პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა

(25 ივ­ლი­სი, 2024) - “ვი­სოლ ჯგუფ­მა“ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში „საბ­ვე­ის“ მე-16 რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. „საბ­ვე­ის“ 11 რეს­ტო­რა­ნი თბი­ლის­ში, ხოლო 5 რე­გი­ონ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ქვეყ­ნის გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა­ზე ცხელ სე­ზონ­ზე „საბ­ვეი“ მომ­ხმა­რებ­ლებს ახლა უკვე არა მხო­ლოდ ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის, თერ­ჯო­ლა­სა თუ არ­გვე­თას მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბულ დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში, არა­მედ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გაფ­რე­ნის ზო­ნა­შიც უმას­პინ­ძლებს. ახა­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალს „საბ­ვე­ის“ MEASA, CIS და თურ­ქე­თის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ეფე ჩე­ლი­კი, „ტავ ჯორ­ჯი­ას“ გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი თეა ზა­ქა­რა­ძე და „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე და­ეს­წრნენ.

“„Subway International BV-სთან“- სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის მსოფ­ლიო ლი­დერ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მას­ტერ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ერთ წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში 16 რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნით, რაც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გია. „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბის­თვის 2013 წლი­დან ზრუ­ნავს და დღეს „საბ­ვე­ის“, „ვენ­დი­სის“ და „დან­კი­ნის“ ლე­გენ­და­რუ­ლი ბრენ­დე­ბის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი 120 რეს­ტორ­ნით, ქვეყ­ნის სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა. წლის ბო­ლომ­დე „საბ­ვე­ის“ რეს­ტორ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20-მდე გა­იზ­რდე­ბა. მხო­ლოდ სა­რეს­ტორ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით „ვი­სოლ ჯგუფ­მა“ 2000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შექ­მნა და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის­თვის ყო­ველ­დღი­უ­რად ზრუ­ნავს“ - აცხა­დებს „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე.

„Subway International BV-სთან“ მას­ტერ ფრენ­ჩა­ი­ზის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­მა­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში “საბ­ვე­ის” 80 რეს­ტო­რანს გახ­სნის.

„“ვი­სოლ ჯგუფ­თან“ ერ­თად „საბ­ვეი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­კორ­დუ­ლი სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა და ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სენდვი­ჩე­ბი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი ძა­ლი­ან მალე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. “საბ­ვე­ის­თან” ერ­თად სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს ხა­რის­ხის, ჯან­სა­ღი და ახალ­მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის კუ­თხით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დე­ბის რეს­ტორ­ნე­ბის მარ­თვის მრა­ვალ­წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა სრუ­ლად გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბი თუ სურ­ვი­ლე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბა კი­დევ უფრო სწრა­ფი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გაგ­ვე­ხა­და.“ - აცხა­დებს “ვენ­დის”, “დან­ქი­ნი­სა” და “საბ­ვე­ის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გივი გვე­ტა­ძე.

“საბ­ვე­ის“ გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია 1965 წლი­დან იწყე­ბა. დღეს ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დი 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი 37000-ზე მეტი რეს­ტორ­ნით და სწრა­ფი კვე­ბის სა­რეს­ტორ­ნო ინ­დუსტრი­ის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა მსოფ­ლი­ო­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა

“ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა

(25 ივლისი, 2024) - “ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა. „საბვეის“ 11 რესტორანი თბილისში, ხოლო 5 რეგიონშია განთავსებული. საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ მოგზაურობის ყველაზე ცხელ სეზონზე „საბვეი“ მომხმარებლებს ახლა უკვე არა მხოლოდ ავტომაგისტრალის გორის, თერჯოლასა თუ არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში, არამედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაშიც უმასპინძლებს. ახალი რესტორნის გახსნის საზეიმო ცერემონიალს „საბვეის“ MEASA, CIS და თურქეთის რეგიონალური დირექტორი ეფე ჩელიკი, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრნენ.

“„Subway International BV-სთან“- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან გაფორმებული მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში ერთ წელზე ნაკლებ დროში 16 რესტორანი გავხსენით, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 120 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. წლის ბოლომდე „საბვეის“ რესტორნების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფმა“ 2000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა და ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიური ზეგავლენისთვის ყოველდღიურად ზრუნავს“ - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის.

„“ვისოლ ჯგუფთან“ ერთად „საბვეი“ საქართველოში რეკორდული სისწრაფით ვითარდება და ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები ძალიან მალე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი. “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. საქართველოში ამერიკული ბრენდების რესტორნების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ კი შესაძლებლობა მოგვცა სრულად გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები თუ სურვილები და მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გაგვეხადა.“ - აცხადებს “ვენდის”, “დანქინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

“საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში.

R