მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პერუში აღმოჩენილ "უცხოპლანეტელ მუმიებს" ადამიანისგან განსხვავებული თითის ანაბეჭდები აღმოაჩნდათ - რა დაადგინეს “სამთითა მარიას” შესწავლისას?
პერუში აღმოჩენილ "უცხოპლანეტელ მუმიებს" ადამიანისგან განსხვავებული თითის ანაბეჭდები აღმოაჩნდათ - რა დაადგინეს “სამთითა მარიას” შესწავლისას?

ჰუ­მა­ნო­ი­დურ, სამ­თი­თი­ან "უცხოპ­ლა­ნე­ტელ მუ­მი­ებს", რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს პე­რუ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, "სწო­რი" თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი აქვთ, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნი­სას არ ემ­თხვე­ვა. ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა, რო­მელ­მაც ერთ-ერთი სა­კა­მა­თო ნი­მუ­ში შე­ის­წავ­ლა.

ჯო­შუა მაკ­და­უ­ელ­მა, კო­ლო­რა­დოს ყო­ფილ­მა პრო­კუ­რორ­მა და ამ­ჟა­მინ­დელ­მა ად­ვო­კატ­მა, ერთ-ერთი პა­ტა­რა უც­ნა­უ­რი სხე­უ­ლი - სა­ხე­ლად "მა­რია" - შე­ის­წავ­ლა, აშშ-ს სამ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტთან ერ­თად.

მან და ექ­სპერ­ტებ­მა გა­ო­ცე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ET-ს მსგავ­სი ცხედ­რე­ბის თი­თის ანა­ბეჭ­დებს სრუ­ლი­ად სწო­რი ხა­ზე­ბი აქვს.

  • "ეს არ იყო ადა­მი­ა­ნის თი­თის ანა­ბეჭ­დის ნი­მუ­შე­ბი. ხე­ლის ან ფე­ხის თი­თე­ბის ანა­ბეჭ­დებ­ზე წრი­უ­ლო­ბა ვერ ვნა­ხეთ”, - გა­ნა­ცხა­და ჯო­შუა მაკ­და­უ­ელ­მა The Daily Mail-თან სა­უბ­რი­სას, - "ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი და სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი ვარ. ბევ­რი თი­თის ანა­ბეჭ­დი მი­ნა­ხავს. და ვამ­ბობ, რომ ეს არ იყო კლა­სი­კუ­რი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი".

მექ­სი­კელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ხოსე ხა­ი­მე მა­უ­სან­მა ე.წ. "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი მუ­მი­ე­ბის" შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გა­ხა­და. მან აღ­მო­ჩე­ნე­ბი მექ­სი­კის კონ­გრესს წა­რუდ­გი­ნა.

მაკ­და­უ­ე­ლი და აშშ-ს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი გა­სულ წლის აპ­რილ­ში მა­უ­სან­თან ერ­თად პე­რუ­ში, სხე­უ­ლე­ბის შე­სას­წავ­ლად გა­ემ­გზავრნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის არარ­სე­ბო­ბა და­მაბ­ნე­ვე­ლია, მან გა­ნა­ცხა­და, რომ მუ­მი­ე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა "უკი­დუ­რე­სად ნა­ად­რე­ვი" იქ­ნე­ბო­და.

უჩ­ვე­უ­ლოდ სწო­რი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის ერთ-ერთი შე­საძ­ლო ახ­სნა "შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს მისი კა­ნის შე­ნახ­ვის წეს­თან," თქვა მან და და­ა­მა­ტა, რომ ეს "ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია."

მა­რი­ას სხე­უ­ლი დი­ა­ტო­მი­უ­რი მი­წი­თაა და­ფა­რუ­ლი - თეთ­რი ფხვნი­ლის მსგავ­სით, რო­მე­ლიც წყალ­სა­ტე­ვებ­ში ნა­პოვ­ნი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი წყალმცე­ნა­რე­ე­ბის ნა­ლე­ქის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

"თუმ­ცა, გა­შიშ­ვლე­ბულ თი­თებ­ზე, ეპი­დერ­მუ­ლი ხა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ვი­ნა­ხე, ძი­რი­თა­დად, სწორ ხა­ზებ­ში იყო," - თქვა მან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰუ­მა­ნო­ი­დუ­რი სხე­უ­ლე­ბის ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა არ გა­კე­თე­ბუ­ლა, მაკ­და­უ­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის კვლავ სა­ა­თო­ბით მუ­შა­ობს ამ საქ­მე­ზე.

4 ფუ­ტის სი­მაღ­ლის "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა", რომ­ლებ­საც პე­რუს იმ რე­გი­ო­ნის მი­ხედ­ვით, სა­დაც ისი­ნი იპო­ვეს, "ნა­ზკას მუ­მი­ე­ბი" უწო­დეს, ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­ან­თი წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თა­ვე­ბი­თა და სამ­თი­თი­ა­ნი ხე­ლე­ბით მი­იქ­ცი­ეს.

