სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც ბოლო ადგილას გავიდა... ღირსება არ გააჩნია!“ - ირაკლი ზარქუა
“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც ბოლო ადგილას გავიდა... ღირსება არ გააჩნია!“ - ირაკლი ზარქუა

ირაკ­ლი ზარ­ქუა - “ჩემ­თვის შოლ­ცი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია! ბოლო ად­გი­ლას გა­ვი­და, ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რი გა­დად­გე­ბო­და! ღირ­სე­ბა არ გა­აჩ­ნია! - მე­ო­რე მაკ­რო­ნი!

“ჩემ­თვის შოლ­ცი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია! - როცა მე მო­რალს შოლ­ცი წა­მი­კი­თხავს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ად­გი­ლას გა­ვი­და, ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რი გა­დად­გე­ბო­და და წა­ვი­დო­და! ღირ­სე­ბა არ გა­აჩ­ნია! მე­ო­რე, საფ­რან­გე­თის ის რომ არის - მაკ­რო­ნი! ბიჭო, სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა არ გენ­დო­ბა, გა­მო­დი­ხარ და ამ უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის და კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნას ეუბ­ნე­ბი, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გა­და­უხ­ვი­ე­თო!“ - ეს გან­ცხა­დე­ბა გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის ლი­დე­რე­ბის მი­სა­მარ­თით მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ა­კე­თა.

ზარ­ქუ­ას აზ­რით, ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ორ­მაგ სტან­დარტს აქვს ად­გი­ლი.

"ჩვენ­თვის პრობ­ლე­მას კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ წარ­მო­ად­გენს. ჩვენ ვი­თხოვთ, კრი­ტი­კა იყოს ობი­ექ­ტუ­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი და კონ­კრე­ტულ არ­გუ­მენ­ტებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მო­მი­წო­დებ და მე­უბ­ნე­ბი, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ მი­ვი­ღო, რად­გან ეს კა­ნო­ნი არის რუ­სუ­ლი, ეს უსა­მარ­თლო­ბაა. რო­დე­საც საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე პა­ლა­ტა გა­ცი­ლე­ბით მკაცრ კა­ნონს იღებ, ამა­ზე შენ ხმას არ იღებ, ისე­ვე რო­გორც მსგავს კა­ნონს იღებს ეს­პა­ნე­თი, კა­ნა­და, თურ­ქე­თი და ხმას არ იღე­ბენ, ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტია და მი­უ­ღე­ბე­ლია.

ამ ორ სტან­დარტს მათ შო­რის ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი ეტყვის უარს. ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ უკვე უარი უთხრა - ჩემ­თვის შოლ­ცი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია. როცა მო­რალს მე შოლ­ცი წა­მი­კი­თხავს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, პარ­ტი­ა­ში ბოლო ად­გი­ლას გა­ვი­და, ღირ­სე­უ­ლი ლი­დე­რი გა­დად­გე­ბო­და და წა­ვი­დო­და. ღირ­სე­ბა არ გა­აჩ­ნია!

მე­ო­რე, საფ­რან­გე­თის ის რომ არის - მაკ­რო­ნი! ბიჭო, სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა არ გენ­დო­ბა, სა­კუ­თარ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ უარი გი­თხრა და რომ გა­მო­დი­ხარ და ამ უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის, კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა­სა და ერს ეუბ­ნე­ბი, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გა­და­უხ­ვი­ე­თო... არას­წორ რელ­სებ­ზე ხარ­თო.... ორი მოს­მე­ნით სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო - შე­იძ­ლე­ბა მაკ­რონ­საც უმა­ლა­ვენ ამ თე­მას?! რა­ტომ არ დაგ­მე?! რა­ტომ არის იქ გამჭვირ­ვა­ლო­ბა მი­სა­ღე­ბი და ჩვენ­თან მი­უ­ღე­ბე­ლი?! შე­გიძ­ლია ახ­სნა? - სა­კუ­თარ ხალ­ხს ვერ აუხ­სე­ნი, როცა არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გე და ჩვენ რას აგ­ვიხ­სნი!

უსა­მარ­თლო­ბას არ გა­ვუ­ტა­რებთ, ვინც არ უნდა იყოს და რა ლი­დე­რიც არ უნდა იყოს. ვინც ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩემს ხალ­ხს, კულ­ტუ­რას, ჩემს მიდ­გო­მებს არას­წო­რად შე­ე­ხე­ბა... ჩვენ ვართ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი და ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბიც. ჩვენ ვი­ცავ­დით ქრის­ტი­ა­ნო­ბას, რო­მე­ლიც არის სა­წყი­სი და ყოვ­ლის მომ­ცვე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რი­თაც თქვენ დღეს ამა­ყობთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც ბოლო ადგილას გავიდა... ღირსება არ გააჩნია!“ - ირაკლი ზარქუა

“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც ბოლო ადგილას გავიდა... ღირსება არ გააჩნია!“ - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა - “ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა! ღირსება არ გააჩნია! - მეორე მაკრონი!

“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! - როცა მე მორალს შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ქვეყანას ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო!“ - ეს განცხადება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მისამართით მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას აზრით, ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

"ჩვენთვის პრობლემას კრიტიკული განცხადებები არ წარმოადგენს. ჩვენ ვითხოვთ, კრიტიკა იყოს ობიექტური, სამართლიანი და კონკრეტულ არგუმენტებზე დამყარებული. მომიწოდებ და მეუბნები, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ მივიღო, რადგან ეს კანონი არის რუსული, ეს უსამართლობაა. როდესაც საფრანგეთის პირველი და მეორე პალატა გაცილებით მკაცრ კანონს იღებ, ამაზე შენ ხმას არ იღებ, ისევე როგორც მსგავს კანონს იღებს ესპანეთი, კანადა, თურქეთი და ხმას არ იღებენ, ეს ორმაგი სტანდარტია და მიუღებელია.

ამ ორ სტანდარტს მათ შორის ამერიკელი ხალხი ეტყვის უარს. ცენტრალურ ევროპაში მოსახლეობამ უკვე უარი უთხრა - ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია. როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!

მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, საკუთარმა მოსახლეობამ უარი გითხრა და რომ გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის, კულტურის ქვეყანასა და ერს ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო... არასწორ რელსებზე ხართო.... ორი მოსმენით საკუთარი ქვეყნის პარლამენტმა მიიღო - შეიძლება მაკრონსაც უმალავენ ამ თემას?! რატომ არ დაგმე?! რატომ არის იქ გამჭვირვალობა მისაღები და ჩვენთან მიუღებელი?! შეგიძლია ახსნა? - საკუთარ ხალხს ვერ აუხსენი, როცა არჩევნები წააგე და ჩვენ რას აგვიხსნი!

უსამართლობას არ გავუტარებთ, ვინც არ უნდა იყოს და რა ლიდერიც არ უნდა იყოს. ვინც ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, კულტურას, ჩემს მიდგომებს არასწორად შეეხება... ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მატარებლები და ერთ-ერთი დამფუძნებლებიც. ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას, რომელიც არის საწყისი და ყოვლის მომცველი ღირებულებები, რითაც თქვენ დღეს ამაყობთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.