ეროვნული ვალუტის კურსი ზედიზედ მესამე კვირაა გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს.
15 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი 1,57 თეთრით გამყარდა. ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, რომლის კურსმა 2.9582 ლარი შეადგინა. ძველი კურსი 2.9696 ლარი იყო. ცვლილება 1,14 თეთრი იყო.
16 ივლისს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება განაგრძო, როცა 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6952 ლარი გახდა. ცვლილებამ 1,65 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9378 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 2 თეთრზე მეტით გამყარდა.
17 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6975 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი მცირედით - 0,23 თეთრით გაუფასურდა. ევროს კურსმა 2.9492 ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ლარი ევროსთან მიმართებით 1 თეთრზე მეტით გაუფასურდა.
18 ივლისს ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6953 ლარი შეადგინა. კურსის ცვლილბა 0,22 თეთრი იყო...წაიკითხეთ ასევე