ავტორი:

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ მატჩში" - რას ამბობს გიორგი დემეტრაძე ანდრეი არშავინის ინიციატივაზე - რუსეთ-საქართველოს ლეგენდების მატჩის გამართვის შესახებ

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ მატჩში" - რას ამბობს გიორგი დემეტრაძე ანდრეი არშავინის ინიციატივაზე -  რუსეთ-საქართველოს ლეგენდების მატჩის გამართვის შესახებ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ვეტერანი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ანდრეი არშავინის იდეას ეხმიანება. ეს უკანასკნელი კი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთა ლეგენდებს შორის მატჩი გაიმართება.

"პოლიტიკა ასე თუ ისე, გავლენას ახდენს თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე.

თუ რეტრო მატჩს გავმართავთ, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მონაწილეობით, არ გამოვრიცხავ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგი - მომხრე.

მიმაჩნია, რომ სპორტული და კულტურული ღონისძიებები საქართველოსთვის კარგია, ამიტომ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ მატჩში. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, არჩევნების შემდეგ ჩატარდეს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება", - ამბობს დემეტრაძე.