კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვენი შინაური ცხოველები გრძნობენ როდის გვტკივა ან ვკვდებით, თუნდაც კილომეტრებით შორს იყვნენ - ახალი კვლევა
ჩვენი შინაური ცხოველები გრძნობენ როდის გვტკივა ან ვკვდებით, თუნდაც კილომეტრებით შორს იყვნენ - ახალი კვლევა

“რო­დე­საც ჯინ პარ­კე­რი ერთ დღეს სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­და, მისი კა­ტის ქცე­ვამ გა­აკ­ვირ­ვა. ის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და, თით­ქოს შფი­თავ­და და გა­ნუ­წყვეტ­ლივ კნა­ო­და.

"ტი­მის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეძი­ნა მთე­ლი დღე ჩემი შვი­ლის სა­წოლ­ზე. ასეთ მდგონ­მა­რე­ო­ბა­ში რომ და­ვი­ნა­ხე, ვი­ფიქ­რე რამე სტკი­ო­და, თუმ­ცა არა­ფერ­მა და­ამ­შვი­და“ - იხ­სე­ნებს ჯინი... იმ სა­ღა­მოს მან შო­კის­მომ­გვრე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო იმის შე­სა­ხებ, რომ მისი ვაჟი ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და ინ­ტენ­სი­ურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და“, - წერს dailymail ამა­ღელ­ვე­ბელ ის­ტო­რი­ას ქალ­ზე, რომ­ლის ში­ნა­ურ ცხო­ველ­მაც კრი­ტი­კურ მო­მენ­ტში სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კა­ტამ იგ­რძნო საფრ­თხე, რო­მე­ლიც მის მე­პატ­რო­ნეს ემუქ­რე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ კი­ლო­მეტ­რე­ბი აშო­რებ­დათ.

“ჩემს შვილს სი­ცო­ცხლის და­კარ­გვის საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გამ­ყო­ფი­ლე­ბა­ში, კო­მა­ში შვი­დი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­დეგ, ერთ სა­ღა­მოს, ტიმი პირ­და­პირ ჩემი შვი­ლის ოთახ­ში შე­ვარ­და, სა­წოლ­ზე წა­მოჯ­და და კრუ­ტუ­ნი და­ი­წყო. ეს იყო დღე, რო­დე­საც ჩემი შვი­ლი კო­მი­დან გა­მო­ვი­და“, - ამ­ბობს ჯინი.

  • სტა­ტი­ა­ში მო­თხრო­ბი­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, ამ­ტკი­ცებს ფაქტს, იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვე­ნი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი გრძნო­ბენ საფრ­თხეს, ტკი­ვილს ან რა­ი­მე სა­გან­გა­შო გა­რე­მოს, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ძა­ლი­ან შორს არი­ან.

“30 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლებ­მაც, რო­გორც ჩანს, ინ­ტუ­ი­ცი­ით ან ტე­ლე­პა­თი­უ­რი გზით იცოდ­ნენ, მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა“, - წერს დოქ­ტო­რი შელდრე­ი­კი, რო­მე­ლიც აგ­რო­ვებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ცხო­ვე­ლე­ბის ინ­ტუ­ი­ცი­ის ან ტე­ლე­პა­თი­ის შე­სა­ხებ.

მისი თქმით, მსგავ­სი 100-ზე მეტი შემ­თხვე­ვა უკვე აქვს.

“ამ­დე­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფაქ­ტის არ­სე­ბო­ბა მარ­წმუ­ნებს, რომ ეს რე­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა. ჩემი თე­ო­რია მარ­ტი­ვია: ადა­მი­ან­სა და ცხო­ველს შო­რის კავ­ში­რი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ ემო­ცი­ურ და ენერ­გე­ტი­კულ დო­ნე­ზე ვრცელ­დე­ბა მაშ­ნაც კი, თუ მათ ასო­ბით კი­ლო­მეტ­რი აშო­რებთ“, - ამ­ბობს შელდრე­ი­კი და სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბა:

“1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს, რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დი ცხო­ველ­თა ტე­ლე­პა­თი­ის კვლე­ვა­ზე, მე და ჩემი მე­უღ­ლე ვზრუ­ნავ­დით მე­ზობ­ლე­ბის ყვი­თელ ლაბ­რა­დორ­ზე - რაგ­ლეს­ზე. ისი­ნი ვაჟ­თან - ტი­მო­თეს­თან ერ­თად იტა­ლი­ის ალ­პებ­ში, სა­თხი­ლა­მუ­როდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი. რაგლ­სი დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ჩვენს ოჯახ­ში ატა­რებ­და. მაგ­რამ ერთ დი­ლით, 11:30 სა­ათ­ზე, როცა სე­ირ­ნო­ბი­ან დაბ­რუნ­და, მო­ი­წყი­ნა და არ გა­სუ­ლა გა­რეთ. თა­ვი­სი სახ­ლის წინა კარ­თან იჯდა და ფეხს არე იც­ვლი­და.

ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო იყო მისი საქ­ცი­ე­ლი. იმ დღეს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გა­ის­მა და გა­ვი­გეთ, რომ ტი­მო­თემ ალ­პებ­ში ფეხი მო­ი­ტე­ხა და ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ იმ დღეს ძაღ­ლიც კოჭ­ლობ­და“, - იხ­სე­ნებს დოქ­ტო­რი.

დოქ­ტო­რი შელდრე­ი­კი მე­დი­ას­თან დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ათო­ბით სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­ებს. მა­გა­ლი­თად, რო­გორ იგ­რძნო ძაღ­ლმა პატ­რო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მა­შინ რო­დე­საც ისი­ნი სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში იყ­ვნენ და სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჩვენი შინაური ცხოველები გრძნობენ როდის გვტკივა ან ვკვდებით, თუნდაც კილომეტრებით შორს იყვნენ - ახალი კვლევა

ჩვენი შინაური ცხოველები გრძნობენ როდის გვტკივა ან ვკვდებით, თუნდაც კილომეტრებით შორს იყვნენ - ახალი კვლევა

“როდესაც ჯინ პარკერი ერთ დღეს სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, მისი კატის ქცევამ გააკვირვა. ის არაადეკვატურად იქცეოდა, თითქოს შფითავდა და განუწყვეტლივ კნაოდა.

"ტიმის ჩვეულებრივად ეძინა მთელი დღე ჩემი შვილის საწოლზე. ასეთ მდგონმარეობაში რომ დავინახე, ვიფიქრე რამე სტკიოდა, თუმცა არაფერმა დაამშვიდა“ - იხსენებს ჯინი... იმ საღამოს მან შოკისმომგვრელი შეტყობინება მიიღო იმის შესახებ, რომ მისი ვაჟი ავარიაში მოჰყვა და ინტენსიურში იმყოფებოდა“, - წერს dailymail ამაღელვებელ ისტორიას ქალზე, რომლის შინაურ ცხოველმაც კრიტიკურ მომენტში საოცარი თვისებები გამოავლინა.

როგორც აღმოჩნდა, კატამ იგრძნო საფრთხე, რომელიც მის მეპატრონეს ემუქრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ კილომეტრები აშორებდათ.

“ჩემს შვილს სიცოცხლის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა. რეანიმაციულ გამყოფილებაში, კომაში შვიდი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგ, ერთ საღამოს, ტიმი პირდაპირ ჩემი შვილის ოთახში შევარდა, საწოლზე წამოჯდა და კრუტუნი დაიწყო. ეს იყო დღე, როდესაც ჩემი შვილი კომიდან გამოვიდა“, - ამბობს ჯინი.

  • სტატიაში მოთხრობილი ისტორიები, ამტკიცებს ფაქტს, იმის შესახებ, რომ ჩვენი შინაური ცხოველები გრძნობენ საფრთხეს, ტკივილს ან რაიმე საგანგაშო გარემოს, მაშინაც კი, როდესაც ძალიან შორს არიან.

“30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი მტკიცებულებებს ცხოველებზე, რომლებმაც, როგორც ჩანს, ინტუიციით ან ტელეპათიური გზით იცოდნენ, მათთვის საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - წერს დოქტორი შელდრეიკი, რომელიც აგროვებს მტკიცებულებებს ცხოველების ინტუიციის ან ტელეპათიის შესახებ.

მისი თქმით, მსგავსი 100-ზე მეტი შემთხვევა უკვე აქვს.

“ამდენი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაქტის არსებობა მარწმუნებს, რომ ეს რეალური მოვლენაა. ჩემი თეორია მარტივია: ადამიანსა და ცხოველს შორის კავშირი იმდენად ძლიერია, რომ ემოციურ და ენერგეტიკულ დონეზე ვრცელდება მაშნაც კი, თუ მათ ასობით კილომეტრი აშორებთ“, - ამბობს შელდრეიკი და საკუთარ ისტორიას ჰყვება:

“1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ვმუშაობდი ცხოველთა ტელეპათიის კვლევაზე, მე და ჩემი მეუღლე ვზრუნავდით მეზობლების ყვითელ ლაბრადორზე - რაგლესზე. ისინი ვაჟთან - ტიმოთესთან ერთად იტალიის ალპებში, სათხილამუროდ იყვნენ წასულები. რაგლსი დროის უმეტეს ნაწილს ჩვენს ოჯახში ატარებდა. მაგრამ ერთ დილით, 11:30 საათზე, როცა სეირნობიან დაბრუნდა, მოიწყინა და არ გასულა გარეთ. თავისი სახლის წინა კართან იჯდა და ფეხს არე იცვლიდა.

ძალიან უჩვეულო იყო მისი საქციელი. იმ დღეს სატელეფონო ზარი გაისმა და გავიგეთ, რომ ტიმოთემ ალპებში ფეხი მოიტეხა და ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში. საინტერესო ის არის, რომ იმ დღეს ძაღლიც კოჭლობდა“, - იხსენებს დოქტორი.

დოქტორი შელდრეიკი მედიასთან დეტალურად ჰყვება ათობით სხვადასხვა ისტორიებს. მაგალითად, როგორ იგრძნო ძაღლმა პატრონის გარდაცვალება, მაშინ როდესაც ისინი სხვადასხვა ქალაქებში იყვნენ და სხვა.