მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევერესტის "სიკვდილის ზონაში" წლების წინ გაყინული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს
ევერესტის "სიკვდილის ზონაში" წლების წინ გაყინული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

ევე­რეს­ტის მყინ­ვარ­თა დნო­ბას­თან ერ­თად, დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­დის მრა­ვა­ლი წლის წინ ჩა­მარ­ხუ­ლი სხვა­დას­ხვა ნაშ­თე­ბი. ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო კი ის არის, რომ ექ­სპე­დი­ცი­ა­თა ოპე­რა­ტო­რე­ბი პო­უ­ლო­ბენ წლე­ბის წინ მთა­ზე ას­ვლის მსურ­ველ­თა ცხედ­რებს.

  • 1990-იანი წლე­ბი­დან ევე­რეს­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბის ბუმი და­ი­წყო. ასო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის ეს მცდე­ლო­ბა სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა და გზა­ში და­ი­ღუ­პა. უმე­ტე­სი მათ­გა­ნის გვა­მი დღემ­დე თოვლსა და ყი­ნუ­ლებ­შია ჩა­მარ­ხუ­ლი. თუმ­ცა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად დნე­ბა მყინ­ვა­რე­ბი, რის შე­დე­გა­დაც, გა­მოჩ­ნდა მრა­ვა­ლი ცხე­და­რი.

ბევრ ადა­მი­ანს არ შე­უძ­ლია მთებ­ში და­ღუ­პუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის ცხედ­რე­ბის პოვ­ნა. ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა უარს ამ­ბობს "სიკ­ვდი­ლის ზო­ნა­ში" ძებ­ნის პრო­ცე­სის და­წყე­ბა­ზე, რად­გან ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია.

ნე­პა­ლის მთამ­სვლელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ანგ შე­რინგ შერ­პას გან­ცხა­დე­ბით, მათ ბარ­ში ჩა­მო­აქვთ ბოლო წლებ­ში და­ღუ­პულ ადა­მი­ან­თა ნეშ­ტე­ბი, მაგ­რამ დიდი ხნის წინ და­ღუ­პულ ალ­პი­ნის­ტთა ცხედ­რე­ბი მხო­ლოდ ახლა იწყებს დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მოს­ვლას.

სამ­ხედ­რო­ებს ამ წელს ხუთი მი­ლი­ო­ნი რუპი (37,400 აშშ დო­ლა­რი; 29,000 ფუნ­ტი) გა­მო­ე­ყოთ თი­თო­ე­უ­ლი ცხედ­რის გა­მო­სა­ტა­ნად. სხე­უ­ლის 8000 მეტ­რი­დან ჩა­მო­სა­ტა­ნად თორ­მე­ტი ადა­მი­ა­ნია სა­ჭი­რო, თი­თო­ე­ულს სჭირ­დე­ბა ჟანგბა­დის ოთხი ცი­ლინ­დრი. ერთი ცი­ლინ­დრი 400 დო­ლარ­ზე მეტი ღირს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მხო­ლოდ ჟანგბა­დის­თვის სა­ჭი­როა 20 000 დო­ლა­რი. დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ქა­რიც - სიკ­ვდი­ლის ზო­ნა­ში ქა­რის სიჩ­ქა­რე ხში­რად აღე­მა­ტე­ბა 100 კმ/სთ-ს.

ოთხი­ვე მთამ­სვლე­ლის ცხე­და­რი იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, რო­გორც და­ი­ღუპ­ნენ. მთამ­სვლე­ლებს კი­დუ­რე­ბი ჰქონ­დათ გა­ყი­ნუ­ლი, რაც მათ გა­და­ად­გი­ლე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდი­და.

ნე­პა­ლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აცხა­დებს, რომ ყვე­ლა სხე­უ­ლი უნდა დარ­ჩეს სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში - ნე­ბის­მი­ერ­მა და­ზი­ა­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ჯა­რი­მე­ბა. 24 სა­ა­თი დას­ჭირ­და ჩეხი მთამ­სვლე­ლის ცხედ­რის მი­ტა­ნას უახ­ლო­ეს ბა­ნა­კამ­დე.

  • იდენ­ტი­ფი­კა­ცია

ოთხი ცხე­და­რი ამ დრომ­დე კატ­მან­დუს სა­ა­ვად­მყო­ფო­შია შე­ნა­ხუ­ლი. ჩეხი ალ­პი­ნის­ტის მი­ლან სედ­ლა­ჩე­კი­სა და ამე­რი­კე­ლი მთამ­სვლე­ლის რო­ნალდ იარ­ვუ­დის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მათი პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი - ისი­ნი 2017 წელს და­ი­ღუპ­ნენ.

