მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ დავით ქაცარავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ დავით ქაცარავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

"ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი, და­ვით ქა­ცა­რა­ვა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს, სა­სა­მარ­თლომ ორი მუხ­ლი­დან ერ­თში სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, კობა ჩა­გუ­ნა­ვამ მი­ი­ღო. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ვით ქა­ცა­რა­ვას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 2000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

კობა ჩა­გუ­ნა­ვამ და­ვით ქა­ცა­რა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ზე, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს, სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბი­სა და და­უ­დას­ტუ­რებ­ლო­ბის გამო შე­წყვი­ტა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე - 173-ე მუხლს, რაც პო­ლი­ცი­ე­ლი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, ის მო­სა­მარ­თლემ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო. მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვას გან­მარ­ტე­ბით, მას კად­რე­ბი ნა­ნა­ხი აქვს და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის ეტაპ­ზე თა­ვად და­ვით ქა­ცა­რა­ვას­გა­ნაც მოს­მე­ნი­ლი აქვს, რომ სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ეუბ­ნე­ბო­და, რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. მო­სა­მარ­თლის თქმით, პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ასე­თი მი­მარ­თვა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია.

კობა ჩა­გუ­ნა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ვით ქა­ცა­რა­ვას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა ორი წლის ვა­დით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას არ დას­წრე­ბია თა­ვად და­ვით ქა­ცა­რა­ვა.

ქა­ცა­რა­ვას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რაც პო­ლი­ცი­ე­ლი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ამას­თან, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ქა­ცა­რა­ვას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი აქვს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სასამართლომ დავით ქაცარავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ დავით ქაცარავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი, დავით ქაცარავა, რომელიც პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ორი მუხლიდან ერთში სამართალდამრღვევად ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

კობა ჩაგუნავამ დავით ქაცარავას წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სამართალწარმოება მტკიცებულების არარსებობისა და დაუდასტურებლობის გამო შეწყვიტა.

რაც შეეხება მეორე - 173-ე მუხლს, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, მას კადრები ნანახი აქვს და ახსნა-განმარტების ეტაპზე თავად დავით ქაცარავასგანაც მოსმენილი აქვს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. მოსამართლის თქმით, პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ისტორიის დაცვას ემსახურებიან, ასეთი მიმართვა შეურაცხმყოფელია.

კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა ორი წლის ვადით. გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია თავად დავით ქაცარავა.

ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებული კანონდარღვევის ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ამასთან, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

ასევე იხილეთ: