პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მიზანი იყო ტერორისტული აქტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ“ - დავით მათიკაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ
“მიზანი იყო ტერორისტული აქტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ“ - დავით მათიკაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ

“მე­ექ­ვსე დღეა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი­თა და შეთ­ქმუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას ეხე­ბა - საქ­მის ფი­გუ­რან­ტებს, მათ ად­ვო­კა­ტებ­სა და რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას მხო­ლოდ მე­ექ­ვსე დღეს წა­მოს­ცდა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა შეთ­ქმუ­ლე­ბას­თან ერ­თად, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის მი­ზა­ნიც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის, მათ შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გახ­ლავთ!“ - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მა­თი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, “მარ­ცხის­თვის გან­წი­რუ­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი - მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლი­სა და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე“.

მა­თი­კაშ­ვი­ლის თქმით, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­სა და მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მზაკ­ვრულ გეგ­მა­ში იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ გამ­ხდა­რი­ყო ცნო­ბი­ლი, რომ სუს-ში გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს მათ გა­მო­ძი­ე­ბის მე­ექ­ვსე დღეს წა­მოს­ცდათ“.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლი­თაც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის და პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბა დას­ტურ­დე­ბა, მა­თი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის წი­აღ­შია და კი­თხვას გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს პა­სუხს“.

“უკვე მე­ექ­ვსე დღეა, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბი­თა და შეთ­ქმუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მუხ­ლე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სო და პა­სუ­ხგა­სა­ცე­მია, რომ ამ პე­რი­ოდ­ში გა­მო­კი­თხულ­თა შო­რის არა­ვის - არც საქ­მის ფი­გუ­რან­ტებს და არც ად­ვო­კა­ტებს არ გა­უ­სა­ჯა­რო­ე­ბი­ათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ საქ­მე ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პირ­ვე­ლი­ვე დღეს, რო­დე­საც ისი­ნი გა­მო­ი­კი­თხნენ, მათ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რედ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ეს ოპო­ზი­ცი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა, ად­ვო­კა­ტებ­მა და ფი­გუ­რან­ტებ­მა არ გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­მა­ლეს. მე­ექ­ვსე დღეს მათ ეს წა­მოს­ცდათ ან მო­უ­წი­ათ იმის აღი­ა­რე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა შეთ­ქმუ­ლე­ბას­თან ერ­თად, სწო­რედ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტით მომ­ზა­დე­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის მი­ზა­ნიც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის - მათ შო­რის პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გახ­ლავთ.

რა­ტომ დას­ჭირ­და რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას ამ სა­კი­თხის და­მალ­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­გა­ცხა­დე­ბა?! - რა იყო ამ ყვე­ლაფ­რის და­მალ­ვის მი­ზე­ზი?! გა­მო­ძი­ე­ბა ექ­ვსი დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამას რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, საქ­მის ფი­გუ­რან­ტე­ბი და მათი ად­ვო­კა­ტე­ბი მა­ლავ­დნენ!“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით მა­თი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

“მიზანი იყო ტერორისტული აქტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ“ - დავით მათიკაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ

“მიზანი იყო ტერორისტული აქტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ“ - დავით მათიკაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ

“მეექვსე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ტერორისტული აქტითა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალებას ეხება - საქმის ფიგურანტებს, მათ ადვოკატებსა და რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ მეექვსე დღეს წამოსცდა, რომ გამოძიება შეთქმულებასთან ერთად, ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ტერორისტული აქტის “ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელება გახლავთ!“ - ამის შესახებ პარლამენტში, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, “მარცხისთვის განწირული რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი - მათ შორის კრიმინალისა და ტერორისტული აქტების მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებაზე“.

მათიკაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მზაკვრულ გეგმაში იყო, რომ საზოგადოებისთვის არ გამხდარიყო ცნობილი, რომ სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და ეს მათ გამოძიების მეექვსე დღეს წამოსცდათ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მტკიცებულებები არსებობს, რომლითაც “ქართული ოცნების“ ლიდერების და პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება დასტურდება, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ “ყველა მტკიცებულება და საქმის გარემოებები გამოძიების წიაღშია და კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს“.

“უკვე მეექვსე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებითა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით. საინტერესო და პასუხგასაცემია, რომ ამ პერიოდში გამოკითხულთა შორის არავის - არც საქმის ფიგურანტებს და არც ადვოკატებს არ გაუსაჯაროებიათ ინფორმაცია, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

პირველივე დღეს, როდესაც ისინი გამოიკითხნენ, მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ გამოძიება სწორედ ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ ეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიებმა, ადვოკატებმა და ფიგურანტებმა არ გაასაჯაროვეს და საზოგადოებას დაუმალეს. მეექვსე დღეს მათ ეს წამოსცდათ ან მოუწიათ იმის აღიარება, რომ გამოძიება შეთქმულებასთან ერთად, სწორედ ტერორისტული აქტით მომზადების მუხლით მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ტერორისტული აქტის “ქართული ოცნების“ ლიდერების - მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელება გახლავთ.

რატომ დასჭირდა რადიკალურ ოპოზიციას ამ საკითხის დამალვა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის არგაცხადება?! - რა იყო ამ ყველაფრის დამალვის მიზეზი?! გამოძიება ექვსი დღეა მიმდინარეობს და ამას რადიკალური ოპოზიცია, საქმის ფიგურანტები და მათი ადვოკატები მალავდნენ!“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.