქვს.

- რითი მოგხიბლათ აფშინმა, როდესაც ამხელა კულტურული სხვაობაა, რა იცოდით მანამდე ირანზე?

- აფშინის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს და ცდილობს იყოს თავისი თავის საუკეთესო ვერსია. ყველაფერს პოზიტიური კუთხით უყურებს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, თვალებიდანაც კი სიკეთეს ასხივებს. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ირანზე თითქმის არაფერი ვიცოდი, გარდა ისტორიის წიგნში ნასწავლი ისტორიული თემებისა. პირველად ძალიან მეშინოდა ამ ქვეყნის, ნათესავებისგან, ახლობლებისგან და მეგობრებისგან ძალიან ნეგატიური ინფორმაციები მესმოდა ამ ქვეყანაზე. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე მოქმედებდა და ვერ ვიჯერებდი აფშინის მიერ მოყოლილ ამბებს, თუმცა თანაცხოვრებისას და ირანელებთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება ირანის შესახებ, უმეტესობა პროპაგანდის ნაწილია და რეალობა რადიკალურად სხვა არის.

- რა მოლოდინი გქონდათ, მარიამ და რა დაგხვდათ ადგილზე. რომელ ქალაქში ცხოვრობთ ირანში?

- პირველად რომ ჩავედი, მაინც ძალიან მეშინოდა, პირველი კვირა განსაკუთრებულად დაძაბული ვიყავი. მეშინოდა პოლიციის, თუმცა როგორც კი სიტუაციაში გავერკვიე, მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო და დაძაბულობაც მომეხსნა. აფშინის მშობლები წარმოშობით ჩრდილოეთ ირანიდან არიან, თუმცა თეირანში დაიბადნენ და ახლაც იქ ცხოვრობენ. პირველი რამდენიმე კვირა თეირანში დავრჩით, რათა დედაქალაქი უკეთ გამეცნო. შემდეგ გილანის პროვინციაში გადავედით საცხოვრებლად. ვმოგზაურობდი, უამრავი ქალაქი და სოფელი ვნახე. გავეცანი მათ კულტურასა და ტრადიციებს. სხვათა შორის, გილანი ძალიან ჰგავს საქართველოს. იქ ყოფნისას ყველაფერი მაკვირვებდა და მაოცებდა. ირანი საოცრად დიდი ქვეყანაა, ამიტომაც, ხალხი როგორც გარეგნულად, ის ხასიათით, ტრადიციებით, ენით, კულტურით განსხვავდებიან. მოგზაურობის დროს მეგონა, რომ ერთ ქვეყანაში კი არა, სრულიად სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდი.

დედამთილ-მამამთილთან ერთად

- მარიამ, ინტერვიუზე რომ დაგირეკეთ, მითხარით, რომ სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული წესებია, რას გულისხმობდით?

- დედაქალაქი მეტად თავისუფალი და სხავანაირია ვიდრე დანარჩენი რეგიონები. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, თეირანსა და ისპაჰანს შორის რადიკალური სხვაობაა. ვფიქრობ, სადაც ვიყავი, არცერთ ქალაქსა თუ სოფელში არ ყოფილა ისეთი შეზღუდვები, როგორიც ისპაჰანსა და მის გარშემო არსებობდა. აქ ყველაზე რელიგიური ადამიანები ცხოვრობენ, რაც დანარჩენ ირანში არ შემიმჩნევია. ირანის სხვა რეგიონებში, სადაც ვყოფილვარ, ყველგან თავისუფლება მქონდა.

- თქვენი მეუღლის ოჯახის შესახებ მოგვიყევით, დედამთილ-მამამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, ქალები თუ მუშაობენ ირანში, ზოგადად, როგორია ცხოვრების წესი. ჩადრს, ბურკას თუ ატარებენ, რა მოთხოვნები ჰქონდათ თქვენს მიმართ?

