კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დღევანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60% - გვჭირდება ლეგიტიმაცია, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი“ - ირაკლი კობახიძე
“დღევანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60% - გვჭირდება ლეგიტიმაცია, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი“ - ირაკლი კობახიძე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, “რამ­დე­ნი­მე ლი­ბე­რა­ლურ-ფა­შის­ტუ­რი თავ­დას­ხმის მი­უ­ხე­და­ვად, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი არ­სე­ბი­თად მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში წა­რი­მარ­თე­ბა“.

“ჩვენ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია უკვე გავ­ხსე­ნით და აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბით 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. დღეს გვაქვს ძა­ლი­ან მყა­რი სა­არ­ჩევ­ნო პო­ზი­ცი­ე­ბი. დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა არის და­ახ­ლო­ე­ბით 60%, თუმ­ცა ეს გა­რე­მო­ე­ბა არ გვაძ­ლევს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და უფ­ლე­ბას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია იმის­თვის, რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ და­ვა­მარ­ცხოთ ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში. სწო­რედ ამას ესა­ჭი­რო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე. იცით, რომ 2012 წელს “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წარ­სულს ჩა­ა­ბა­რა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­წე­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შტრი­ხი იყო. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებ­ში.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს მშვი­დო­ბი­ან და მშვიდ გა­რე­მო­ში. დღემ­დე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა არ­სე­ბი­თად მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში, თუ არ ჩავ­თვლით რამ­დე­ნი­მე ლი­ბე­რა­ლურ -ფა­შის­ტურ თავ­დას­ხმას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე. ასე­თი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ბექა ოდი­შა­რი­ა­ზე, “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­ვის­ტის, პა­პაშ­ვი­ლის მიერ. ასე­ვე, ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს და­ეს­ხა თავს “ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი “ენ­ჯე­ოს“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩხო­ბა­ძე. დაჩი ბე­რა­ი­ას და­ეს­ხა თავს ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი მიმ­დე­ვა­რი ანა­ნია, რო­მელ­მაც, რო­გორც გა­ვი­გე, პრე­ზერ­ვა­ტი­ვებ­ზე ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნე­ბის გა­მო­სახ­ვით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის ამ აქ­ტებს აქ­ტი­უ­რად უჭერ­დნენ მხარს და ტი­რა­ჟი­რებ­დნენ კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ კუთ­ვნი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, ყვე­ლა მათი პარ­ტია ერ­თად 30% -საც ვერ აგ­რო­ვებს, ისი­ნი ორ­მა­გად არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ მო­ა­წყონ ასე­თი ტი­პის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან შექ­მნან აგ­რე­სი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, თუმ­ცა ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნებ­მა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­როს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის, ომის პარ­ტი­ა­სა და მშვი­დო­ბის პარ­ტი­ას შო­რის.

“26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს ფარ­თოდ და­აკ­ვირ­დე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბი, მათ გა­ეგ­ზავ­ნათ შე­სა­ბა­მი­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოწ­ვე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, ამომ­რჩევ­ლე­ბის 90 პრო­ცენტზე მეტი რე­გის­ტრა­ცი­ას გა­ივ­ლის და ხმას მის­ცემს ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ით­ვლე­ბა შე­დე­გე­ბი, ხარ­ვე­ზე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში. 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ წარ­დგე­ბა არ­სე­ბი­თად ორი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი, ეს არის კო­ლექ­ტი­უ­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ პარ­ტი­ას აერ­თი­ა­ნებს და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის, ომის პარ­ტი­ა­სა და მშვი­დო­ბის პარ­ტი­ას შო­რის, ლი­ბე­რა­ლურ ფა­შიზმსა და ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო ბნელ წარ­სულ­სა და ნა­თელ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს შო­რის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით მე­ცხრედ გა­ი­მარ­ჯვებს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­თე­ლი, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

“დღევანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60% - გვჭირდება ლეგიტიმაცია, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი“ - ირაკლი კობახიძე

“დღევანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60% - გვჭირდება ლეგიტიმაცია, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი“ - ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, “რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი არსებითად მშვიდ ვითარებაში წარიმართება“.

“ჩვენ საარჩევნო კამპანია უკვე გავხსენით და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. დღევანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და უფლებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე. იცით, რომ 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. “ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ -ფაშისტურ თავდასხმას “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. ასეთი თავდასხმა განხორციელდა ბექა ოდიშარიაზე, “ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, პაპაშვილის მიერ. ასევე, ჯანდაცვის მინისტრს დაესხა თავს “ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ერთ-ერთი “ენჯეოს“ წარმომადგენელი ჩხობაძე. დაჩი ბერაიას დაესხა თავს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი ანანია, რომელმაც, როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით გაითქვა სახელი. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს და ტირაჟირებდნენ კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როცა კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, ყველა მათი პარტია ერთად 30% -საც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებულები, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები, ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის.

“26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა ხელისუფლების მხრიდან. პირველად ისტორიაში, ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება შედეგები, ხარვეზები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საარჩევნო პროცესში. 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი, ეს არის კოლექტიური “ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს და “ქართული ოცნება“.

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველო ბნელ წარსულსა და ნათელ ევროპულ მომავალს შორის. დარწმუნებულები ვართ, ხალხის მხარდაჭერით მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი“, - აღნიშნა პრემიერმა.