ავტორი:

“პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა - რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ“ - იაგო ხვიჩია სუს-ში დაწყებული გამოძიებაზე

“პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა - რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ“ - იაგო ხვიჩია სუს-ში დაწყებული გამოძიებაზე

“ქართული ფილმის სცენარი მახსენდება, რომლის მიხედვით, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიან, როცა ეს არის ბრალდება და ადამიანებს ამით ასამართლებენ“, - ამის შესახებ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

“არ ვიცი, რა მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი სუს-ის მხრიდან, მაგრამ გლობალური ომის პარტიის ვერსიის შემდეგ ვალდებულები ვართ, ყველა ვერსია, რასაც ხელისუფლება შემოგვთავაზებს, ეჭვქვეშ დავაყენოთ.

უფრო შეთქმულების თეორიებისკენ ვიხრები, ვიდრე რეალობისკენ. ჩვენი პოლიტიკოსების აზრით, ხალხის შეშინება მადლიანი საქმეა - რაც უფრო შეაშინებენ ხალხს საარჩევნოდ, მით უფრო შეუყვარდებათ - ასე ფიქრობენ ქართულ პოლიტიკურ ველზე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.