- ჩემს მეუღლეს არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს მულთან. დედამთილი ძალიან თანამედროვე ქალია, თავიდან რომ გავიცანი, ინგლისურად თითქმის ვერ საუბრობდა, იმის გამო, რომ გამმარტივებოდა მასთან კომუნიკაცია, ქართული სიტყვებიც კი ვასწავლე. ერთმანეთს ძალიან ვგავართ ხასიათით. აფშინი ყოველთვის აღნიშნავს ამ ფაქტს. რაც შეეხება მამამთილს, უსაყვარლესი ადამიანია, მასზე საუბარს მთელ დღეს ვერ მოვრჩები. იქ ყოფნის დროს სპარსულს მასწავლიდა, ასევე ირანული კერძების მომზადებას (სამზარეულოში ყოფნა მამამთილს განსაკუთრებით უყვარს). სოციალურ ქსელში ჩვენი ვიდეო რომ დავდე, არ ეგონა, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა.

რაც შეეხება ქალებს, მათ აქვთ მუშაობის უფლება და აქტიურად არიან ჩართულები. მანქანებსაც მართავენ. ვფიქრობ, ამ კუთხით ქართულ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. ირანში რაც ვნახე, მეზობლებს ერთმანეთში არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ. ჩადრი თითქმის არავის ახურავს, თუმცა არიან ადამიანები, ვინც თავისი სურვილით იყენებს. ჩადრიანი ქალები ბევრია ისპაჰანსა და თავრიზში. თეირანსა და სხვა ქალაქებში - ნაკლებად. აი, შირაზში საერთოდ არ მინახავს ჩადრიანი ქალი. ბურკას რაც შეეხება, ირანში მგავსი არ არის გავრცელებული. არასოდეს მინახავს ბურკიანი ქალი. აფშინის ოჯახს ჩემს მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, ისე ვიქვეოდი, როგორც მსურდა.

- ფეხბურთზეც მინდა გკითხოთ, მართლა ასეთი პოპულარულია ირანში, გიორგი გველესიანი თუ გაგეგოთ აქამდე?

- ფეხბურთს რაც შეეხება, პირადად მე არასოდეს დავინტერესებულვარ ამ სპორტით, მაგრამ სანამ გიორგი გველესიანი საქართველოში გახდებოდა პოპულარული, მანამდე უკვე ვიცოდი. ჩემი იქ ყოფნისას როდესაც იგებდნენ, რომ ქართველი ვიყავი, პირველი რაც ახსენდებოდათ, იყო გიორგი გველესიანი. ნადვილად დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიდმა თუ პატარამ ისიც მის შესახებ.

ირანი, მარიამი მულის ქორწილში

- მარიამ, ფერეიდნელ ქართველებზეც მინდა გკითხოთ, თქვენ თუ იცნობთ პირადად ასეთ ოჯახებს?

- ისპაჰანში მოგზაურობის დროს ძალიან მინდოდა ფერეიდნელი ქართველების ნახვა. იქ ჩასული მაშინვე ფერეიდნისკენ გავეშურეთ. ვფიქრობდი, 2-3 საათით დავრჩებიდით, რადგან სასტუმრო ისპაჰანში გვქონდა დაჯავშნილი. როგორც კი გაიგეს, რომ ქართველი ვიყავი, ყველას უნდოდა, რომ მათთან დავრჩენილიყავით. სასტუმროს ჯავშანი გაგვაუქმებინეს და თავისთან მიგვიპატიჟეს. სამ დღეზე დიდხანს ვერ დავრჩით, გერმანელი მეგობარი გვახლდა და ვიზა უმთავრდებოდა, ამიტომ მოგვიწია წამოსვლა. თუმცა არ წყდებოდა ინსტაგრამზე მესიჯები ფერეიდნიდან. ელვის სისწრაფით გავრცელდა ჩემი ჩასვლის ამბავი და ყველა მეპატიჟებოდა. ჩვენი გაშვება არავის სურდა. არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი დღეები გავატარე, მიამბეს უამრავი საინტერესო ისტორია, რაც ჩემს ტიკტოკ გვერდზეც გავაზიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფერეიდანში თუ ჩახვალთ, დასარჩენად სასტუმრო საჭირო არაა, ქართველის ჩასვლას ისინი ღმერთის ჩასვლასთან აიგივებენ.

