ავტორი:

მკვლელობა თელავში: თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

მკვლელობა თელავში: თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტში. თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოკლული სოფლის რწმუნებულის ძმაა.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და პოლიცია მას მთელი ღამე ეძებდა.