საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცესა დაიანას "ინტიმური" წერილები აუქციონზე გაიყიდება - რას სწერდა ის ქორწილამდე 3 კვირით ადრე გამზრდელს?
პრინცესა დაიანას "ინტიმური" წერილები აუქციონზე გაიყიდება - რას სწერდა ის ქორწილამდე 3 კვირით ადრე გამზრდელს?

პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ხელ­ნა­წე­რი "ინ­ტი­მუ­რი" წე­რი­ლე­ბი და ბა­რა­თე­ბი 30 ივ­ლისს, სტენსტედ მა­უნ­ტფიტ­ჩეტ­ში აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა. და­ი­ა­ნა წე­რი­ლებს მისი ოჯა­ხის, პარკ ჰა­უ­სის დი­ა­სახ­ლისს და გამ­ზრდელს - ვი­ო­ლეტ კო­ლი­სონს, იგი­ვე "კო­ლის" სწერ­და, სა­დაც პრინ­ცე­სამ ბავ­შვო­ბის წლე­ბი გა­ა­ტა­რა.

ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან და და­ი­ა­ნა ქორ­წი­ნე­ბის შემ­დე­გაც არ წყვეტ­და “კო­ლის­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბას.

რო­გორც წე­რი­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა, დი­ა­სახ­ლის­მა პრინ­ცებს: უი­ლი­ამს და ჰა­რის სა­ჩუქ­რე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, რა­ზეც და­ი­ა­ნამ მად­ლო­ბის წე­რი­ლე­ბი­თა და სა­შო­ბაო ბა­რა­თე­ბით უპა­სუ­ხა.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ისი­ნი ათა­სო­ბით ფუნ­ტად გა­ი­ყი­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის ბა­რათ­ზე და­წე­რი­ლი ერთ-ერთი წე­რი­ლი და­ი­ა­ნას პრინც ჩარლზ­თან ქორ­წი­ლამ­დე სულ რა­ღაც სამი კვი­რით ადრე იყო გაგ­ზავ­ნი­ლი.

“აქ ყვე­ლა და­ძა­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლია ბოლო წუ­თე­ბის დე­კო­რა­ცი­ით. თუმ­ცა, მო­მა­ვა­ლი პა­ტარ­ძა­ლი სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებს“, - წერ­და და­ი­ა­ნა “კო­ლის“.

3 წლის დი­ა­ნა სპენ­სე­რი

ერთ-ერთ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც 1984 წლის სექ­ტემ­ბრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, პრინ­ცე­სა მად­ლო­ბას უხ­დის თა­ვის ყო­ფილ დი­ა­სახ­ლისს სა­ჩუქ­რის­თვის.

"უი­ლი­ა­მი აღ­მერ­თებს თა­ვის პა­ტა­რა ძმას, გა­უ­თა­ვებ­ლად კოც­ნის და ეხუ­ტე­ბა ჰა­რის“,- წერ­და და­ი­ა­ნა.

Sworders-ის აუქ­ცი­ო­ნე­რის დი­რექ­ტო­რის, ლუკ მაკ­დო­ნალ­დის თქმით წე­რი­ლე­ბი “საკ­მა­ოდ ინ­ტი­მუ­რია.“

”ეს არის ის, რა­საც სხვაგ­ვა­რად ვერ­სად­როს გა­ვი­გებ­დით სა­მე­ფო ოჯა­ხის შე­სა­ხებ. ის ფაქ­ტი, რომ მას სურ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ეთ­ქვა სა­ჩუქ­რე­ბის­თვის - ნამ­დვი­ლად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად კე­თი­ლი, გუ­ლუხ­ვი და მზრუნ­ვე­ლი იყო და­ი­ა­ნა“,- აღ­ნიშ­ნა მან.

ქალ­ბა­ტო­ნი კო­ლი­სო­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ინარ­ჩუ­ნებ­და პრინ­ცებ­თან კონ­ტაქტს და ზრუ­ნავ­და მათ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

პრინცესა დაიანას "ინტიმური" წერილები აუქციონზე გაიყიდება - რას სწერდა ის ქორწილამდე 3 კვირით ადრე გამზრდელს?

პრინცესა დაიანას "ინტიმური" წერილები აუქციონზე გაიყიდება - რას სწერდა ის ქორწილამდე 3 კვირით ადრე გამზრდელს?

პრინცესა დაიანას ხელნაწერი "ინტიმური" წერილები და ბარათები 30 ივლისს, სტენსტედ მაუნტფიტჩეტში აუქციონზე გაიყიდება. დაიანა წერილებს მისი ოჯახის, პარკ ჰაუსის დიასახლისს და გამზრდელს - ვიოლეტ კოლისონს, იგივე "კოლის" სწერდა, სადაც პრინცესამ ბავშვობის წლები გაატარა.

ცნობილია, რომ ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და დაიანა ქორწინების შემდეგაც არ წყვეტდა “კოლისთან“ ურთიერთობას.

როგორც წერილებიდან ირკვევა, დიასახლისმა პრინცებს: უილიამს და ჰარის საჩუქრები გაუგზავნა, რაზეც დაიანამ მადლობის წერილებითა და საშობაო ბარათებით უპასუხა.

მოსალოდნელია, რომ ისინი ათასობით ფუნტად გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ ბუკინგემის სასახლის ბარათზე დაწერილი ერთ-ერთი წერილი დაიანას პრინც ჩარლზთან ქორწილამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე იყო გაგზავნილი.

“აქ ყველა დაძაბული და დაკავებულია ბოლო წუთების დეკორაციით. თუმცა, მომავალი პატარძალი სიმშვიდეს ინარჩუნებს“, - წერდა დაიანა “კოლის“.

3 წლის დიანა სპენსერი

ერთ-ერთ წერილში, რომელიც 1984 წლის სექტემბრით არის დათარიღებული, პრინცესა მადლობას უხდის თავის ყოფილ დიასახლისს საჩუქრისთვის.

"უილიამი აღმერთებს თავის პატარა ძმას, გაუთავებლად კოცნის და ეხუტება ჰარის“,- წერდა დაიანა.

Sworders-ის აუქციონერის დირექტორის, ლუკ მაკდონალდის თქმით წერილები “საკმაოდ ინტიმურია.“

”ეს არის ის, რასაც სხვაგვარად ვერსადროს გავიგებდით სამეფო ოჯახის შესახებ. ის ფაქტი, რომ მას სურდა განსაკუთრებული მადლობა ეთქვა საჩუქრებისთვის - ნამდვილად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად კეთილი, გულუხვი და მზრუნველი იყო დაიანა“,- აღნიშნა მან.

ქალბატონი კოლისონი გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა პრინცებთან კონტაქტს და ზრუნავდა მათზე.