ავტორი:

კლიმატის აქტივისტებმა კიოლნის აერპორტში ასაფრენ ბილიკზე თავი მიიწებეს - გადაიდო და გაუქმდა ათობით ფრენა

კლიმატის აქტივისტებმა კიოლნის აერპორტში ასაფრენ ბილიკზე თავი მიიწებეს - გადაიდო და გაუქმდა ათობით ფრენა

გერმანიის ერთ-ერთმა მთავარმა რეგიონალურმა აეროპორტმა, კიოლნის აეროპორტმა ყველა ფრენა შეაჩერა მას შემდეგ, რაც კლიმატის აქტივისტებმა ასაფრენი ბილიკი გადაკეტეს.

"24 ივლისს, დილით, არაუფლებამოსილმა ადამიანებმა შეაღწიეს აეროდრომზე, რის გამოც ყველა ფრენა გადაიდო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

რამდენიმე შემომავალი ფრენა გადამისამართდა დიუსელდორფის, ნიურნბერგის და ჰანოვერის აეროპორტებში.

კიოლნის აეროპორტიდან კი ათობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა“, - ნათქვამია აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუთი ადამიანი ასაფრენ ბილიკზე განთავსდა, მათ ასფალტზე ხელები დაიწებეს და დაბლოკეს თვითმფრინავების გადაადგილება.

აქტივისტები ითხოვენ, რომ გერმანიამ დატოვოს საერთაშორისო შეთანხმება თავთობის, ქვანახშირისა და გაზის გამოყენების შესახებ.