წიგნი და მუსიკა - ამ სახელწოდებით გამომცემლობა "პალიტრა L” საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საღამოს ამზადებს. 26 ივლისს თანამედროვე ქართველი ავტორები და ანსამბლი "შვიდკაცა“ ლიტერატურისა და მუსიკის მოყვარულებს ქუთაისში, რესტორან "გელათი რეზიდენსში" საოცარ საღამოზე შეხვდებიან.
ღონისძიება "პალიტრა L-ის" ლიტერატურული ტურნეს ფარგლებშია დაგეგმილი. შეხვედრაზე მისული სტუმრები გემრიელი ფურშეტისა და სასმლის თანხლებით საყვარელ თანამედროვე ავტორებს შეხვდებიან. თითოეულ ავტორთან შეხვედრას 1 საათი დაეთმობა. საღამოს განრიგი ასეთია:
ავტორები საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებენ, მკითხველის შეკითხვებს უპასუხებენ, მათთან სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ და ავტოგრაფებსაც დაარიგებენ. შეხვედრა არაფორმალურ ფორმატში ჩატარდება, რაც მკითხველს საყვარელ ავტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.
21:00 საათიდან კი საღამოს ანსამბლი "შვიდკაცა" გააფორმებს მუსიკალურად.
ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: http://short.palitra.ge/860PjuY2
ლიტერატურული ტურნე ქუთაისში გელოდებათ!
(R)