საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც, მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს“ - უნიკალური აღმოჩენა პეტრას ციხეში (ფოტოები)
“ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც, მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს“ - უნიკალური აღმოჩენა პეტრას ციხეში (ფოტოები)

“ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი მო­ზა­ი­კით გამ­დიდ­რდა. აჭა­რა­ში, პეტ­რას ცი­ხის სა­ე­პის­კო­პო­სო ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კის ფი­ლე­ბი“ , - ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს გოგა ჩა­ნა­დი­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ფო­ტო­რა­ფი წერს, არ­სე­ბულ არ­ტე­ფაქ­ტებს თავ­და­პირ­ვე­ლად 1960- იან წლებ­ში მი­აკ­ვლი­ეს, თუმ­ცა დიდი ხნით ად­გი­ლი და­ი­ლუ­ქა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­ულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თეს - მო­ზა­ი­კის ახა­ლი ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მე-5-მე-6 სა­უ­კუ­ნის ნა­მუ­შევ­რად მი­იჩ­ნე­ვა.

“თავ­და­პირ­ვე­ლად, ნა­მუ­შე­ვარს არას­რუ­ლი სა­ხით 1960-იან წლებ­ში მი­აკ­ვლი­ეს, მას­ზე მუ­შა­ო­ბა კი შე­სა­ბა­მი­სი დრო­ის­თვის გა­და­დეს და მი­წით და­ხუ­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, აღ­მო­ჩე­ნა რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ გახ­სნეს და მისი გაწ­მენ­და და­ი­წყეს. ამო­ვი­და სრუ­ლი­ად ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ფრაგ­მენ­ტიც.

სა­მუ­შა­ო­ებს აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გა­მო­სა­ხუ­ლია ვაზი და გაწ­მენ­დის შემ­დეგ უკვე კარ­გად იკი­თხე­ბა.

სა­ა­გენ­ტო მო­ზა­ი­კას პეტ­რას ცი­ხის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტანს და ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ნახ­ვა.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ მე-5-მე-6 სა­უ­კუ­ნის მო­ზა­ი­კაა და ჰგავს ბიჭ­ვინ­თურს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, რად­გან ფი­ლე­ბად არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მო­ტა­ნი­ლია გა­რე­დან და არა ად­გილ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, ეს ტაძ­რის შე­სა­წი­რიც ყო­ფი­ლი­ყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ მო­ზა­ი­კად მიჩ­ნე­უ­ლია ძა­ლი­სის ნა­ქა­ლა­ქა­რის, კერ­ძოდ, აბა­ნოს მო­ზა­ი­კა“, - წერს ჩა­ნა­დი­რი.

  • გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუ­ზე­უმ­ში მალე შე­ეძ­ლე­ბა ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ჭრა­ქის ხილ­ვა

“ჭრა­ქი, სულ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნაა გო­ნი­ოს ცი­ხე­ში. მალე აქვე, მუ­ზე­უმ­ში ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ნახ­ვა“, - აქ­ვეყ­ნებს ფო­ტოს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

“ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც, მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს“ - უნიკალური აღმოჩენა პეტრას ციხეში (ფოტოები)

“ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც, მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს“ - უნიკალური აღმოჩენა პეტრას ციხეში (ფოტოები)

“ქართული კულტურული მემკვიდრეობა უძველესი მოზაიკით გამდიდრდა. აჭარაში, პეტრას ციხის საეპისკოპოსო ტაძრის საკურთხეველში აღმოჩენილია იატაკზე დაგებული მოზაიკის ფილები“ , - ინფორმაციას და ფოტოებს გოგა ჩანადირი ავრცელებს.

როგორც ფოტორაფი წერს, არსებულ არტეფაქტებს თავდაპირველად 1960- იან წლებში მიაკვლიეს, თუმცა დიდი ხნით ადგილი დაილუქა. რამდენიმე დღის წინ კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტებმა და პოლონეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა საოცარი აღმოჩენები გააკეთეს - მოზაიკის ახალი ფრაგმენტი, რომელიც მე-5-მე-6 საუკუნის ნამუშევრად მიიჩნევა.

“თავდაპირველად, ნამუშევარს არასრული სახით 1960-იან წლებში მიაკვლიეს, მასზე მუშაობა კი შესაბამისი დროისთვის გადადეს და მიწით დახურეს. საბოლოოდ, აღმოჩენა რამდენიმე დღის წინათ გახსნეს და მისი გაწმენდა დაიწყეს. ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც.

სამუშაოებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტები და პოლონეთიდან მოწვეული ექსპერტი ახორციელებენ. გამოსახულია ვაზი და გაწმენდის შემდეგ უკვე კარგად იკითხება.

სააგენტო მოზაიკას პეტრას ციხის მუზეუმში გადაიტანს და ყველას შეეძლება ნახვა.

მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს. სპეციალისტთა აზრით, რადგან ფილებად არის შესრულებული, მოტანილია გარედან და არა ადგილზეა დამზადებული. შესაძლოა, ეს ტაძრის შესაწირიც ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ უძველეს ქართულ მოზაიკად მიჩნეულია ძალისის ნაქალაქარის, კერძოდ, აბანოს მოზაიკა“, - წერს ჩანადირი.

  • გარდა ამისა, საზოგადოებას მუზეუმში მალე შეეძლება ახლად აღმოჩენილი ჭრაქის ხილვა

“ჭრაქი, სულ ახალი აღმოჩენაა გონიოს ციხეში. მალე აქვე, მუზეუმში ყველას შეეძლება ნახვა“, - აქვეყნებს ფოტოს გოგა ჩანადირი.