ავტორი:

"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლში" 77 ნომრით აღარ ითამაშებს" - რას უკავშირდება ფეხბურთელის გადაწყვეტილება: Corriere dello Sport-ი "კვარაზე" წერს

"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლში" 77 ნომრით აღარ ითამაშებს" - რას უკავშირდება ფეხბურთელის გადაწყვეტილება: Corriere dello Sport-ი "კვარაზე" წერს

"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონში 7 ნომრიან მაისურს მოირგებს" - ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, აქამდე "კვარა" "ნაპოლიში" 77 ნომრიან მაისურს ირგებდა.

  • გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხვიჩამ მისი საფეხბურთო კერპების, გუტისა და კრიშტიანო რონალდოს გამო მიიღო.

ბოლოს, "ნაპოლიში" 7 ნომრიანი მაისურით ელიფ ელმასი ასპარეზობდა, რომელმაც კლუბი გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და "ლაიფციგში" გადავიდა.