მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი კატასტროფა ნეპალში - კატმანდუს აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი (ფოტოები)
უმძიმესი კატასტროფა ნეპალში - კატმანდუს აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი (ფოტოები)

ნე­პალ­ში, კატ­მან­დუს აე­რო­პორ­ტში Saurya Air-ის თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და, რო­მელ­შიც 19 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც Kathmandu Post წერს, 18 მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მათი ცხედ­რე­ბი ავა­რი­ის ად­გილ­ზე იპო­ვეს.

“პი­ლო­ტი გა­და­არ­ჩი­ნეს და მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ. თვრა­მე­ტი ცხე­და­რი იპო­ვეს, მათ შო­რის ერთი უცხო­ე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კატ­მან­დუს პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, დან ბა­ჰა­დურ კარ­კიმ.

თვითმფრი­ნა­ვი საც­დელ ფრე­ნას ას­რუ­ლებ­და. მას­ში Saurya Airline-ის 17 ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ეკი­პა­ჟის ორი წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. კა­ტას­ტრო­ფა ასაფ­რენ ბი­ლიკ­თან ახ­ლოს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 11:00 სა­ათ­ზე მოხ­და. ის ფო­ხა­რა­ში უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო.

ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ში ჩანს, რომ თვითმფრი­ნა­ვი ცე­ცხლში და კვამლშია გახ­ვე­უ­ლი. შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

უმძიმესი კატასტროფა ნეპალში - კატმანდუს აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი (ფოტოები)

უმძიმესი კატასტროფა ნეპალში - კატმანდუს აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი (ფოტოები)

ნეპალში, კატმანდუს აეროპორტში Saurya Air-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 19 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც Kathmandu Post წერს, 18 მათგანი გარდაიცვალა. მათი ცხედრები ავარიის ადგილზე იპოვეს.

“პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, - განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ.

თვითმფრინავი საცდელ ფრენას ასრულებდა. მასში Saurya Airline-ის 17 ტექნიკური თანამშრომელი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. კატასტროფა ასაფრენ ბილიკთან ახლოს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. ის ფოხარაში უნდა გაფრენილიყო.

ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავი ცეცხლში და კვამლშია გახვეული. შემთხვევის შემდეგ ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანები.

წყარო