მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ფერაძის ვაჟმა რუს პოლიტიკოსს ხელი დახურულ წვეულებაზე სთხოვა - რა არის ცნობილი ქსენია ბეზუგლოვაზე, რომელიც ყოფილი ქმრის გვარს ატარებს და რა ტრაგედია შეემთხვა 2008 წელს?
გია ფერაძის ვაჟმა რუს პოლიტიკოსს ხელი დახურულ წვეულებაზე სთხოვა - რა არის ცნობილი ქსენია ბეზუგლოვაზე, რომელიც ყოფილი ქმრის გვარს ატარებს და რა ტრაგედია შეემთხვა 2008 წელს?

18 ივ­ლისს რუ­სე­თის ქა­ლაქ ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­როდ­ში გორ­კის ფეს­ტი­ვა­ლის და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად და­იმ­სა­ხუ­რებ­და, რომ არა ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქარ­თველ მსა­ხი­ობს ეხე­ბო­და.

  • კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა, გი­ორ­გი ფე­რა­ძემ სა­ცო­ლეს ქსე­ნია ბე­ზუ­გლო­ვას სა­ჯა­როდ სთხო­ვა ხელი. ვი­დე­ო­ში ფე­რა­ძე ქსე­ნი­ას ეკი­თხე­ბა.

- მიყ­ვარ­ხარ, თა­ნახ­მა ხარ? (ამ დროს ხსნის პა­ტა­რა ყუთს, რო­მელ­შიც ბე­ჭე­დია მო­თავ­სე­ბუ­ლი). ქსე­ნია ამ­ბობს - არა. ფე­რა­ძე არ იბ­ნე­ვა და ქსე­ნი­ას კი­დევ ერთხელ ეკი­თხე­ბა, ახლა, ამ უცხო ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით გა­მე­ცი სწო­რი პა­სუ­ხი, თო­რემ დაგ­კბენ.

ქალი პა­სუ­ხობს: კი, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო - და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს გა­და­ეხ­ვე­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფე­რა­ძემ ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"მან თქვა დიახ. ქსე­ნია, მიყ­ვარ­ხარ.

ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტამ­დე მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. ქსე­ნი­ამ არ იცო­და, არ ელო­და, ვერც გა­მო­იც­ნო რა ხდე­ბო­და, მაგ­რამ ის ნამ­დვი­ლად მზად იყო, რო­გორც მე! ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ის იქ­ნე­ბო­და ის, ვი­საც მე ცო­ლო­ბას შევ­თა­ვა­ზებ­დი!“

გი­ორ­გი ფე­რა­ძე, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის გია ფე­რა­ძის მე­ო­თხე შვი­ლია. ფე­რა­ძის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვრცე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. გი­ორ­გის დე­დას­თან მსა­ხი­ო­ბი ქორ­წი­ნე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ კი, და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო.

"პა­ტა­რა გიას დე­დამ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ბავ­შვის სუ­რა­თი, რო­მელ­შიც ვერ გა­ნას­ხვა­ვებ­დი მა­მას და შვილს! შემ­დეგ და­ი­კარ­გა ჩვენს შო­რის კავ­ში­რი და უკვე 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი შე­მო­ვი­და, მოვ­ძებ­ნე ჩემი ძმის­შვი­ლი, და­ვუ­კავ­შირ­დი და დედა-შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავ­და ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი...“ - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბის ძმა ილი­კო ფე­რა­ძე.

2019 წელს, გია ფე­რა­ძის ვაჟი პრო­ექტ „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­იწ­ვი­ეს. მისი მე­წყვი­ლე ვერ­კა ჯა­ჯა­ნი­ძე გახ­ლდათ. გი­ორ­გი ფე­რა­ძე კონ­კურ­სში მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

38 წლის გი­ორ­გი ფე­რა­ძე რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია. 2005 წელს და­ამ­თავ­რა კრას­ნო­ი­არ­სკის მუ­სი­კი­სა და თე­ატ­რის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მია.

2005-2015 წლებ­ში გახ­ლდათ გორ­კის სა­ხე­ლო­ბის სა­მა­რას აკა­დე­მი­უ­რი დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი.

გი­ორ­გი ფე­რა­ძე და-ძმას­თან ერ­თად

2016 წელს და­ამ­თავ­რა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი და თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და დღემ­დე მი­ხალ­კო­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ის ცნო­ბი­ლი რუსი რე­ჟი­სო­რის ფა­ვო­რი­ტი გახ­ლავთ, ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

გი­ორ­გი და ქსე­ნია ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვა­ზე

ვინ არის ფე­რა­ძის რჩე­უ­ლი ქსე­ნია ბე­ზუ­გლო­ვა

41 წლის რუსი პო­ლი­ტი­კო­სი 2002-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ "Dear Pleasure"-ის სა­რეკ­ლა­მო სამ­სა­ხურ­ში. 2006 წელს იგი გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში. 2008 წლი­დან მუ­შა­ობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში Hirst Shkulev Media. 2008 წელს და­ამ­თავ­რა რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ქალი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც ხერ­ხემ­ლის ტრავ­მა მი­ი­ღო და ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა. შემ­თხვე­ვის დროს ქსე­ნია ორ­სუ­ლად იყო. ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მან უარი თქვა ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტა­ზე. 2009 წლის თე­ბერ­ვალ­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ტა­ი­სია შე­ე­ძი­ნა.

2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, რომ­ში, ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­თა სი­ლა­მა­ზის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ იგი ჩა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად.

2013 წელს იგი გახ­და მოს­კო­ვის მერ­თან არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს, მოს­კო­ვის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­ჭოს და მოს­კო­ვის კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის საბ­ჭოს წევ­რი. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მოს­კო­ვის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო აღი­ჭურ­ვა და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პი­რე­ბის­თვის. ის ასე­ვე ეწე­ვა სო­ცი­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ვკი­თხუ­ლობთ ქსე­ნი­ას ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

ბე­ზუ­გლო­ვა 2014 წლის სო­ჭის ზამ­თრის პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ერთ-ერთი მე­ჩი­რაღ­დნე გახ­ლდათ.

ეტ­ლში ჯდო­მის მი­უ­ხე­და­ვად ქსე­ნი­ას ქორ­წი­ნე­ბა­ში კი­დევ ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ქალი ყო­ფი­ლი ქმრის, მე­წარ­მე ალე­სან­დრე ბე­ზუ­გლო­ვის გვარ­ზეა.

რუ­სუ­ლი მე­დია 2023 წელს ალექ­სან­დრეს ისევ ქსე­ნი­ას ქმრად მო­იხ­სე­ნი­ებს. თუმ­ცა ერთი კვი­რის წინ, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხე­ლის თხოვ­ნის ვი­დე­ოს შემ­დეგ წე­რენ, რომ ქსე­ნი­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჰყავს - და მისი ქორ­წი­ლი გი­ორ­გის­თან ერ­თად წინ არის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გია ფერაძის ვაჟმა რუს პოლიტიკოსს ხელი დახურულ წვეულებაზე სთხოვა - რა არის ცნობილი ქსენია ბეზუგლოვაზე, რომელიც ყოფილი ქმრის გვარს ატარებს და რა ტრაგედია შეემთხვა 2008 წელს?

გია ფერაძის ვაჟმა რუს პოლიტიკოსს ხელი დახურულ წვეულებაზე სთხოვა - რა არის ცნობილი ქსენია ბეზუგლოვაზე, რომელიც ყოფილი ქმრის გვარს ატარებს და რა ტრაგედია შეემთხვა 2008 წელს?

18 ივლისს რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში გორკის ფესტივალის დახურული წვეულება გაიმართა. ღონისძიება ქართული მედიის ყურადღებას ნაკლებად დაიმსახურებდა, რომ არა ერთი ფაქტი, რომელიც წარმოშობით ქართველ მსახიობს ეხებოდა.

  • კინოფესტივალზე ნიკიტა მიხალკოვის თეატრის მსახიობმა, გიორგი ფერაძემ საცოლეს ქსენია ბეზუგლოვას საჯაროდ სთხოვა ხელი. ვიდეოში ფერაძე ქსენიას ეკითხება.

- მიყვარხარ, თანახმა ხარ? (ამ დროს ხსნის პატარა ყუთს, რომელშიც ბეჭედია მოთავსებული). ქსენია ამბობს - არა. ფერაძე არ იბნევა და ქსენიას კიდევ ერთხელ ეკითხება, ახლა, ამ უცხო ხალხის თანდასწრებით გამეცი სწორი პასუხი, თორემ დაგკბენ.

ქალი პასუხობს: კი, ჩემო სიყვარულო - და წყვილი ერთმანეთს გადაეხვევა.

მოგვიანებით, ფერაძემ ვიდეო სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და დაწერა:

"მან თქვა დიახ. ქსენია, მიყვარხარ.

ყველაფერი ბოლო მომენტამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ქსენიამ არ იცოდა, არ ელოდა, ვერც გამოიცნო რა ხდებოდა, მაგრამ ის ნამდვილად მზად იყო, როგორც მე! ჩვენი შეხვედრის პირველივე დღეებიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ის იქნებოდა ის, ვისაც მე ცოლობას შევთავაზებდი!“

გიორგი ფერაძე, ცნობილი მსახიობის გია ფერაძის მეოთხე შვილია. ფერაძის ოჯახის ტრაგედიაზე ქართულ მედიაში არაერთი ვრცელი სტატია გამოქვეყნებულა. გიორგის დედასთან მსახიობი ქორწინებაში არ ყოფილა. მისი არსებობის შესახებ კი, დაპატიმრების შემდეგ გაიგო.

"პატარა გიას დედამ გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21-ე საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი...“ - იხსენებდა მოგვიანებით გარდაცვლილი მსახიობის ძმა ილიკო ფერაძე.

2019 წელს, გია ფერაძის ვაჟი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოიწვიეს. მისი მეწყვილე ვერკა ჯაჯანიძე გახლდათ. გიორგი ფერაძე კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა.

38 წლის გიორგი ფერაძე რუსეთში წარმატებული მსახიობია. 2005 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის მუსიკისა და თეატრის სახელმწიფო აკადემია.

2005-2015 წლებში გახლდათ გორკის სახელობის სამარას აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი.

გიორგი ფერაძე და-ძმასთან ერთად

2016 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიული და თეატრალური ხელოვნების აკადემია ნიკიტა მიხალკოვის ხელმძღვანელობით და დღემდე მიხალკოვის თეატრის მსახიობია. ის ცნობილი რუსი რეჟისორის ფავორიტი გახლავთ, ხშირად აქვეყნებს მასთან გადაღებულ ფოტოებს.

გიორგი და ქსენია ფესტივალის დახურვაზე

ვინ არის ფერაძის რჩეული ქსენია ბეზუგლოვა

41 წლის რუსი პოლიტიკოსი 2002-2007 წლებში მუშაობდა ჟურნალ "Dear Pleasure"-ის სარეკლამო სამსახურში. 2006 წელს იგი გადავიდა მოსკოვში. 2008 წლიდან მუშაობს გამომცემლობაში Hirst Shkulev Media. 2008 წელს დაამთავრა რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი.

2008 წლის აგვისტოში ქალი ავტოკატასტროფაში მოყვა, რის შედეგადაც ხერხემლის ტრავმა მიიღო და ეტლს მიეჯაჭვა. შემთხვევის დროს ქსენია ორსულად იყო. ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, მან უარი თქვა ორსულობის შეწყვეტაზე. 2009 წლის თებერვალში ქალიშვილი ტაისია შეეძინა.

2012 წლის დეკემბერში, რომში, ეტლით მოსარგებლეთა სილამაზის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ტიტულის მიღების შემდეგ იგი ჩაერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში ეტლით მოსარგებლეების ინტერესების დასაცავად.

2013 წელს იგი გახდა მოსკოვის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკოორდინაციო საბჭოს, მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის საბჭოს და მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის საბჭოს წევრი. მისი საქმიანობის შედეგად მოსკოვის მარცხენა სანაპირო აღიჭურვა და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ის ასევე ეწევა სოციალურ საქმიანობას, ვკითხულობთ ქსენიას ბიოგრაფიაში.

ბეზუგლოვა 2014 წლის სოჭის ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მეჩირაღდნე გახლდათ.

ეტლში ჯდომის მიუხედავად ქსენიას ქორწინებაში კიდევ ორი შვილი შეეძინა. ქალი ყოფილი ქმრის, მეწარმე ალესანდრე ბეზუგლოვის გვარზეა.

რუსული მედია 2023 წელს ალექსანდრეს ისევ ქსენიას ქმრად მოიხსენიებს. თუმცა ერთი კვირის წინ, მედიაში გავრცელებული ხელის თხოვნის ვიდეოს შემდეგ წერენ, რომ ქსენიას ახალი სიყვარული ჰყავს - და მისი ქორწილი გიორგისთან ერთად წინ არის.

წაიკითხეთ ასევე: