ავტორი:

“ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი, განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს საკუთარი აზრის გამოთქმა!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანის შესახებ

“ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი, განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს საკუთარი აზრის გამოთქმა!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანის შესახებ

მუსიკოსი და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანს მხარდაჭერას უცხადებს.

“ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!

არ მიაქციო, გიორგი, ყურადღება არავის! წარმატებები შენს საქმეში და მოხარული ვარ სადაც გხედავ! ბევრი გიორგი გველესიანი საქართველოს! გულწრფელი, განათლებული, მიზანდასახული და სწორაზროვანი!“ - წერს ზურა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, geo team - ის გადაცემაში გიორგი გველესიანმა განაცხადა:

“ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა, ჩემი აზრი მალე შეიცვალოს... ” - განაცხადა გველესიანმა.

გველესიანის ამ კომენტარს საზოგადოების ნაწილის დიდი კრიტიკა მოჰყვა.

ასევე იხილეთ: