ავტორი:

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუსეთში, კალუგის ოლქში "მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.

"მი-28“ ტიპის ვერტმფრენი ფრენას კალუგის ოლქის ჟიზდრინსკის რაიონში ახორციელებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.