მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება" - კობახიძე
"ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება" - კობახიძე

ტრამ­პის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა­ში ომი უფრო მალე დას­რულ­დე­ბა, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში დას­რულ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნი უფრო მალე დამ­შვიდ­დე­ბა და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვლე­ბა. იქ­ნე­ბა მეტი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, თუ რა შე­იც­ვლე­ბა დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

  • ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, თუ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა რე­გი­ონ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვლე­ბა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვე­რა­ვის არ­ჩევ­ნებ­ში ვერ ჩა­ვე­რე­ვით, მი­თუ­მე­ტეს ამ­ხე­ლა ქვეყ­ნის, აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ჩა­ვე­რე­ვით. ეს არ არის ჩვე­ნი საქ­მე. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ტრამ­პი თუ გა­ი­მარ­ჯვებს არ­ჩევ­ნებ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ომი უფრო მალე დას­რულ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მალე დამ­შვიდ­დე­ბა ჩვე­ნი რე­გი­ო­ნი, რაც შეც­ვლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თაც. თუ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა რე­გი­ონ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვლე­ბა. ეს არის ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ით­ქვას. და­ნარ­ჩე­ნი არის ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი. ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ვინ იქ­ნე­ბა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ას ტრამ­პის მი­მართ რი­ტო­რი­კა შეც­ვლი­ლი აქვს.

"ოპო­ზი­ცია არა მხო­ლოდ აკ­რი­ტი­კებ­და ტრამპს, გახ­სოვთ, რო­გო­რი უხე­ში, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ტერ­მი­ნე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ამე­რი­კის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს. დღეს მათი რი­ტო­რი­კა შე­იც­ვა­ლა იმის გამო, რომ მათი გათ­ვლე­ბით, ტრამ­პი დიდი ალ­ბა­თო­ბით იგებს არ­ჩევ­ნებს. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რა­ვინ ვერ და­ი­ვი­წყებს იმ უხეშ რი­ტო­რი­კას, რო­მელ­საც ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებ­დნენ.

გა­ვი­მე­ო­რებ, ტრამ­პის მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა­ში ომი უფრო მალე დას­რულ­დე­ბა, ვიდ­რე სხვა შემ­თხვე­ვა­ში დას­რულ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნი უფრო მალე დამ­შვიდ­დე­ბა და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­იც­ვლე­ბა. იქ­ნე­ბა მეტი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც 2022 წლის ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლოს არ მი­ე­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და იმ დროს, რო­დე­საც მი­ე­ნი­ჭა მა­გა­ლი­თად, დსთ-ს წევრ მოლ­დო­ვას, ეს იყო, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან უხე­ში უსა­მარ­თლო­ბა. ასე­თი უსა­მარ­თლო­ბე­ბი, მგო­ნია, რომ აღარ მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა მალე დამ­შვიდ­დე­ბა“, -გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება" - კობახიძე

"ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება" - კობახიძე

ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა. შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა შეიცვლება დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში.

  • ირაკლი კობახიძის თქმით, თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით. ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციას ტრამპის მიმართ რიტორიკა შეცვლილი აქვს.

"ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ, როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით, ტრამპი დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს. თუმცა, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იყენებდნენ.

გავიმეორებ, ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა. შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. მაგალითად, როდესაც 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და იმ დროს, როდესაც მიენიჭა მაგალითად, დსთ-ს წევრ მოლდოვას, ეს იყო, რა თქმა უნდა, ძალიან უხეში უსამართლობა. ასეთი უსამართლობები, მგონია, რომ აღარ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, -განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: