მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიკაპრიოსთან რომანიდან ადამიანებით ვაჭრობამდე: ექსმოდელი და ინფლუენსერი კეტ ტორესი ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაშია ბრალდებული
დიკაპრიოსთან რომანიდან ადამიანებით ვაჭრობამდე: ექსმოდელი და ინფლუენსერი კეტ ტორესი ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაშია ბრალდებული

2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, აშშ-ში ორი ახალ­გაზ­რდა ბრა­ზი­ლი­ე­ლი ქალი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათ­მა ოჯა­ხებ­მა და FBI-მ გო­გო­ნე­ბის ძებ­ნა და­ი­წყეს. ძი­ე­ბი­სას მხო­ლოდ ის იცოდ­ნენ, რომ ისი­ნი 31 წლის ბრა­ზი­ლი­ელ მო­დელ­სა და ინფლუ­ან­სერ კეტ ტო­რეს­თან ცხოვ­რობ­დნენ.

ტო­რესს მი­ე­სა­ჯა რვა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბი­სა და ტრა­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია ერთი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მი­მართ. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კეტ ტო­რესს ბრალ­დე­ბე­ბი მე­ო­რე ქალ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

რო­გორ მოხ­და, რომ ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი, რო­მე­ლიც პრი­ა­ლა ჟურ­ნა­ლე­ბის ყდებს ამ­შვე­ნებ­და და წვე­უ­ლე­ბებ­ზე ახ­ლდა ისეთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რი­ცაა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, ქა­ლე­ბის სექ­სუ­ა­ლურ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­შია და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი?!

"ჩემ­თვის ის იმე­დი იყო“, - წერს ანა თა­ვის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე 2017 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შეხ­ვდა კეტ ტო­რესს. ანა და­კარ­გუ­ლებს შო­რის არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ის ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც ტო­რე­სის გავ­ლე­ნის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. მან ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა და­კარ­გუ­ლი ქა­ლის ძი­ე­ბა­ში.

მას რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, მძი­მე ბავ­შვო­ბის შემ­დეგ ბრა­ზი­ლი­ი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და. იმ დრო­ის­თვის კეტ ტო­რეს­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია, რო­მელ­შიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჰქონ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი ძალა, რო­მე­ლიც მას მო­მავ­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. ანას თქმით, მას შემ­დეგ, რაც ტო­რე­სი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზე ნახა, ასე­ვე ნახა ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ჩან­და, რომ თან ახ­ლდა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ოს, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნია...

2019 წელს ანა სა­ცხოვ­რებ­ლად ნიუ-იორკში გა­და­ვი­და კეტ ტო­რე­სის ასის­ტენ­ტად სა­მუ­შა­ოდ

მას წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რომ ტო­რე­სის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც ასე შთა­ა­გო­ნა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ნა­წი­ლობ­რივ სიც­რუ­ე­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

ტო­რე­სი სა­კუ­თარ სა­იტ­ზე მომ­ხმა­რებ­ლებს ჰპირ­დე­ბო­და "სიყ­ვა­რულს, ფულ­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბას“. თა­ვის ვი­დე­ო­ებ­ში რჩე­ვებს აძ­ლევ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის, ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. მას­თან ვი­დეო კონ­სულ­ტა­ცია 150 დო­ლა­რი ღირ­და, რისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კლი­ენ­ტებს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ჰპირ­დე­ბო­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, მის რჩე­ვებს ბნე­ლი მხა­რეც ჰქონ­და. ანამ, ამან­დამ და ტო­რე­სის სხვა ყო­ფილ­მა მიმ­დევ­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში მიხ­ვდნენ, რომ ისი­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ურ იზო­ლა­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის­გან, მზად იყ­ვნენ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რა­საც ტო­რე­სი ეტყო­დათ.

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო და კეტ ტო­რე­სი

2019 წელს ტო­რეს­მა ანა სა­ცხოვ­რებ­ლად ნიუ-იორკში მი­იწ­ვია, რათა მისი ასის­ტენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო. გო­გო­ნა და­თან­ხმდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. ქალი ტო­რე­სის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მო­სავ­ლე­ლად გა­და­ვი­და. ის ასე­ვე ურე­ცხავ­და, სახ­ლს ალა­გებ­და...

"შოკ­ში ვი­ყა­ვი, სახ­ლი სულ არე­უ­ლი იყო, თა­ვა­დაც ძა­ლი­ან ჭუ­ჭყი­ა­ნი და­დი­ო­და, ცუდი სუნი ას­დი­ო­და“, - ამ­ბობს ის. ანას თქმით, ტო­რე­სი მის გა­რე­შე ელე­მენ­ტა­რულ საქ­მე­საც ვერ აკე­თებ­და, რო­გო­რი­ცაა შხა­პის მი­ღე­ბა, ვერ იტან­და მარ­ტო ყოფ­ნას. მო­სამ­სა­ხუ­რე მუდ­მი­ვად ფხიზ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ სწრა­ფად შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მისი ნე­ბის­მი­ე­რი მო­თხოვ­ნა. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰქონ­და ძი­ლის უფ­ლე­ბა, დი­ვან­ზე, რო­მელ­საც კა­ტის შარ­დის სუნი ას­დი­ო­და.

ტო­რესს ინ­სტაგ­რამ­ზე მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და

ანა ამ­ბობს, რომ სა­მუ­შა­ოს­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბა არას­დროს მი­უ­ღია. "ვგრძნობ­დი, რომ იქ სა­მუ­და­მოდ დავ­რჩი და გა­მო­სა­ვა­ლი უბ­რა­ლოდ, არ მქონ­და. მე ვი­ყა­ვი ალ­ბათ მისი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი“, - დას­ძი­ნა მან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბინა ბოს­ტონ­ში და­ტო­ვა, ამი­ტომ და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი აღარ ჰქონ­და, არც ფული, რომ ბინა ექი­რა­ვე­ბი­ნა.

კოშ­მა­რი სამ თვეს გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ, ანა მე­გო­ბარ­თან გა­იქ­ცა. 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ორი ბრა­ზი­ლე­ლი ქალი და­ი­კარ­გა, მიხ­ვდა, რომ მოქ­მე­დე­ბის დრო დად­გა.

ამ დრო­ის­თვის კეტ ტო­რე­სი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო 21 წლის ზაკ­ზე, რო­მე­ლიც კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­იც­ნო. წყვილ­მა 5-ოთა­ხი­ა­ნი სახ­ლი იქი­რა­ვა ტე­ხა­სის დე­და­ქა­ლაქ ოს­ტი­ნის გა­რე­უ­ბან­ში.

ტო­რესს უკვე ორი ახა­ლი მსხვერ­პლი ჰყავ­და, დე­ზი­რე ფრე­ი­ტასი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ი­დან გა­და­ვი­და მას­თან და ლე­ტი­ცია მაია, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ი­დან მოხ­ვდა ტო­რე­სი­სა და მისი მე­უღ­ლის სახ­ლში. სწო­რედ მათი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ და­ინ­ტე­სერ­და FBI-ს ტო­რე­სით. ინფლუ­ენ­სერს ასე­ვე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და კი­დევ ერთი ბრა­ზი­ლი­ე­ლი ქალი, სოლი.

BBC-მ შეძ­ლო სულ მცი­რე, ოთხი სხვა ქალი ეპო­ვა, რომ­ლე­ბიც ტო­რეს­მა კი­ნა­ღამ და­ი­თან­ხმა, რომ მის ბი­ნა­ში გა­და­სუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა, მათ, სა­ბო­ლო­ოდ, უარი თქვეს.

სახ­ლი, სა­დაც ტო­რე­სი ცხოვ­რობ­და

ჩვე­ნე­ბა­ში დე­ზი­რე ამ­ბობს, რომ ტო­რეს­მა მას გერ­მა­ნი­ი­დან ნიუ-იორკში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი ბი­ლე­თი უყი­და, იმ სა­ბა­ბით, რომ ის თვით­მკვლე­ლო­ბის ზღვარ­ზე იყო და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

ინფლუ­ენ­სერ­მა ასე­ვე და­არ­წმუ­ნა 14 წლის ლე­ტი­ცია, რომ ჩა­სუ­ლი­ყო შტა­ტებ­ში და მას­თან ეცხოვ­რა. სო­ლის თქმით კი, ტო­რეს­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და, რად­გან უსახ­ლკა­რო იყო. ქალ­მა და­არ­წმუ­ნა, რომ მხო­ლოდ ტარო ბა­რა­თე­ბის წა­სა­კი­თხად ქი­რა­ობ­და.

მალე ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ რე­ა­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და და­პი­რე­ბუ­ლი ზღაპ­რის­გან. დე­ზი­რეს თქმით, ტო­რე­სის სახ­ლში გა­დას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ინფლუ­ენ­სერ­მა აი­ძუ­ლა, რომ ად­გი­ლობ­რივ სტრიპ­ტიზ კლუბ­ში ემუ­შა­ვა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­და, ასე­ვე და­ე­მუქ­რა, რომ და­წყევ­ლი­და. ქალს შე­ე­შინ­და და კვი­რა­ში შვი­დი დღე სტრიპ­ტი­ზი­ო­რად მუ­შა­ო­ბას და­თან­ხმდა.

ტო­რე­სის სახ­ლში მცხოვ­რებ ქა­ლებს ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი. ოთა­ხი­დან გას­ვლის­თვის, თუნ­დაც ტუ­ა­ლეტ­ში შეს­ვლი­სას ნე­ბარ­თვა უნდა ეთხო­ვათ. გარ­და ამი­სა, მათ მთე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მფლო­ბე­ლე­ბის­თვის უნდა გა­და­ე­ცათ.

ტო­რე­სი (მარ­ცხნივ) დე­ზი­რეს­თან და ლე­ტი­ცი­ას­თან ერ­თად

სა­ბო­ლო­ოდ სოლ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში კეტ ტო­რე­სის "ინ­სტაგ­რა­მის" პოს­ტებ­ში ჩნდე­ბა ია­რა­ღი, რა­საც მისი ქმა­რი სახ­ლში ინა­ხავ­და. ეს იყო კი­დევ ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა ტყვე­ე­ბის და­სა­მორ­ჩი­ლებ­ლად. ამ დროს ტო­რეს­მა და­ი­წყო დე­ზი­რეს დარ­წმუ­ნე­ბა, რომ პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი­ყო. ია­რა­ღის მუ­ქა­რის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ და­თან­ხმდა.

ტო­რე­სის მიერ და­მო­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თუ ისი­ნი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ მათ­თვის "გა­და­სა­ხა­დად" დად­გე­ნილ ზღვარს, რაც დღე­ში 1000 დო­ლა­რი­დან 3000 დო­ლა­რამ­დე გა­ზარ­და, სახ­ლში ძი­ლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, დე­ზი­რე­სა და ლე­ტი­ცი­ას მე­გობ­რებ­მა და ნა­თე­სა­ვებ­მა და­ი­წყეს კამ­პა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ცდი­ლობ­დნენ გა­ე­გოთ რა­ი­მე მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ. ამ დრო­ის­თვის მათი გა­რეგ­ნო­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, მათი ამოც­ნო­ბა სუ­ლაც არ იყო ად­ვი­ლი.

ანამ, რო­მე­ლიც 2019 წელს კეტ ტო­რეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც გო­გო­ნე­ბის ძებ­ნის შე­სა­ხებ ახა­ლი ამ­ბე­ბი­დან გა­ი­გო, მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ გო­გო­ნე­ბი ტო­რეს­თან იყ­ვნენ. მან სცა­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ თა­ვი­დან არა­ვინ უჯე­რებ­და.

მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბამ ტო­რე­სი შე­ა­ში­ნა და ქა­ლე­ბი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნა ტე­ხა­სი­დან მე­ინ­ში. "ინ­სტაგ­რამ­ზე" გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მელ­შიც დე­ზი­რე და ლე­ტი­ცია უარ­ყოფ­დნენ, რომ ისი­ნი ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ითხოვ­დნენ, რომ შე­წყვი­ტათ მათი ძებ­ნა.

