პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოიკითხა, უარყოფს, რომ სუს-ში ამ საკითხზე იყო დაბარებული
ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოიკითხა, უარყოფს, რომ სუს-ში ამ საკითხზე იყო დაბარებული

ბიზ­ნეს­მენ­მა ელიზ­ბარ რაქ­ვი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა, სუს-ის შე­ნო­ბა და­ტო­ვა.

არა­ფე­რი ხდე­ბა, ვი­ყა­ვი პი­რად გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. და­გაკ­მა­ყო­ფი­ლათ ჩემ­მა პა­სუხ­მა?! - ასე უპა­სუ­ხა ელიზ­ბარ რაქ­ვი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სუს-დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც უწყე­ბა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, შე­ე­ხე­ბო­და თუ არა გა­მო­კი­თხვი­სას კი­თხვე­ბი ტე­რო­რიზმს, რაქ­ვი­აშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: ”რა ტე­რო­რის­ტი, რა გინ­დათ?”

“რას გა­და­მე­კი­დეთ, რა გინ­დათ, ვერ გა­ვი­გე. რა საქ­მე­ზე [მო­ვე­დი], მე­გო­ბა­რო?ვინ გი­თხრა, რაზე ვარ? არა, რა ტე­რო­რის­ტი, რა გინ­და, რა შე­კი­თხვებს მის­ვამ? ვის­თან, რაზე ვი­ყა­ვი… არ ვყო­ფილ­ვარ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემი საქ­მეა, რამ­დე­ნი ხანი ვიმ­ყო­ფე­ბო­დი”, - გა­ნა­ცხა­და ელიზ­ბარ რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, სუს-ში ჩვე­ნე­ბა მის­ცა თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მან ასე უპა­სუ­ხა:

“არა­ფე­რი არა­ვის­თვის არ მი­მი­ცია. რა სა­ხელ­მწი­ფო? პი­რად საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი”, - გა­ნა­ცხა­და ელიზ­ბარ რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, მე­დი­ამ მას ჰკი­თხა, სუს-ში შეს­ვლის დროს, რა­ტომ უარ­ყო, რომ ელიზ­ბარ რაქ­ვი­აშ­ვი­ლია, რა­ზეც მან ასე უპა­სუ­ხა:

“რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ელიზ­ბა­რი ვარ? რომ გა­და­ა­მოწ­მე [ვი­ნა­ო­ბა] მერე რაა? ერთი წუ­თით, და­მი­წყნარ­დი,მო­მის­მი­ნე”, - მი­მარ­თა მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელიზ­ბარ რაქ­ვი­აშ­ვი­ლი უწყე­ბა­ში მოწ­მის სტა­ტუ­სით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს.

"ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა კონ­კრე­ტულ პირ­თა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში და­ბა­რე­ბა მათი მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოიკითხა, უარყოფს, რომ სუს-ში ამ საკითხზე იყო დაბარებული

ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოიკითხა, უარყოფს, რომ სუს-ში ამ საკითხზე იყო დაბარებული

ბიზნესმენმა ელიზბარ რაქვიაშვილმა, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა, სუს-ის შენობა დატოვა.

არაფერი ხდება, ვიყავი პირად გასაუბრებაზე. დაგაკმაყოფილათ ჩემმა პასუხმა?! - ასე უპასუხა ელიზბარ რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს სუს-დან გამოსვლის შემდეგ, რომელიც უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა გამოკითხვისას კითხვები ტერორიზმს, რაქვიაშვილმა ასე უპასუხა: ”რა ტერორისტი, რა გინდათ?”

“რას გადამეკიდეთ, რა გინდათ, ვერ გავიგე. რა საქმეზე [მოვედი], მეგობარო?ვინ გითხრა, რაზე ვარ? არა, რა ტერორისტი, რა გინდა, რა შეკითხვებს მისვამ? ვისთან, რაზე ვიყავი… არ ვყოფილვარ გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩემი საქმეა, რამდენი ხანი ვიმყოფებოდი”, - განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა.

ასევე, ჟურნალისტის კითხვაზე, სუს-ში ჩვენება მისცა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, მან ასე უპასუხა:

“არაფერი არავისთვის არ მიმიცია. რა სახელმწიფო? პირად საქმეზე ვიყავი”, - განაცხადა ელიზბარ რაქვიაშვილმა.

ამასთან, მედიამ მას ჰკითხა, სუს-ში შესვლის დროს, რატომ უარყო, რომ ელიზბარ რაქვიაშვილია, რაზეც მან ასე უპასუხა:

“რატომ გგონიათ, რომ ელიზბარი ვარ? რომ გადაამოწმე [ვინაობა] მერე რაა? ერთი წუთით, დამიწყნარდი,მომისმინე”, - მიმართა მან ჟურნალისტებს.

  • აღსანიშნავია, რომ თავად სუს-ის ინფორმაციით, ელიზბარ რაქვიაშვილი უწყებაში მოწმის სტატუსით, სწორედ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

"ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.