კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სცენა ჩემსა და ტომს შორის იყო, საწოლში ვარ, ვიცინი და..." - ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან ურთიერთობას იხსენებს
"ეს სცენა ჩემსა და ტომს შორის იყო, საწოლში ვარ, ვიცინი და..." - ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან ურთიერთობას იხსენებს

წლე­ბის წინ ნი­კოლ კიდ­მა­ნი­სა და ტომ კრუ­ზის წყვი­ლი ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ წყვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და. ნი­კო­ლი ყო­ფილ ქმარ­ზე იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს ხოლ­მე, თუმ­ცა ამ­ჯე­რად, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა.

  • მსა­ხი­ობ­მა Los Angeles Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში 1999 წელს გა­მო­სუ­ლი ფილ­მი "ფარ­თოდ და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლე­ბი" გა­იხ­სე­ნა. ფილმში მისი პარტნი­ო­რი ტომ კრუ­ზი იყო.

სტენ­ლი კუბ­რი­კის ფილ­მის გა­და­ღე­ბი­დან 25 წელი გა­ვი­და. რო­დე­საც ნი­კოლს ჰკი­თხეს, პრო­ექ­ტის­თვის რე­ჟი­სო­რი იღებ­და თუ არა შთა­გო­ნე­ბას მათი ქორ­წი­ნე­ბი­დან, მსა­ხი­ობ­მა უპა­სუ­ხა: "ვფიქ­რობ, ის ამას იკ­ვლევ­და".

  • "იყო თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აინ­ტე­რე­სებ­და. ბევრ კი­თხვას სვამ­და. მაგ­რამ ჰქონ­და მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა იმ ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ყვე­ბო­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

კიდ­მან­მა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას ტომ­თან ერ­თად იზი­ა­რებ­და ქა­რა­ვანს.

"მე და ტომი ერთ ქა­რა­ვან­ში ვცხოვ­რობ­დით, რად­გან სტენ­ლი ამ­ბობ­და: “ცალ-ცალ­კე ქა­რა­ვა­ნი ვერ გე­ყო­ლე­ბათ, ჩვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს". - ამ­ბობს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი. ნი­კოლ­მა ისიც გა­იხ­სე­ნა, რომ შეს­ვე­ნე­ბი­სას კრუ­ზი ხში­რად ერ­თო­ბო­და ვი­დეო თა­მა­შე­ბით, რო­გო­რი­ცაა Minesweeper.

  • გარ­და ამი­სა, რო­გორც კიდ­მან­მა თქვა, კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დნენ ერთ სცე­ნას, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ამოჭ­რეს.

"ეს სცე­ნა ჩემ­სა და ტომს შო­რის იყო, სა­წოლ­ში მო­წე­ვას ვი­წყებ, ვი­ცი­ნი და გრძელ მო­ნო­ლოგს ვამ­ბობ. ამის გა­და­ღე­ბას ბევ­რი კვი­რა დას­ჭირ­და. რე­პე­ტი­ცია სა­ძი­ნე­ბელ­ში მი­წევ­და, შემ­დეგ მას (რე­ჟი­სორს) არ მოს­წონ­და, სცე­ნას პრო­ცეს­ში ვცვლი­დით", - ამ­ბობს ნი­კო­ლი.

ნი­კოლ კიდ­მა­ნი და ტომ კრუ­ზი 2001 წელს გან­ქორ­წინ­დნენ. 2006 წელს ნი­კოლ­მა კიტ ურ­ბან­ზე იქორ­წი­ნა.

კრუ­ზი 2006-დან 2012 წლამ­დე კეტი ჰოლმსზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ეს სცენა ჩემსა და ტომს შორის იყო, საწოლში ვარ, ვიცინი და..." - ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან ურთიერთობას იხსენებს

"ეს სცენა ჩემსა და ტომს შორის იყო, საწოლში ვარ, ვიცინი და..." - ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან ურთიერთობას იხსენებს

წლების წინ ნიკოლ კიდმანისა და ტომ კრუზის წყვილი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნეოდა, თუმცა მათი ურთიერთობა დასრულდა. ნიკოლი ყოფილ ქმარზე იშვიათად საუბრობს ხოლმე, თუმცა ამჯერად, გამონაკლისი დაუშვა.

  • მსახიობმა Los Angeles Times-თან ინტერვიუში 1999 წელს გამოსული ფილმი "ფართოდ დახუჭული თვალები" გაიხსენა. ფილმში მისი პარტნიორი ტომ კრუზი იყო.

სტენლი კუბრიკის ფილმის გადაღებიდან 25 წელი გავიდა. როდესაც ნიკოლს ჰკითხეს, პროექტისთვის რეჟისორი იღებდა თუ არა შთაგონებას მათი ქორწინებიდან, მსახიობმა უპასუხა: "ვფიქრობ, ის ამას იკვლევდა".

  • "იყო თემები, რომლებიც აინტერესებდა. ბევრ კითხვას სვამდა. მაგრამ ჰქონდა მკაფიო წარმოდგენა იმ ისტორიაზე, რომელსაც ყვებოდა", - ამბობს მსახიობი.

კიდმანმა ასევე გაიხსენა, რომ ფილმის გადაღებისას ტომთან ერთად იზიარებდა ქარავანს.

"მე და ტომი ერთ ქარავანში ვცხოვრობდით, რადგან სტენლი ამბობდა: “ცალ-ცალკე ქარავანი ვერ გეყოლებათ, ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს". - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი. ნიკოლმა ისიც გაიხსენა, რომ შესვენებისას კრუზი ხშირად ერთობოდა ვიდეო თამაშებით, როგორიცაა Minesweeper.

  • გარდა ამისა, როგორც კიდმანმა თქვა, კვირების განმავლობაში იღებდნენ ერთ სცენას, რომელიც საბოლოოდ ამოჭრეს.

"ეს სცენა ჩემსა და ტომს შორის იყო, საწოლში მოწევას ვიწყებ, ვიცინი და გრძელ მონოლოგს ვამბობ. ამის გადაღებას ბევრი კვირა დასჭირდა. რეპეტიცია საძინებელში მიწევდა, შემდეგ მას (რეჟისორს) არ მოსწონდა, სცენას პროცესში ვცვლიდით", - ამბობს ნიკოლი.

ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი 2001 წელს განქორწინდნენ. 2006 წელს ნიკოლმა კიტ ურბანზე იქორწინა.

კრუზი 2006-დან 2012 წლამდე კეტი ჰოლმსზე იყო დაქორწინებული.

წყარო