მა­უ­სა­ნი და­ჟი­ნე­ბით აცხა­დებს, რომ ნი­მუ­შე­ბი არა­მი­წი­ე­რია, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი არა­ფე­რია, გარ­და ადა­მი­ა­ნის ხუმ­რო­ბი­სა.

იან­ვარ­ში პე­რუს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი "თო­ჯი­ნე­ბი" იყ­ვნენ, შე­კო­წი­წე­ბუ­ლი ქა­ღალ­დით, წე­ბო­თი, ლი­თო­ნი­თა და ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ვე­ლის ძვლე­ბით.

"ისი­ნი არ არი­ან არა­მი­წი­ე­რე­ბი; ისი­ნი არ არი­ან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი," - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის არ­ქე­ო­ლოგ­მა, ფლა­ვიო ესტრა­დამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ერთ-ერ­თმა კრი­ტი­კოს­მა, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ის­ტო­რი­კოს­მა კრის­ტო­ფერ ჰი­ნიმ, გა­ზეთ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­კო­ლუმ­ბი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი პე­რუ­ში თა­ვის ფორ­მას იც­ვლიდ­ნენ, მუ­მი­ე­ბის თა­ვე­ბის ფორ­მის მსგავ­სად. "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი" შე­იძ­ლე­ბა, ათა­სო­ბით წლის წი­ნან­დე­ლი ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტის ნარ­ჩე­ნე­ბი იყოს.

თუმ­ცა, Daily Mail-ის ცნო­ბით, მა­რია ზო­გი­ერთ სხვა უფრო მცი­რე ზო­მის ნი­მუშს არ ჰგავს. თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის ანა­ლი­ზი მი­უ­თი­თებს, რომ ზო­გი­ერ­თი მუ­მია ან არ არის თო­ჯი­ნა, ან რა­ღაც სხვა უც­ნა­უ­რი მა­სა­ლი­თაა აგე­ბუ­ლი.

მექ­სი­კე­ლი მკვლე­ვა­რე­ბის 10-კა­ცი­ან­მა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მუ­მი­ე­ბის დნმ-ის 30% არა ადა­მი­ა­ნუ­რი, არა­მედ "უც­ნო­ბი სა­ხე­ო­ბი­საა".

მარ­ტში, ორმა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტმა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნეშ­ტის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტურ ფილმზე მუ­შა­ობ­დნენ, გა­ნა­ცხა­დეს, რომ რენტგე­ნულ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მუ­მი­ე­ბი ყალ­ბი არ არის, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, სხვა პლა­ნე­ტი­დან არ იყ­ვნენ. რო­გორც მათ გა­ნა­ცხა­დეს, სჯე­რათ, რომ ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა, ახა­ლი სა­ხე­ო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­დნენ, რო­მელ­ზეც "გე­ნე­ტი­კურ­მა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ამ" მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა.

თუმ­ცა, მაკ­და­უ­ელ­მა ამ წლის და­სა­წყის­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბამ­დე, მას სურს "მა­ღა­ლი დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში რე­ა­ლუ­რი, ძა­ლი­ან გან­სა­ზღვრუ­ლი დნმ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა".

"ჩვენ­მა წი­ნას­წარ­მა კვლე­ვამ რე­ა­ლუ­რად მიგ­ვიყ­ვა­ნა იმ ფაქ­ტამ­დე, რომ მეტი კვლე­ვაა სა­ჭი­რო", - აღ­ნიშ­ნა მან.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პერუში აღმოჩენილ "უცხოპლანეტელ მუმიებს" ადამიანისგან განსხვავებული თითის ანაბეჭდები აღმოაჩნდათ - რა დაადგინეს “სამთითა მარიას” შესწავლისას?

პერუში აღმოჩენილ "უცხოპლანეტელ მუმიებს" ადამიანისგან განსხვავებული თითის ანაბეჭდები აღმოაჩნდათ - რა დაადგინეს “სამთითა მარიას” შესწავლისას?

ჰუმანოიდურ, სამთითიან "უცხოპლანეტელ მუმიებს", რომლებიც გასულ წელს პერუში აღმოაჩინეს, "სწორი" თითის ანაბეჭდები აქვთ, რომლებიც ადამიანისას არ ემთხვევა. ამის შესახებ განაცხადა ადვოკატმა, რომელმაც ერთ-ერთი საკამათო ნიმუში შეისწავლა.

ჯოშუა მაკდაუელმა, კოლორადოს ყოფილმა პროკურორმა და ამჟამინდელმა ადვოკატმა, ერთ-ერთი პატარა უცნაური სხეული - სახელად "მარია" - შეისწავლა, აშშ-ს სამ დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთან ერთად.

მან და ექსპერტებმა გაოცებით აღმოაჩინეს, რომ ET-ს მსგავსი ცხედრების თითის ანაბეჭდებს სრულიად სწორი ხაზები აქვს.

