პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ" - შოლცი
"გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ" - შოლცი

გერ­მა­ნი­ის ის­ტო­რი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ უკ­რა­ი­ნის მხა­რეს უნდა ვი­ყოთ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტ­ლე­რის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მე-80 წლის­თავ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს გა­ნა­ცხა­და.

  • "ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გერ­მა­ნი­ის­თვის ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მხო­ლოდ ერთი ად­გი­ლი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს: უკ­რა­ი­ნის მხა­რეს. 2024 წელს არ შეგ­ვიძ­ლია ამ 20 ივ­ლი­სის აღ­ნიშ­ვნა უკ­რა­ი­ნის მა­მაც მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ფიქ­რის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც ორ წელ­ზე მე­ტია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ რუ­სულ აგ­რე­სი­ულ ომს“, - გა­ნა­ცხა­და შოლცმა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­ზე სა­უბ­რი­სას გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ომი, „რომ­ლი­თაც რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ღიად მის­დე­ვენ უკ­რა­ი­ნის და­პყრო­ბი­სა და მისი, რო­გორც სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზანს - მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბი­დან 79 წლის შემ­დეგ და გა­ე­როს ქარ­ტი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან 79 წლის შემ­დეგ“.

შოლცმა ცალ­კე გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში ყუ­რა­დღე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

„დე­მოკ­რა­ტია და­მო­კი­დე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მათი ერ­თმა­ნე­თი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და ყვე­ლა ფორ­მის მი­ზანტრო­პი­ი­სა და ექ­სტრე­მიზ­მთან და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე. ისი­ნი, ვინც ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან, ყო­ველ­თვის შეხ­ვდე­ბი­ან ჩვენს მტკი­ცე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და შოლცმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ" - შოლცი

"გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ" - შოლცი

გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

  • "ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრესიულ ომს“, - განაცხადა შოლცმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს ომი, „რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელები ღიად მისდევენ უკრაინის დაპყრობისა და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურების მიზანს - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წლის შემდეგ და გაეროს ქარტიის ძალაში შესვლიდან 79 წლის შემდეგ“.

შოლცმა ცალკე გერმანიის მოქალაქეებს დემოკრატიის დაცვის საკითხებში ყურადღებისკენ მოუწოდა.

„დემოკრატია დამოკიდებულია მოქალაქეების მონაწილეობაზე, მათი ერთმანეთისადმი პატივისცემით დამოკიდებულებაზე და ყველა ფორმის მიზანტროპიისა და ექსტრემიზმთან დაპირისპირებაზე. ისინი, ვინც ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვიან, ყოველთვის შეხვდებიან ჩვენს მტკიცე წინააღმდეგობას”, - განაცხადა შოლცმა.