- მითხარით, რომ რაც მედიაში ირანზე ვრცელდება, გადამეტებულია. მაშინ რა ხდება იქ რეალურად, როგორია იქ ყოველდღიურობა ქალებისთვის. შორიდან ჩანს, რომ ძალიან მძიმეა.

- მინდა, რომ ამ თემაზე გულწრფელი ვიყო. ჩემმა გამომწერებმა უკვე იციან ირანული ცხოვრების შესახებ. სამწუხაროდ, ამ თემაზე ბევრს ვერ მოვყვები. ისევ ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, რაც მძიმე ფაქტები ვრცელდება, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ასეთი რაღაცები პატრიოტ და თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს ემართებათ, რაც ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, ირანში დღეს რა თავისუფლებაც არის, მათი დამსახურებითაა. თუმცა, საერთოდ ჯამში, სამწუხაროდ, თუ ჩუმად იქნები, საფრთხე არსაიდან გემუქრება.

- მარიამ, ახლა საქართველოში ხართ, მეუღლე - ირანში, როგორ გაგრძელდება თქვენი ცხოვრება, რას აპირებთ მომავალში?

- დიახ, ახლა საქართველოში ვარ, მეუღლე ამჟამად თურქეთშია, თუმცა ირანში წასვლას ვაპირებთ. რაღაც პერიოდი ვფიქრობ, იქ ვიცხოვრებთ, მანამ სანამ სხვა ქვეყანაში ცხოვრების საკითხებს არ მოვაგვარებთ. ჩვენი საბუთები მზადების პროცესშია, გადაწყვეტილი გვაქვს სასწავლებლად წასვლა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, თუმცა რა დრო დასჭირდება ამას, ნამდვილად არ ვიცი. ჩემი გამომწერების თხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობ, გავაკეთებ ირანში სამოგზაურო ტურებს, კერძოდ ფერეიდანში. მინდა, ირანის შესახებ ცნობიერება გავზარდო და დავანახო ხალხს, რა ხდება სინამდვილეში ამ ქვეყანაში.

- რა რჩევას მისცემდით იმ ქართველებს, რომლებიც ირანში აპირებენ მოგზაურობას?

- ცოტა გაეცნონ ირანულ პოლიტიკას, გაესაუბრონ თავად ირანელებს და ყოველგვარი სტრესის, შიშისა და დაძაბულობის გარეშე ჩამოვიდნენ. არავინ არავის ერჩის, პირიქით ძალიან მეგობრულები არიან, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბევრად მეტის უფლება აქვს ირანში, ვიდრე ირანის მოქალქეს საკუთარ ქვეყანაში.

- დასასრულს გკითხავთ, ოდესმე წარმოიდგენდით, რომ განსხვავებული რელიგიის და კულტურის ადამიანი შეგიყვარდებოდათ. ამ გადმოსახედიდან ყველაზე რთული მაინც რა იყო ამ გზაზე?

- სიმართლე გითხრათ, აფშინამდე არასოდეს მიფიქრია განსხვავებული რელიგიისა და კულტურის ადამიანი თუ შემიყვარდებოდა, რადგან უცხოელებთან თითქმის შეხება არ მქონდა იმ პერიოდში. ამ გადმოსახედიდან ყველაზე რთული მაინც ორ ქვეყანას შორის ყოფნაა, როცა მას თავისი სამშობლო ენატრება და უყვარს და შენ კიდევ შენი. არცერთს არ გვინდა საკუთარი სამშობლოს დათმობა, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, ორივეს მოგვიწევს ამ სხვერპლის გაღება, რათა ერთად გავარძელოთ თანაცხოვრება.