ავტორი:

დათის, რომელიც ამჟამად აშშ-ში მკურნალობს, კვლავ ჩვენი დახმარება სჭირდება - "დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას"

დათის, რომელიც ამჟამად აშშ-ში მკურნალობს, კვლავ ჩვენი დახმარება სჭირდება - "დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას"

დათი ქოქრაშვილი, რომელსაც მძიმე ავარიის შემდეგ მთელი საქართველო გულშემატკივრობს, კვლავ საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ოჯახის ახლობელი ამის თაობაზე სოციალურ ქსელსი წერს:

"მეგობრებო და მსოფლიოში ქართველო ემიგრანტებო! კიდევ ერთხელ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავერთიანდეთ დათიკოსთვის. ყველამ ვიცით, პატარა დათიკო დედ-მამასთან ერთად იმყოფება ამერიკაში, სადაც აგრძელებს მკურნალობას. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას. დათიკოს უტარდება რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ტარდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი დაგეგმილია 9 აგვისტოს. ამერიკაში მკურნალობა, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხარჯია და გთხოვთ ვისაც რა შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავუდგეთ ოჯახს. მათთვის 1 ლარიც მნიშვნელოვანია".

  • GE90BG0000000101545483 - საქართველოს ბანკი - მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი
  • GE05TB7962745064300024 - თი-ბი-სი - მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი