ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი უკვე დაუბრუნდა ესპანეთს და "ლევანტეს" - კლუბს, სადაც თამაშობს.
"ჩვენი ჯარისკაცი დაბრუნდა სრული ძალებით!", - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ გვერდზე, "ფეისბუქში" - რა თქმა უნდა, პოსტი ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული, რასაც ბოლო დროს გვერდის ადმინისტრატორმა, ხავიმ შეგვაჩვია.
ცოტა ხნის წინ კი ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ხავისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა - "ჩვენ აქ ვართ". სავარაუდოდ, მალე ისინი ათასობით გულშემატკივარს ინტერვიუს შესთავაზებენ.
ამავე ფოტოს Geo Team ავრცელებს წარწერით - "ქოჩორამ ხავი საქეიფოდ წაიყვანა", პოსტის კომენტარებში კი გიორგი ქოჩორაშვილი კიდევ ერთ ფოტოს გვიზიარებს, სადაც ხავის ქართულ სუფრასთან ვხედავთ: