პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი" - ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპზე
"მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი" - ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპზე

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი, ეს მათი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი. მაგ­რამ ეს ასე­ვე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას იქო­ნი­ებს მთელ მსოფ­ლი­ო­ზე, ვი­ნა­ი­დან, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც აშშ-ის პირ­ვე­ლი პირი მი­ი­ღებს, ბევ­რი ერის და ქვეყ­ნის ბედი იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ილ­ჰამ ალი­ევ­მა, შუ­შის მე­ო­რე გლო­ბა­ლურ მე­დი­ა­ფო­რუმ­ზე გა­ნა­ცხა­და.

ალი­ევ­მა უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, ვის გა­მარ­ჯვე­ბას ისურ­ვებ­და აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლოს სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბა, თუმ­ცა, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დო­ნალდ ტრამ­პის გზავ­ნი­ლე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას არ ყო­ფი­ლა ომე­ბი. ალი­ევ­მა ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა ტრამ­პის პო­ზი­ცი­ებს ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც არ მაძ­ლევს უფ­ლე­ბას, პირ­და­პირ ვუ­პა­სუ­ხო თქვენს შე­კი­თხვას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­მაჩ­ნია, თქვე­ნი კი­თხვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად რი­ტო­რი­კუ­ლია. ჩვენ ერ­თმა­ნეთს არა­ერ­თი ათწლე­უ­ლია ვიც­ნობთ და ვფიქ­რობ, მშვე­ნივ­რად იცით, ვის მი­ვა­ნი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას და ვფიქ­რობ, არა­მარ­ტო მე აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ვი­ნა­ი­დან, რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ვუ­ყუ­რებთ ჩვე­ნი პრიზ­მი­დან. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­ზი­სი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა გა­აჟ­ღე­რა კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვფიქ­რობ არის ის, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბი­სას არ ყო­ფი­ლა ომი. მის დროს აშშ-ს არ და­უ­წყია ომი, არ ყო­ფი­ლა კო­რეა, იუ­გოს­ლა­ვია, ავ­ღა­ნე­თი, ლი­ბია, ერა­ყი, სი­რია და ა.შ. ამ პე­რი­ოდ­ში ეს არ ყო­ფი­ლა და მგო­ნია, ამას დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ვე­კი­დოთ. მე­ო­რე თე­ზი­სი, რო­მე­ლიც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად შტა­ტე­ბის­თვის და იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის რომ­ლე­ბიც აშშ-ის პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნის ქვეშ არი­ან, ეს არის მკა­ფიო პო­ზი­ცია ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ვფიქ­რობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ამ პო­ზი­ცი­ას არა­თუ იზი­ა­რებს, არა­მედ აქ­ტი­უ­რად პრო­პა­გან­დი­რებს და ეწე­ვა მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას პრაქ­ტი­კა­ში", - გა­ნა­ცხა­და ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი" - ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპზე

"მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი" - ილჰამ ალიევი დონალდ ტრამპზე

"გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკელი ხალხი, ეს მათი პრეზიდენტი იქნება არჩეული. მაგრამ ეს ასევე დიდ მნიშვნელობას იქონიებს მთელ მსოფლიოზე, ვინაიდან, გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც აშშ-ის პირველი პირი მიიღებს, ბევრი ერის და ქვეყნის ბედი იქნება დამოკიდებული", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შუშის მეორე გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

ალიევმა უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირ დაასახელოს სასურველი კანდიდატის ვინაობა, თუმცა, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პრეზიდენტობისას არ ყოფილა ომები. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის პოზიციებს ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით.

"არსებობს პოლიტიკური კულტურა, რომელიც არ მაძლევს უფლებას, პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, თქვენი კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია. ჩვენ ერთმანეთს არაერთი ათწლეულია ვიცნობთ და ვფიქრობ, მშვენივრად იცით, ვის მივანიჭებდი უპირატესობას და ვფიქრობ, არამარტო მე აზერბაიჯანში, ვინაიდან, რაც შეგვეხება ჩვენ, ამ სიტუაციას ვუყურებთ ჩვენი პრიზმიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეზისი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა კამპანიის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვფიქრობ არის ის, რომ მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი, არ ყოფილა კორეა, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, ერაყი, სირია და ა.შ. ამ პერიოდში ეს არ ყოფილა და მგონია, ამას დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. მეორე თეზისი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, თავად შტატებისთვის და იმ ქვეყნებისთვის რომლებიც აშშ-ის პირდაპირი გავლენის ქვეშ არიან, ეს არის მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე და ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელი მოსახლეობის ამ პოზიციას არათუ იზიარებს, არამედ აქტიურად პროპაგანდირებს და ეწევა მის რეალიზაციას პრაქტიკაში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.