პარტნიორები:
    ავტორი:

    ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულები

    ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშავებულები

    მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

    როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია