რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ანდრეი არშავინმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ლეგენდების ატჩის ჩატარების იდეაზე ისაუბრა:
"ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ გაუთავებელი სამიტები და კონფერენციები გამართოთ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად აერთიანებს ხალხს.
მაგალითად, თბილისში რეტრო-მატჩმა შესაძლოა, სტადიონი გაავსოს. საქართველოში ფეხბურთელების დონე ყოველთვის კარგი იყო. თუ მოედანზე არველაძეს, ასათიანს, დემეტრაძეს, აშვეთიას, კობიაშვილსა და ქინქლაძეს ვიხილავთ, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება", - თქვა არშავინმა.
ცნობისთვის, 7 ივლისს მინსკში ლეგენდების ლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებმა ითამაშეს. თამაშში მონაწილეობა არშავინმაც მიიღო. შეხვედრა ორგანიზებული იყო RFU-სა და ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის მიერ.