პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლიმპიური კომიტეტის სკანდალად ქცეული განცხადება და დამატებითი განმარტებები: რა იკრძალება, რატომ და შეეხება თუ არა ეს მედიასაშუალებებს?
ოლიმპიური კომიტეტის სკანდალად ქცეული განცხადება და დამატებითი განმარტებები: რა იკრძალება, რატომ და შეეხება თუ არა ეს მედიასაშუალებებს?

სკან­და­ლად იქცა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა "ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის უნე­ბარ­თვო გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­კვე­თის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, 2024 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, 2024 წლის 26 ივ­ლი­სი­დან 11 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში, ჩა­ტარ­დე­ბა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში.

ოლიმ­პი­ა­დის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად, გვსურს, გა­ვავ­რცე­ლოთ წი­ნამ­დე­ბა­რე სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბა ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის უნე­ბარ­თვო გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­კვე­თის შე­სა­ხებ.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის (სოკ-ი), რო­გორც ოლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის წამ­ყვა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი ორ­გა­ნოს ექ­სკლუ­ზი­ურ სა­კუთ­რე­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე ფლობს მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა უფ­ლე­ბას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი არ­სე­ბუ­ლი ან მო­მა­ვალ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით და სა­შუ­ა­ლე­ბით მათ ორ­გა­ნი­ზე­ბის, ჩა­ტა­რე­ბის, მარ­თვის, მა­უ­წყებ­ლო­ბის, ჩა­წე­რის, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის, რეპ­რო­დუქ­ცი­ის და გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა უფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ოლიმ­პი­ურ რეკ­ვი­ზიტ­ზე (ოლიმ­პი­უ­რი სიმ­ბო­ლო, დრო­შა, დე­ვი­ზი, ჰიმ­ნი და აღ­ნიშ­ვნე­ბი (რაც მო­ი­ცავს, მაგ­რამ არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა "ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბით,” "ოლიმ­პი­ა­დის თა­მა­შე­ბით” და ა.შ.), ნიშ­ნე­ბი, ემბლე­მე­ბი, დრო­შე­ბი და ჩი­რაღ­დნე­ბი) და მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ეკუთ­ვნის ექ­სკლუ­ზი­უ­რად სოკ-ს, რაც მო­ი­ცავს მაგ­რამ არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბის, კო­მერ­ცი­უ­ლი და სა­რეკ­ლა­მო მიზ­ნე­ბით.

ააიპ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი (სეოკ-ი), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მო­ად­გენს სოკ-ს, აქ­ტი­ურ მო­ნი­ტო­რინგს უწევს და აკონ­ტრო­ლებს ოლიმ­პი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და/ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­თა და ფორ­მით (იქ­ნე­ბა ეს ზე­პი­რად თუ წე­რი­ლო­ბით) ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას და/ან, შე­უ­ზღუ­და­ვად, ოლიმ­პი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ემბლე­მე­ბის, პიქ­ტოგ­რა­მე­ბის, გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ემბლე­მის და/ან ლო­გოს, სი­ტყვე­ბის ("ოლიმ­პი­უ­რი“, "ოლიმ­პი­ა­და“, "ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი“ და ა.შ.), მას­პინ­ძე­ლი ქა­ლა­ქე­ბის სა­ხე­ლე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და/ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ლო­გოს, დრო­შის, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის, სა­ხე­ლის, სპორ­ტუ­ლი ტი­ტუ­ლის, წლე­ბის, სა­ვაჭ­რო ნიშ­ნე­ბის და/ან შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და/ან სხვაგ­ვა­რი ფორ­მით და­ცუ­ლი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნე­ბის, და­სა­ხე­ლე­ბე­ბის, დე­ვი­ზე­ბის და/ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის სიმ­ბო­ლოს, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის, ნი­მუ­შის, სი­ტყვის, გა­მოთ­ქმის, გა­მო­ნათ­ქვა­მის და ა.შ. გა­მო­ყე­ნე­ბას, მათ შო­რის, შე­უ­ზღუ­და­ვად, ნე­ბის­მი­ერ პირ­და­პირ და/ან არა­პირ­და­პირ სა­რეკ­ლა­მო/მარ­კე­ტინ­გულ აქ­ტი­ვო­ბას, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ნე­ბის­მი­ერ ფორ­მას, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბილ­ბორ­დებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ით, რა­დი­ო­თი, ბეჭდ­ვით თუ ონ­ლა­ინ სივ­რცე­ებ­ში, შე­ტყო­ბი­ნე­ბებს/აქ­ცი­ებს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა იქ­ნე­ბა ფა­სი­ა­ნი თუ უფა­სო), ტრა­დი­ცი­ულ რეკ­ლა­მას/PR-ს (პი­რა­დი გა­მოს­ვლე­ბი­სა და პრეს რე­ლი­ზე­ბის ჩათ­ვლით), მათ შო­რის, ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტზე/სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ში და ა.შ.