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში პო­ლი­ცი­ამ აი­ძუ­ლა ტო­რე­სი თა­ვის ტყვე­ებ­თან ერ­თად პი­რა­დად მი­სუ­ლი­ყო ფრანკლი­ნის ოლ­ქის შე­რი­ფის ოფის­ში მა­ი­ნის შტატ­ში, რათა მო­ეხ­სნათ ეჭ­ვე­ბი მათი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა დე­ვიდ და­ვოლ­მა, რო­მე­ლიც პი­რა­დად აკი­თხავ­და ტო­რესს, დე­ზი­რეს და ლე­ტი­ცი­ას, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მან და მის­მა კო­ლე­გებ­მა შე­ნიშ­ნეს რამ­დე­ნი­მე გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნი: ქა­ლებს არ ჰქონ­დათ ნდო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ, აშ­კა­რად იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და არ სურ­დათ პა­სუ­ხის გა­ცე­მა კი­თხვებ­ზე ტო­რე­სის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

2022 წლის დე­კემ­ბრის­თვის ორი­ვე ქალი უსაფრ­თხოდ დაბ­რუნ­და ბრა­ზი­ლი­ა­ში.

პო­ლი­ცი­ე­ლის თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის მას­შტა­ბე­ბი იზ­რდე­ბა და ამას ხელს უწყობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, რო­მე­ლიც აად­ვი­ლებს მსხვერ­პლთა პოვ­ნას და ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­დაგს ქმნის მათ მო­სა­ზი­დად.

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში BBC-ის გუნ­დმა სა­სა­მარ­თლოს ნე­ბარ­თვა მო­ი­პო­ვა ცი­ხე­ში მყოფ ტო­რეს­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. ქალი ოთახ­ში ღი­მი­ლით შე­ვი­და. მისი თქმით, უდა­ნა­შა­უ­ლო იყო და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, რომ ამ ქა­ლე­ბი­დან რო­მე­ლი­მე ოდეს­მე მას­თან ცხოვ­რობ­და, ან ვინ­მეს სექს-მუ­შა­ო­ბას აი­ძუ­ლებ­და.

"რო­დე­საც მათ ჩვე­ნე­ბას მო­ვუს­მი­ნე, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი მათი ტყუ­ი­ლის მას­შტა­ბით. იმ­დე­ნი ტყუ­ი­ლია, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში, უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლო გახ­და ჩემ­თვის! გა­ნუ­ცხა­და მან BBC-ს. ხალ­ხი ამ­ბობს, რომ მე "ყალ­ბი გურუ" ვარ. მაგ­რამ ამა­ვე დროს ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ მე სა­ში­ში ვარ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რად­გან ჩემი სი­ტყვე­ბით შე­მიძ­ლია შევ­ცვა­ლო ხალ­ხის აზრი“.

რო­დე­საც ტო­რესს ჟურ­ნა­ლის­ტმა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნა, მისი ტონი შე­იც­ვა­ლა და გა­მო­ცე­მა სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ტო­რე­სი ქმარ­თან ერ­თად

"შენ გა­და­წყვი­ტე გჯე­რო­დეს, რი­სიც გინ­და. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მე ვარ იესო და შენ შე­გიძ­ლია იხი­ლო იესო ან შე­გიძ­ლია და­ი­ნა­ხო ეშ­მა­კი. ეს შენი არ­ჩე­ვა­ნია", - უთხრა მან ჟურ­ნა­ლისტს.

ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში, ბრა­ზი­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ ტო­რესს რვა წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა დე­ზი­რეს საქ­მე­ზე.

სა­ერ­თო ჯამ­ში, 20-ზე მეტ­მა ქალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი მო­ა­ტყუა ან გა­მო­ი­ყე­ნა ტო­რეს­მა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ჯერ კი­დევ გა­დის ფსი­ქო­ლო­გი­ურ თე­რა­პი­ას, რათა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს იმის­გან, რაც გა­და­ი­ტა­ნეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დიკაპრიოსთან რომანიდან ადამიანებით ვაჭრობამდე: ექსმოდელი და ინფლუენსერი კეტ ტორესი ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაშია ბრალდებული

დიკაპრიოსთან რომანიდან ადამიანებით ვაჭრობამდე: ექსმოდელი და ინფლუენსერი კეტ ტორესი ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაშია ბრალდებული

2022 წლის სექტემბერში, აშშ-ში ორი ახალგაზრდა ბრაზილიელი ქალი გაუჩინარდა. მათმა ოჯახებმა და FBI-მ გოგონების ძებნა დაიწყეს. ძიებისას მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ისინი 31 წლის ბრაზილიელ მოდელსა და ინფლუანსერ კეტ ტორესთან ცხოვრობდნენ.

