ავტორი:

"გვინახავს რუსეთის ჩარევა არჩევნებში, მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი" - მეთიუ მილერი

"გვინახავს რუსეთის ჩარევა არჩევნებში, მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი" - მეთიუ მილერი

"მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მცდელობებს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდება.

"ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.