ავტორი:

"სერფერის ფეხი წყალმა გამორიყა" - 23 წლის ბიჭს 3 მეტრიანი ზვიგენი თავს დაესხა: უმძიმესი შემთხვევა ავსტრალიაში

"სერფერის ფეხი წყალმა გამორიყა" - 23 წლის ბიჭს 3 მეტრიანი ზვიგენი თავს დაესხა: უმძიმესი შემთხვევა ავსტრალიაში

ავსტრალიაში, ზვიგენის თავდასხმის შემდეგ, სანაპიროზე სერფერის ფეხი გამოირიყა. 23 წლის კაი მაკკენზის სამშაბათს 3 მეტრიან დიდი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს. კაი თავდასხმას გადაურჩა, თუმცა უბედური შემთხვევის შედეგად ფეხი დაკარგა.

მაკკენზი სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში ინციდენტიდან მალევე. ექიმები ოპერაციის ვარიანტებს განიხილავენ. ლაპარაკია იმაზეც, შესაძლებელი იქნება თუ არა ფეხის მიკერება.

მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. კაის გადარჩენა პოლიციელმა მოახერხა, რომელმა ზვიგენს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

კაი მაკკენზის სერფინგის დაფა თავდასხმის შემდეგ

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაკენზი გამოცდილი სერფერია, თუმცა ცოტა ხნის წინ კისრის ტრავმის გამო სპორტს ჩამოშორდა. მის დასახმარებლად ოფიციალური გვერდი GoFundMe შეიქნა, რომელიც ოჯახს სამედიცინო და სარეაბილიტაციო თანხის შეგროვებაში დაეხმარება. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში გადარიცხულმა თანხამ $75,000 შეადგინა.

წყარო