ავტორი:

"მკვლელს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავდა მონათლული" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები: ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა

"მკვლელს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავდა მონათლული" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები: ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა
  • ფოტოზე: 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი

მკვლელობა მოხდა წუხელ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლალისყურში. თანასოფლელმა ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

  • ადგილობრივების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგანმა ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოკლული სოფლის რწმუნებულის ძმაა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი.

ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ არ იციან, რატომ გაიმეტა 32 წლის კაცმა თანასოფლელები სასიკვდილოდ. ადგილზე მხოლოდ იმას ჰყვებიან, რომ შემთხვევა მოხდა სოფელში ლუდსახარშის ობიექტის მიმდებარედ, სადაც მამაკაცები ლუდს სვამდნენ.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს შორის კი კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 32 წლის კაცმა თანასოფლელებს იარაღიდან ესროლა. არჩილ გაწირიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კახაბერ ზათიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისას.

სოფელში მხარეებს შორის წარსულში რაიმე დაპირისპირებას გამორიცხავენ და კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირთ. უფრო მეტიც, ისინი ჰყვებიან, რომ მკვლელს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავდა მონათლული. სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.