საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე... ჩემი ვაჟი მოკლეს..." - ილონ მასკის მორიგი განცხადებები ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელსაც მამის სახელის გაგონებაც აღარ სურს
"მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე...  ჩემი ვაჟი მოკლეს..." - ილონ მასკის მორიგი განცხადებები ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელსაც მამის სახელის გაგონებაც აღარ სურს

ილონ მას­კის თქმით, იმის­თვის, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი ტრანსგენ­დერ ქა­ლად ქცე­უ­ლი­ყო, მას მო­ტყუ­ე­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს თან­ხმო­ბა შვი­ლის მიერ სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ბლო­კა­ტო­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რის შემ­დეგ მას­კის ვაჟ­მა, ქსა­ვი­ერ­მა სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ახლა ის ვი­ვი­ან ჯენა უილ­სო­ნია.

Tesla-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტორს დიდი ხა­ნია, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­ვის 20 წლის ტრანსგენ­დერ ქა­ლიშ­ვილ­თან, თუმ­ცა ეს თა­ვი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის გამო იყო... მასკს შვი­ლის­თვის "კო­მუ­ნის­ტიც" კი უწო­დე­ბია, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ "ყვე­ლა მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ბო­რო­ტია".

foxnews.com - ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მასკმა მისი შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­ი­ლაშ­ქრა და მომ­ხდა­რი მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ "ბო­რო­ტე­ბად" მო­იხ­სე­ნია.

"მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­მა­ტყუ­ეს, როცა ქსა­ვი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც დო­კუ­მენ­ტებ­ზე ხელი მო­მა­წე­რი­ნეს", - თქვა მან.

"ეს მა­ნამ­დე მოხ­და, ვიდ­რე რა­ი­მეს გა­ვი­აზ­რებ­დი, თან კო­ვი­დიც გვქონ­და, ასე რომ, ბევ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა იყო... მი­თხრეს, რომ თუ ქსა­ვი­ე­რი ამას არ გა­ა­კე­თებს, მან შე­იძ­ლე­ბა თავი მო­იკ­ლა­სო", - და­ა­მა­ტა მასკმა.

"არ ამიხ­სნეს, რომ პუ­ბერ­ტა­ტის ბლო­კა­ტო­რე­ბი (წამ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ ჰორ­მო­ნე­ბის წარ­მოქ­მნას უშ­ლის ხელს, რა­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გა­დის) სი­ნამ­დვი­ლე­ში, უბ­რა­ლოდ, სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის წამ­ლე­ბია...

დიახ, ეს იყო ტყუ­ი­ლი, ბო­რო­ტე­ბით სავ­სე ტყუ­ი­ლი და ვინც ამას აკე­თებს, ცი­ხე­ში უნდა აღ­მოჩ­ნდეს“, - გა­ნა­ცხა­და ილონ მასკმა.

"მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შვი­ლი დავ­კარ­გე. ამ პრო­ცესს დედ­ნე­ი­მინ­გი ტყუ­ი­ლად არ ჰქვია. ჩემი ვაჟი მოკ­ლეს, ის "გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი გო­ნე­ბის ვირუს­მა“ მოკ­ლა“, - ამ­ბობს ილონ მას­კი.

სხვა მი­ლი­არ­დე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მასკს აქამ­დე არ და­უ­ხარ­ჯავს დიდი თან­ხე­ბი პო­ლი­ტი­კურ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­ზე, თუმ­ცა ადრე მხარს, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლებს, ისე - დე­მოკ­რა­ტებს უჭერ­და. ბოლო წლებ­ში, რო­გორც ჩანს, უფრო რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის­კენ გა­და­ი­ხა­რა.

მასკმა ჟურ­ნა­ლისტს უთხრა, რომ მისი პო­ზი­ცი­ის ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბით.

"და­ვი­ფი­ცე, რომ ამის შემ­დეგ მე­ინ­სტრი­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ვირუსს გა­ვა­ნად­გუ­რებ­დი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გვაქვს", - თქვა მან.

18 წლის ქსა­ვი­ერ მასკმა ქა­მინგ-აუთი 2022 წლის ივ­ნის­ში გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად მან სა­ხე­ლი ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე გა­და­ვი­და.

"არ მსურს ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას­თან რამე სა­ერ­თო მქონ­დეს, გა­რეგ­ნო­ბით ან ფორ­მით“, - გა­ნა­ცხა­და ვი­ვი­ან­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ლი­არ­დე­რი "ზო­გა­დად მშვი­დად" იყო გან­წყო­ბი­ლი შვი­ლის სქე­სის შეც­ვლის მი­მართ, შემ­დეგ ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა...

ვი­ვი­ა­ნი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან - გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნის შვი­ლია. სწო­რედ დე­დის გვა­რი აიღო ვი­ვი­ან­მა გვა­რის შეც­ვლის შემ­დეგ.

მას­კის ყვე­ლა შვი­ლი უკი­დუ­რე­სად ძვი­რა­დღი­რე­ბულ Crossroads K-12 სკო­ლა­ში, სან­ტა-მო­ნი­კა­ში და­დი­ო­და, სა­დაც სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი $50,000-მდე აღ­წევს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან ვი­ვი­ა­ნი­სა და მისი და-ძმე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა, რო­გორც ჩანს, ის შვი­ლე­ბის­გან საკ­მა­ოდ დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლია... გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი კი ცხად­ყოფს, რომ მას­კის შვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სის­გან და­ე­მა­ლა - 16 წლის ასაკ­ში ვი­ვი­ან­მა დე­ი­და­მისს გა­უმ­ხი­ლა, რომ ის ტრანსგენ­დე­რი იყო, მაგ­რამ სთხო­ვა, მისი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ მა­მა­მი­სის­თვის არა­ფე­რი ეთ­ქვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მასკმა თა­ვის ბი­ოგ­რაფს უთხრა, რომ მისი მცდე­ლო­ბე­ბი ვი­ვი­ა­ნის გუ­ლის მო­სა­გე­ბად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ბევ­რი მცდე­ლო­ბა მქონ­და, მაგ­რამ მას ჩემ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა არ სურს", - აღ­ნიშ­ნა მასკმა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე... ჩემი ვაჟი მოკლეს..." - ილონ მასკის მორიგი განცხადებები ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელსაც მამის სახელის გაგონებაც აღარ სურს

"მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე...  ჩემი ვაჟი მოკლეს..." - ილონ მასკის მორიგი განცხადებები ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელსაც მამის სახელის გაგონებაც აღარ სურს

ილონ მასკის თქმით, იმისთვის, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი ტრანსგენდერ ქალად ქცეულიყო, მას მოტყუებით მიაცემინეს თანხმობა შვილის მიერ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღებაზე, რის შემდეგ მასკის ვაჟმა, ქსავიერმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ის ვივიან ჯენა უილსონია.

Tesla-ს გენერალური დირექტორს დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვს თავის 20 წლის ტრანსგენდერ ქალიშვილთან, თუმცა ეს თავიდან პოლიტიკური უთანხმოების გამო იყო... მასკს შვილისთვის "კომუნისტიც" კი უწოდებია, რადგან ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ "ყველა მდიდარი ადამიანი ბოროტია".

foxnews.com - ისთვის მიცემულ ინტერვიუში მასკმა მისი შვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ყველაზე მძაფრად გაილაშქრა და მომხდარი მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ "ბოროტებად" მოიხსენია.

"მე, ფაქტობრივად, მომატყუეს, როცა ქსავიერთან დაკავშირებით რაღაც დოკუმენტებზე ხელი მომაწერინეს", - თქვა მან.

"ეს მანამდე მოხდა, ვიდრე რაიმეს გავიაზრებდი, თან კოვიდიც გვქონდა, ასე რომ, ბევრი გაურკვევლობა იყო... მითხრეს, რომ თუ ქსავიერი ამას არ გააკეთებს, მან შეიძლება თავი მოიკლასო", - დაამატა მასკმა.

"არ ამიხსნეს, რომ პუბერტატის ბლოკატორები (წამლები, რომლებიც იმ ჰორმონების წარმოქმნას უშლის ხელს, რასაც ადამიანის ორგანიზმი გარდატეხის ასაკში გადის) სინამდვილეში, უბრალოდ, სტერილიზაციის წამლებია...

დიახ, ეს იყო ტყუილი, ბოროტებით სავსე ტყუილი და ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა აღმოჩნდეს“, - განაცხადა ილონ მასკმა.

"მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე. ამ პროცესს დედნეიმინგი ტყუილად არ ჰქვია. ჩემი ვაჟი მოკლეს, ის "გაღვიძებული გონების ვირუსმა“ მოკლა“, - ამბობს ილონ მასკი.

სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით, მასკს აქამდე არ დაუხარჯავს დიდი თანხები პოლიტიკურ შემოწირულობებზე, თუმცა ადრე მხარს, როგორც რესპუბლიკელებს, ისე - დემოკრატებს უჭერდა. ბოლო წლებში, როგორც ჩანს, უფრო რესპუბლიკელებისკენ გადაიხარა.

მასკმა ჟურნალისტს უთხრა, რომ მისი პოზიციის ცვლილება გამოწვეული იყო შვილთან დაკავშირებული პროცესებით.

"დავიფიცე, რომ ამის შემდეგ მეინსტრიმული აზროვნების ვირუსს გავანადგურებდი. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გვაქვს", - თქვა მან.

18 წლის ქსავიერ მასკმა ქამინგ-აუთი 2022 წლის ივნისში გააკეთა. პარალელურად მან სახელი ქსავიერი ვივიანად შეცვალა და დედის გვარზე გადავიდა.

"არ მსურს ჩემს ბიოლოგიურ მამასთან რამე საერთო მქონდეს, გარეგნობით ან ფორმით“, - განაცხადა ვივიანმა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მილიარდერი "ზოგადად მშვიდად" იყო განწყობილი შვილის სქესის შეცვლის მიმართ, შემდეგ ის მკაცრად გააკრიტიკა...

ვივიანი ტყუპისცალ ძმასთან - გრიფინთან ერთად 2004 წელს, კალიფორნიაში დაიბადა, ის მასკისა და მისი პირველი ცოლის, ჯასტინის შვილია. სწორედ დედის გვარი აიღო ვივიანმა გვარის შეცვლის შემდეგ.

მასკის ყველა შვილი უკიდურესად ძვირადღირებულ Crossroads K-12 სკოლაში, სანტა-მონიკაში დადიოდა, სადაც სწავლის წლიური საფასური $50,000-მდე აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ მან ვივიანისა და მისი და-ძმების განათლებაზე ასობით ათასი დოლარი დახარჯა, როგორც ჩანს, ის შვილებისგან საკმაოდ დისტანცირებულია... გასაჯაროებული ტექსტური შეტყობინებები კი ცხადყოფს, რომ მასკის შვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, თავისი გენდერული იდენტობა მამამისისგან დაემალა - 16 წლის ასაკში ვივიანმა დეიდამისს გაუმხილა, რომ ის ტრანსგენდერი იყო, მაგრამ სთხოვა, მისი გენდერული იდენტობის შესახებ მამამისისთვის არაფერი ეთქვა.

მოგვიანებით, მასკმა თავის ბიოგრაფს უთხრა, რომ მისი მცდელობები ვივიანის გულის მოსაგებად წარუმატებელი აღმოჩნდა.

"ბევრი მცდელობა მქონდა, მაგრამ მას ჩემთან დროის გატარება არ სურს", - აღნიშნა მასკმა.

წყარო