ტორესს მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა ადამიანებით ვაჭრობისა და ტრაფიკინგის ბრალდებით, დანაშაული ჩადენილია ერთი ახალგაზრდა ქალის მიმართ. BBC-ის ინფორმაციით, კეტ ტორესს ბრალდებები მეორე ქალთან დაკავშირებითაც აქვს წაყენებული.

როგორ მოხდა, რომ ყოფილი მოდელი და ინფლუენსერი, რომელიც პრიალა ჟურნალების ყდებს ამშვენებდა და წვეულებებზე ახლდა ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, ქალების სექსუალურ ექსპლუატაციაშია დადანაშაულებული?!

"ჩემთვის ის იმედი იყო“, - წერს ანა თავის "ინსტაგრამის" გვერდზე 2017 წელს, როდესაც პირველად შეხვდა კეტ ტორესს. ანა დაკარგულებს შორის არ ყოფილა, მაგრამ ის ერთ-ერთია, რომელიც ტორესის გავლენის მსხვერპლი აღმოჩნდა. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დაკარგული ქალის ძიებაში.

მას რთული ცხოვრება ჰქონდა, მძიმე ბავშვობის შემდეგ ბრაზილიიდან საცხოვრებლად შტატებში გადავიდა. იმ დროისთვის კეტ ტორესმა გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ჰქონდა განსაკუთრებული სულიერი ძალა, რომელიც მას მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას აძლევდა. ანას თქმით, მას შემდეგ, რაც ტორესი ჟურნალების გარეკანზე ნახა, ასევე ნახა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ თან ახლდა ლეონარდო დიკაპრიოს, ეს ყველაფერი დამაჯერებლად მიიჩნია...

2019 წელს ანა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა კეტ ტორესის ასისტენტად სამუშაოდ

მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ტორესის ისტორია, რომელმაც ასე შთააგონა, სინამდვილეში ნაწილობრივ სიცრუეზე იყო დაფუძნებული.

ტორესი საკუთარ საიტზე მომხმარებლებს ჰპირდებოდა "სიყვარულს, ფულსა და თვითშეფასების ამაღლებას“. თავის ვიდეოებში რჩევებს აძლევდა ურთიერთობების, ჯანმრთელობის, ბიზნესის წარმატებისა და სულიერების შესახებ. მასთან ვიდეო კონსულტაცია 150 დოლარი ღირდა, რისი საშუალებითაც კლიენტებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა.

როგორც გაირკვა, მის რჩევებს ბნელი მხარეც ჰქონდა. ანამ, ამანდამ და ტორესის სხვა ყოფილმა მიმდევრებმა განაცხადეს, რომ რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ ისინი ფსიქოლოგიურ იზოლაციაში ცხოვრობდნენ ოჯახისა და მეგობრებისგან, მზად იყვნენ გაეკეთებინათ, რასაც ტორესი ეტყოდათ.

ლეონარდო დიკაპრიო და კეტ ტორესი

2019 წელს ტორესმა ანა საცხოვრებლად ნიუ-იორკში მიიწვია, რათა მისი ასისტენტი გამხდარიყო. გოგონა დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. ქალი ტორესის შინაური ცხოველების მოსავლელად გადავიდა. ის ასევე ურეცხავდა, სახლს ალაგებდა...

"შოკში ვიყავი, სახლი სულ არეული იყო, თავადაც ძალიან ჭუჭყიანი დადიოდა, ცუდი სუნი ასდიოდა“, - ამბობს ის. ანას თქმით, ტორესი მის გარეშე ელემენტარულ საქმესაც ვერ აკეთებდა, როგორიცაა შხაპის მიღება, ვერ იტანდა მარტო ყოფნას. მოსამსახურე მუდმივად ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რომ სწრაფად შეესრულებინა მისი ნებისმიერი მოთხოვნა. მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა ძილის უფლება, დივანზე, რომელსაც კატის შარდის სუნი ასდიოდა.

ტორესს ინსტაგრამზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა

ანა ამბობს, რომ სამუშაოსთვის ანაზღაურება არასდროს მიუღია. "ვგრძნობდი, რომ იქ სამუდამოდ დავრჩი და გამოსავალი უბრალოდ, არ მქონდა. მე ვიყავი ალბათ მისი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი“, - დასძინა მან. უნივერსიტეტის ბინა ბოსტონში დატოვა, ამიტომ დასაბრუნებელი აღარ ჰქონდა, არც ფული, რომ ბინა ექირავებინა.

კოშმარი სამ თვეს გაგრძელდა და საბოლოოდ, ანა მეგობართან გაიქცა. 2022 წლის სექტემბერში, როდესაც გაიგო, რომ ორი ბრაზილელი ქალი დაიკარგა, მიხვდა, რომ მოქმედების დრო დადგა.

ამ დროისთვის კეტ ტორესი დაქორწინებული იყო 21 წლის ზაკზე, რომელიც კალიფორნიაში გაიცნო. წყვილმა 5-ოთახიანი სახლი იქირავა ტეხასის დედაქალაქ ოსტინის გარეუბანში.

ტორესს უკვე ორი ახალი მსხვერპლი ჰყავდა, დეზირე ფრეიტასი, რომელიც გერმანიიდან გადავიდა მასთან და ლეტიცია მაია, რომელიც ბრაზილიიდან მოხვდა ტორესისა და მისი მეუღლის სახლში. სწორედ მათი გაუჩინარების შემდეგ დაინტესერდა FBI-ს ტორესით. ინფლუენსერს ასევე დაქირავებული ჰყავდა კიდევ ერთი ბრაზილიელი ქალი, სოლი.

BBC-მ შეძლო სულ მცირე, ოთხი სხვა ქალი ეპოვა, რომლებიც ტორესმა კინაღამ დაითანხმა, რომ მის ბინაში გადასულიყვნენ, თუმცა, მათ, საბოლოოდ, უარი თქვეს.

სახლი, სადაც ტორესი ცხოვრობდა

ჩვენებაში დეზირე ამბობს, რომ ტორესმა მას გერმანიიდან ნიუ-იორკში გასამგზავრებელი ბილეთი უყიდა, იმ საბაბით, რომ ის თვითმკვლელობის ზღვარზე იყო და დახმარება სჭირდებოდა.

ინფლუენსერმა ასევე დაარწმუნა 14 წლის ლეტიცია, რომ ჩასულიყო შტატებში და მასთან ეცხოვრა. სოლის თქმით კი, ტორესთან საცხოვრებლად გადავიდა, რადგან უსახლკარო იყო. ქალმა დაარწმუნა, რომ მხოლოდ ტარო ბარათების წასაკითხად ქირაობდა.

მალე ახალგაზრდა ქალებმა აღმოაჩინეს, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავდებოდა დაპირებული ზღაპრისგან. დეზირეს თქმით, ტორესის სახლში გადასვლიდან რამდენიმე კვირაში ინფლუენსერმა აიძულა, რომ ადგილობრივ სტრიპტიზ კლუბში ემუშავა. სხვა შემთხვევაში ფულის დაბრუნებას სთხოვდა, ასევე დაემუქრა, რომ დაწყევლიდა. ქალს შეეშინდა და კვირაში შვიდი დღე სტრიპტიზიორად მუშაობას დათანხმდა.

ტორესის სახლში მცხოვრებ ქალებს ეკრძალებოდათ ერთმანეთთან საუბარი. ოთახიდან გასვლისთვის, თუნდაც ტუალეტში შესვლისას ნებართვა უნდა ეთხოვათ. გარდა ამისა, მათ მთელი შემოსავალი მფლობელებისთვის უნდა გადაეცათ.

ტორესი (მარცხნივ) დეზირესთან და ლეტიციასთან ერთად

საბოლოოდ სოლმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ ამასობაში კეტ ტორესის "ინსტაგრამის" პოსტებში ჩნდება იარაღი, რასაც მისი ქმარი სახლში ინახავდა. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება ტყვეების დასამორჩილებლად. ამ დროს ტორესმა დაიწყო დეზირეს დარწმუნება, რომ პროსტიტუციაში ჩართულიყო. იარაღის მუქარის შემდეგ საბოლოოდ დათანხმდა.

ტორესის მიერ დამონებული ქალები ამბობდნენ, რომ თუ ისინი არ დააკმაყოფილებდნენ მათთვის "გადასახადად" დადგენილ ზღვარს, რაც დღეში 1000 დოლარიდან 3000 დოლარამდე გაზარდა, სახლში ძილის უფლებას არ აძლევდა.