ამ­დე­ნად, გთხოვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, მათ შო­რის, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­იშ­ვე­ბა მხო­ლოდ სოკ-ის პრინ­ცი­პე­ბის/წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და აღ­ნიშ­ნუ­ლის წი­ნას­წარ, სეოკ-ის­გან ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის და მას­თან შე­თან­ხმე­ბის გზით.

სეოკ-ი იმედს იტო­ვებს, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბათ სა­თა­ნა­დო პი­რებს და ისი­ნი იმოქ­მე­დე­ბენ სეოკ-ის ნე­ბარ­თვის შე­სა­ბა­მი­სად ან/და გან­ცხა­დე­ბის გაც­ნო­ბი­დან უმოკ­ლეს ვა­დებ­ში, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბის აღ­კვე­თას.

ამას­თან, სეოკ-ი გა­ნაგ­რძობს აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინგს და დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თავს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებს. კერ­ძოდ, დამ­რღვევ პი­რებს სა­სა­მარ­თლოს წე­სით აუკ­რძა­ლავს ნე­ბის­მი­ერ უნე­ბარ­თვო აქ­ტი­ვო­ბას და მო­ი­თხოვს დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის მიერ უნე­ბარ­თვო აქ­ტი­ვო­ბე­ბით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს/მო­გე­ბას. ამას­თან, თუ ამ­გვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი/მო­გე­ბა აღე­მა­ტე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ მო­ცუ­ლო­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია დად­გეს სის­ხლის-სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც“.

  • აღ­ნიშ­ნულ­მა გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. წა­ვი­და მით­ქმა-მოთ­ქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სა­ერ­თოდ კრძა­ლავს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა-გა­შუ­ქე­ბას მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან.

ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს და­უ­კავ­შირ­და იმის გა­სარ­კვე­ვად, შე­ე­ხე­ბა თუ არა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, სა­დაც გვი­თხრეს:

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­ხე­ბა ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის პი­რა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ან სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას".

მა­ლე­ვე ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას უხ­დის გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში ქო­მა­გო­ბენ და გან­მარ­ტავს, რომ კო­მი­ტე­ტის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა,რა თქმა უნდა, არ ვრცელ­დე­ბა მათ­ზე.აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს: სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას, რომ ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­გე­ბის მი­ღე­ბის, კო­მერ­ცი­უ­ლი ან სა­რეკ­ლა­მო მიზ­ნე­ბის­თვის, სა­ჭი­რო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ნე­ბარ­თვას.

ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­ცხა­დე­ბა არ ეხე­ბა ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას პი­რა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ან სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნე­ბით მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ოლიმპიური კომიტეტის სკანდალად ქცეული განცხადება და დამატებითი განმარტებები: რა იკრძალება, რატომ და შეეხება თუ არა ეს მედიასაშუალებებს?

ოლიმპიური კომიტეტის სკანდალად ქცეული განცხადება და დამატებითი განმარტებები: რა იკრძალება, რატომ და შეეხება თუ არა ეს მედიასაშუალებებს?

სკანდალად იქცა საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საგანგებო განცხადება "ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ", რომელშიც ვკითხულობთ:

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, ჩატარდება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ოლიმპიადის მოახლოვებასთან ერთად, გვსურს, გავავრცელოთ წინამდებარე საჯარო მოწოდება ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ.

ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი), როგორც ოლიმპიური მოძრაობის წამყვანი ხელმძღვანელი ორგანოს ექსკლუზიურ საკუთრებას, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ფლობს მასთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი არსებული ან მომავალში შემუშავებული ფორმით და საშუალებით მათ ორგანიზების, ჩატარების, მართვის, მაუწყებლობის, ჩაწერის, წარმომადგენლობის, რეპროდუქციის და გავრცელების უფლებებს. შესაბამისად, ყველა უფლება ნებისმიერ ოლიმპიურ რეკვიზიტზე (ოლიმპიური სიმბოლო, დროშა, დევიზი, ჰიმნი და აღნიშვნები (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება "ოლიმპიური თამაშებით,” "ოლიმპიადის თამაშებით” და ა.შ.), ნიშნები, ემბლემები, დროშები და ჩირაღდნები) და მათ გამოყენებაზე, ეკუთვნის ექსკლუზიურად სოკ-ს, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მათი გამოყენებით ნებისმიერი მოგების მიღების, კომერციული და სარეკლამო მიზნებით.