და­ნარ­ჩე­ნი ორი ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. სა­მაშ­ვე­ლო გუნ­დის აზ­რით, ყვე­ლა ცხე­და­რი უცხო­ე­ლებს ეკუთ­ვნის, მაგ­რამ მთავ­რო­ბა ამას არ ადას­ტუ­რებს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა, მათ დაკ­რძალ­ვა­ზე მთავ­რო­ბა იზ­რუ­ნებს.

წყა­რო: BBC

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ევერესტის "სიკვდილის ზონაში" წლების წინ გაყინული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

ევერესტის "სიკვდილის ზონაში" წლების წინ გაყინული მთამსვლელების ცხედრები იპოვეს

ევერესტის მყინვართა დნობასთან ერთად, დღის სინათლეზე გამოდის მრავალი წლის წინ ჩამარხული სხვადასხვა ნაშთები. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ექსპედიციათა ოპერატორები პოულობენ წლების წინ მთაზე ასვლის მსურველთა ცხედრებს.

  • 1990-იანი წლებიდან ევერესტის მონახულების ბუმი დაიწყო. ასობით ადამიანისთვის ეს მცდელობა საბედისწერო აღმოჩნდა და გზაში დაიღუპა. უმეტესი მათგანის გვამი დღემდე თოვლსა და ყინულებშია ჩამარხული. თუმცა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად დნება მყინვარები, რის შედეგადაც, გამოჩნდა მრავალი ცხედარი.

ბევრ ადამიანს არ შეუძლია მთებში დაღუპული ნათესავების ცხედრების პოვნა. ფინანსური სახსრების არსებობის შემთხვევაშიც კი, კერძო კომპანიების უმეტესობა უარს ამბობს "სიკვდილის ზონაში" ძებნის პროცესის დაწყებაზე, რადგან ეს ძალიან საშიშია.

ნეპალის მთამსვლელთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, ანგ შერინგ შერპას განცხადებით, მათ ბარში ჩამოაქვთ ბოლო წლებში დაღუპულ ადამიანთა ნეშტები, მაგრამ დიდი ხნის წინ დაღუპულ ალპინისტთა ცხედრები მხოლოდ ახლა იწყებს დღის სინათლეზე გამოსვლას.

სამხედროებს ამ წელს ხუთი მილიონი რუპი (37,400 აშშ დოლარი; 29,000 ფუნტი) გამოეყოთ თითოეული ცხედრის გამოსატანად. სხეულის 8000 მეტრიდან ჩამოსატანად თორმეტი ადამიანია საჭირო, თითოეულს სჭირდება ჟანგბადის ოთხი ცილინდრი. ერთი ცილინდრი 400 დოლარზე მეტი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ჟანგბადისთვის საჭიროა 20 000 დოლარი. დიდ პრობლემას წარმოადგენს ქარიც - სიკვდილის ზონაში ქარის სიჩქარე ხშირად აღემატება 100 კმ/სთ-ს.

ოთხივე მთამსვლელის ცხედარი იმავე მდგომარეობაში იპოვეს, როგორც დაიღუპნენ. მთამსვლელებს კიდურები ჰქონდათ გაყინული, რაც მათ გადაადგილებას შეუძლებელს ხდიდა.

ნეპალის კანონმდებლობა აცხადებს, რომ ყველა სხეული უნდა დარჩეს საუკეთესო მდგომარეობაში - ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება. 24 საათი დასჭირდა ჩეხი მთამსვლელის ცხედრის მიტანას უახლოეს ბანაკამდე.

  • იდენტიფიკაცია

ოთხი ცხედარი ამ დრომდე კატმანდუს საავადმყოფოშია შენახული. ჩეხი ალპინისტის მილან სედლაჩეკისა და ამერიკელი მთამსვლელის რონალდ იარვუდის იდენტიფიცირება მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით გახდა შესაძლებელი - ისინი 2017 წელს დაიღუპნენ.

დანარჩენი ორი ცხედრის იდენტიფიცირების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. სამაშველო გუნდის აზრით, ყველა ცხედარი უცხოელებს ეკუთვნის, მაგრამ მთავრობა ამას არ ადასტურებს.

იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილების ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, მათ დაკრძალვაზე მთავრობა იზრუნებს.

წყარო: BBC