2022 წლის სექტემბერში, დეზირესა და ლეტიციას მეგობრებმა და ნათესავებმა დაიწყეს კამპანია სოციალურ ქსელებში, ცდილობდნენ გაეგოთ რაიმე მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ამ დროისთვის მათი გარეგნობა ძალიან შეიცვალა, მათი ამოცნობა სულაც არ იყო ადვილი.

ანამ, რომელიც 2019 წელს კეტ ტორესთან ერთად ცხოვრობდა, განაცხადა, რომ როდესაც გოგონების ძებნის შესახებ ახალი ამბებიდან გაიგო, მაშინვე მიხვდა, რომ გოგონები ტორესთან იყვნენ. მან სცადა სამართალდამცავებთან დაკავშირება, მაგრამ თავიდან არავინ უჯერებდა.

მედიის ყურადღებამ ტორესი შეაშინა და ქალები სასწრაფოდ გადაიყვანა ტეხასიდან მეინში. "ინსტაგრამზე" გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც დეზირე და ლეტიცია უარყოფდნენ, რომ ისინი ტყვეობაში იმყოფებოდნენ და ითხოვდნენ, რომ შეწყვიტათ მათი ძებნა.

2022 წლის ნოემბერში პოლიციამ აიძულა ტორესი თავის ტყვეებთან ერთად პირადად მისულიყო ფრანკლინის ოლქის შერიფის ოფისში მაინის შტატში, რათა მოეხსნათ ეჭვები მათი მდგომარეობის შესახებ.

გამომძიებელმა დევიდ დავოლმა, რომელიც პირადად აკითხავდა ტორესს, დეზირეს და ლეტიციას, BBC-ს განუცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა შენიშნეს რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშანი: ქალებს არ ჰქონდათ ნდობა სამართალდამცავების მიმართ, აშკარად იზოლირებულები იყვნენ საზოგადოებისგან და არ სურდათ პასუხის გაცემა კითხვებზე ტორესის ნებართვის გარეშე.

2022 წლის დეკემბრისთვის ორივე ქალი უსაფრთხოდ დაბრუნდა ბრაზილიაში.

პოლიციელის თქმით, ადამიანებით ვაჭრობის მასშტაბები იზრდება და ამას ხელს უწყობს სოციალური ქსელები, რომელიც აადვილებს მსხვერპლთა პოვნას და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის მათ მოსაზიდად.

მიმდინარე წლის აპრილში BBC-ის გუნდმა სასამართლოს ნებართვა მოიპოვა ციხეში მყოფ ტორესთან გასაუბრებაზე. ქალი ოთახში ღიმილით შევიდა. მისი თქმით, უდანაშაულო იყო და კატეგორიულად უარყო, რომ ამ ქალებიდან რომელიმე ოდესმე მასთან ცხოვრობდა, ან ვინმეს სექს-მუშაობას აიძულებდა.

"როდესაც მათ ჩვენებას მოვუსმინე, გაოგნებული დავრჩი მათი ტყუილის მასშტაბით. იმდენი ტყუილია, რომ რაღაც მომენტში, უბრალოდ, სასაცილო გახდა ჩემთვის! განუცხადა მან BBC-ს. ხალხი ამბობს, რომ მე "ყალბი გურუ" ვარ. მაგრამ ამავე დროს ისინი აცხადებენ, რომ მე საშიში ვარ საზოგადოებისთვის, რადგან ჩემი სიტყვებით შემიძლია შევცვალო ხალხის აზრი“.

როდესაც ტორესს ჟურნალისტმა მტკიცებულებები წარუდგინა, მისი ტონი შეიცვალა და გამოცემა სიცრუეში დაადანაშაულა.

ტორესი ქმართან ერთად

"შენ გადაწყვიტე გჯეროდეს, რისიც გინდა. შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ იესო და შენ შეგიძლია იხილო იესო ან შეგიძლია დაინახო ეშმაკი. ეს შენი არჩევანია", - უთხრა მან ჟურნალისტს.

ივლისის დასაწყისში, ბრაზილიის სასამართლომ ტორესს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დეზირეს საქმეზე.

საერთო ჯამში, 20-ზე მეტმა ქალმა განაცხადა, რომ ისინი მოატყუა ან გამოიყენა ტორესმა. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ გადის ფსიქოლოგიურ თერაპიას, რათა გამოჯანმრთელდეს იმისგან, რაც გადაიტანეს.

წყარო