ააიპ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკ-ი), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს სოკ-ს, აქტიურ მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ოლიმპიური ღონისძიებების და/ან მონაწილეების შესახებ და მათთან დაკავშირებით ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით (იქნება ეს ზეპირად თუ წერილობით) ინფორმაციის გავრცელებას და/ან, შეუზღუდავად, ოლიმპიური სიმბოლოების, ოლიმპიური თამაშების ემბლემების, პიქტოგრამების, გრაფიკული გამოსახულებების, ოლიმპიური ნაკრებების ნებისმიერი ემბლემის და/ან ლოგოს, სიტყვების ("ოლიმპიური“, "ოლიმპიადა“, "ოლიმპიური თამაშები“ და ა.შ.), მასპინძელი ქალაქების სახელების, ოლიმპიური ღონისძიებების და/ან მონაწილეების ლოგოს, დროშის, გამოსახულების, სახელის, სპორტული ტიტულის, წლების, სავაჭრო ნიშნების და/ან შესაბამისი კანონმდებლობით და/ან სხვაგვარი ფორმით დაცული სასაქონლო ნიშნების, დასახელებების, დევიზების და/ან ნებისმიერი სხვა სახის სიმბოლოს, გამოსახულების, ნიმუშის, სიტყვის, გამოთქმის, გამონათქვამის და ა.შ. გამოყენებას, მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ სარეკლამო/მარკეტინგულ აქტივობას, პოპულარიზაციის ნებისმიერ ფორმას, მაგალითად, სოციალურ მედიასა და სოციალურ ქსელში, ბილბორდებზე, ტელევიზიით, რადიოთი, ბეჭდვით თუ ონლაინ სივრცეებში, შეტყობინებებს/აქციებს (მიუხედავად იმისა იქნება ფასიანი თუ უფასო), ტრადიციულ რეკლამას/PR-ს (პირადი გამოსვლებისა და პრეს რელიზების ჩათვლით), მათ შორის, ნებისმიერ პროდუქტზე/სავაჭრო სივრცეში და ა.შ.

ამდენად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან ნებისმიერი ზემოაღნიშნული აქტივობა, მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად, ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება დაიშვება მხოლოდ სოკ-ის პრინციპების/წესების შესაბამისად და აღნიშნულის წინასწარ, სეოკ-ისგან ნებართვის მიღების და მასთან შეთანხმების გზით.

სეოკ-ი იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებით, ინფორმაცია მიეწოდებათ სათანადო პირებს და ისინი იმოქმედებენ სეოკ-ის ნებართვის შესაბამისად ან/და განცხადების გაცნობიდან უმოკლეს ვადებში, უზრუნველყოფენ უკანონო მოქმედებების აღკვეთას.

ამასთან, სეოკ-ი განაგრძობს აქტიური მონიტორინგს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. კერძოდ, დამრღვევ პირებს სასამართლოს წესით აუკრძალავს ნებისმიერ უნებართვო აქტივობას და მოითხოვს დამრღვევი პირების მიერ უნებართვო აქტივობებით მიღებულ შემოსავალს/მოგებას. ამასთან, თუ ამგვარი შემოსავალი/მოგება აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოცულობას, შესაძლებელია დადგეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც“.

  • აღნიშნულმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. წავიდა მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური კომიტეტი საერთოდ კრძალავს პარიზის ოლიმპიადაზე ყოველგვარი ინფორმაციის გავრცელება-გაშუქებას მედიასაშუალებების მხრიდან.

ambebi.ge საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, შეეხება თუ არა საგანგებო განცხადებაში ჩამოთვლილი შეზღუდვები მედიასაშუალებებს, სადაც გვითხრეს:

"საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო განცხადება არ შეეხება ოლიმპიური რეკვიზიტების პირადი დანიშნულებით ან საინფორმაციო მიზნებით გამოყენებას".

მალევე ამის თაობაზე სოციალურ ქსელშიც გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

"საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი, პირველ რიგში, მადლობას უხდის გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოს წარმომადგენლებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ქომაგობენ და განმარტავს, რომ კომიტეტის მიერ გაკეთებული საგანგებო განცხადება,რა თქმა უნდა, არ ვრცელდება მათზე.აღნიშნული განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს: საზოგადოების ინფორმირებას, რომ ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენება მოგების მიღების, კომერციული ან სარეკლამო მიზნებისთვის, საჭიროებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ნებართვას.

ოლიმპიური კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განცხადება არ ეხება ოლიმპიური რეკვიზიტების გამოყენებას პირადი დანიშნულებით ან საინფორმაციო მიზნებით მედია-საშუალებების მიერ", - ვკითხულობთ განცხადებაში.