  • "ეს არ იყო ადამიანის თითის ანაბეჭდის ნიმუშები. ხელის ან ფეხის თითების ანაბეჭდებზე წრიულობა ვერ ვნახეთ”, - განაცხადა ჯოშუა მაკდაუელმა The Daily Mail-თან საუბრისას, - "ყოფილი პროკურორი და სისხლის სამართლის დამცველი ადვოკატი ვარ. ბევრი თითის ანაბეჭდი მინახავს. და ვამბობ, რომ ეს არ იყო კლასიკური თითის ანაბეჭდები".

მექსიკელმა ჟურნალისტმა ხოსე ხაიმე მაუსანმა ე.წ. "უცხოპლანეტელი მუმიების" შესახებ ცნობილი გახადა. მან აღმოჩენები მექსიკის კონგრესს წარუდგინა.

მაკდაუელი და აშშ-ს სამედიცინო ექსპერტები გასულ წლის აპრილში მაუსანთან ერთად პერუში, სხეულების შესასწავლად გაემგზავრნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თითის ანაბეჭდების არარსებობა დამაბნეველია, მან განაცხადა, რომ მუმიების წარმოშობის შესახებ რაიმე განცხადების გაკეთება "უკიდურესად ნაადრევი" იქნებოდა.

უჩვეულოდ სწორი თითის ანაბეჭდების ერთ-ერთი შესაძლო ახსნა "შეიძლება, რაღაცნაირად დაკავშირებული იყოს მისი კანის შენახვის წესთან," თქვა მან და დაამატა, რომ ეს "ძალიან უცნაურია."

მარიას სხეული დიატომიური მიწითაა დაფარული - თეთრი ფხვნილის მსგავსით, რომელიც წყალსატევებში ნაპოვნი გაქვავებული წყალმცენარეების ნალექისგანაა დამზადებული.

"თუმცა, გაშიშვლებულ თითებზე, ეპიდერმული ხაზები, რომლებიც დავინახე, ძირითადად, სწორ ხაზებში იყო," - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანოიდური სხეულების ბუნების შესახებ ოფიციალური დასკვნა არ გაკეთებულა, მაკდაუელმა განაცხადა, რომ ის კვლავ საათობით მუშაობს ამ საქმეზე.

4 ფუტის სიმაღლის "უცხოპლანეტელებმა", რომლებსაც პერუს იმ რეგიონის მიხედვით, სადაც ისინი იპოვეს, "ნაზკას მუმიები" უწოდეს, ყურადღება თავიანთი წაგრძელებული თავებითა და სამთითიანი ხელებით მიიქციეს.

მაუსანი დაჟინებით აცხადებს, რომ ნიმუშები არამიწიერია, მეცნიერებისა და მთავრობის ოფიციალური პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არაფერია, გარდა ადამიანის ხუმრობისა.

იანვარში პერუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი "თოჯინები" იყვნენ, შეკოწიწებული ქაღალდით, წებოთი, ლითონითა და ადამიანისა და ცხოველის ძვლებით.

"ისინი არ არიან არამიწიერები; ისინი არ არიან უცხოპლანეტელები," - განაცხადა სასამართლო ექსპერტიზის არქეოლოგმა, ფლავიო ესტრადამ ჟურნალისტებთან.

ერთ-ერთმა კრიტიკოსმა, ლათინური ამერიკის ისტორიკოსმა კრისტოფერ ჰინიმ, გაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეკოლუმბიური საზოგადოებები პერუში თავის ფორმას იცვლიდნენ, მუმიების თავების ფორმის მსგავსად. "უცხოპლანეტელები" შეიძლება, ათასობით წლის წინანდელი ადამიანის ნეშტის ნარჩენები იყოს.

თუმცა, Daily Mail-ის ცნობით, მარია ზოგიერთ სხვა უფრო მცირე ზომის ნიმუშს არ ჰგავს. თითის ანაბეჭდების ანალიზი მიუთითებს, რომ ზოგიერთი მუმია ან არ არის თოჯინა, ან რაღაც სხვა უცნაური მასალითაა აგებული.

მექსიკელი მკვლევარების 10-კაციანმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მუმიების დნმ-ის 30% არა ადამიანური, არამედ "უცნობი სახეობისაა".

მარტში, ორმა კინემატოგრაფისტმა, რომლებიც სხვადასხვა მუმიფიცირებული ნეშტის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ რენტგენულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მუმიები ყალბი არ არის, თუმცა შეიძლება, სხვა პლანეტიდან არ იყვნენ. როგორც მათ განაცხადეს, სჯერათ, რომ ისინი შეიძლება, ახალი სახეობის მტკიცებულებას წარმოადგენდნენ, რომელზეც "გენეტიკურმა მანიპულაციამ" მოახდინა გავლენა.

თუმცა, მაკდაუელმა ამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ნებისმიერი დასკვნის გაკეთებამდე, მას სურს "მაღალი დონის ლაბორატორიებში რეალური, ძალიან განსაზღვრული დნმ კვლევების ჩატარება".

"ჩვენმა წინასწარმა კვლევამ რეალურად მიგვიყვანა იმ ფაქტამდე, რომ მეტი კვლევაა საჭირო", - აღნიშნა მან.

წყარო