პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში - ამბავი საბჭოთა საქართველოდან: "ალბათ, რაიმე კუბურ სიმღერას მამღერებდნენ"
რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში - ამბავი საბჭოთა საქართველოდან: "ალბათ, რაიმე კუბურ სიმღერას მამღერებდნენ"

AMBEBI.GEს არ­ქი­ვი არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტო­სა თუ ტექ­სტუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა ინა­ხავს. ახლა ერთ-ერთი ფო­ტოს ის­ტო­რი­ას გა­ვიხ­სე­ნებთ. მას­ზე აღ­ბეჭ­დი­ლე­ბი არი­ან - ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი, (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის მდი­ვა­ნი) ფი­დელ კას­ტროს (კუ­ბის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რი) და ქარ­თვე­ლი მეღ­ვი­ნე პეტ­რე სო­ხა­ძე.

  • ცნო­ბი­ლია, რომ ფი­დელ კას­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს 1963 წელს ნი­კი­ტა ხრუშ­ჩოვ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა, რა­საც ცენ­ტრა­ლურ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი ფო­ტო­ე­ბიც ადას­ტუ­რებს. ერთ-ერ­თზე, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, პეტ­რე სო­ხა­ძე­ცაა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, რო­გორც გა­ირ­კვა, ის მომ­ღე­რალ ირმა სო­ხა­ძის ბა­ბუა გახ­ლდათ.

რო­გორ მოხ­ვდნენ ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი და ფი­დელ კას­ტრო პეტ­რე სო­ხა­ძეს­თან, ამას წლე­ბის წინ, ირმა სო­ხა­ძე AMBEBI.GE-სთან ასე იხ­სე­ნებ­და:

"ბა­ბუ­ა­ჩე­მი ცნო­ბი­ლი მეღ­ვი­ნე, სამ­ტრეს­ტის მმარ­თვე­ლი იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ნაშ­რო­მე­ბი აქვს. მუდ­მი­ვად ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­და. ამას­თან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიღ­მის საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტო­რიც იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა დღეს აღარ არ­სე­ბობს, მის ად­გი­ლას სახ­ლე­ბი აშენ­და და ხალ­ხი ცხოვ­რობს, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე, მგო­ნი, დე­და­მი­წა­ზე სა­მო­თხის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო, ნამ­დვი­ლი ედე­მის ბაღი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, მჟა­ვა­ნა­ძის დროს და მე­რეც (პა­ტა­რა გოგო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს) სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც კი ჩა­მო­დი­ო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ბა­ბუ­ა­ჩე­მის სტუ­მა­რი ხდე­ბო­და. იქ ბა­ბუ­ას ხე­ლით ბევ­რი რამ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვე­ნა­ხი ჰქონ­და, რაც კი ყუ­რძე­ნი არ­სე­ბობს, თით­ქმის ყვე­ლა ჯიშს ახა­რებ­და...

თან, კარ­გი თა­მა­დაც იყო, მჭევ­რმე­ტყვე­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და. იმ­დრო­ინ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც მღე­რო­და, ყვე­ლა მისი მე­გო­ბა­რი იყო და ამი­ტო­მაც მას­თან მუდ­მი­ვად სა­ო­ცა­რი სუფ­რე­ბი იშ­ლე­ბო­და. მეც სკამ­ზე და­მა­ყე­ნებ­დნენ და მამ­ღე­რებ­დნენ... ახლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­პა­ტიო სტუმ­რებს, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, კარ­გად მახ­სოვს ხრუშ­ჩო­ვის ბა­ბუ­ას­თან სტუმ­რო­ბა და ჩემი მას­თან შეხ­ვედ­რაც.

ფი­დელ კას­ტროს გა­რე­შე იქ არას­დროს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ კას­ტროს ყოფ­ნის ეპი­ზოდს ვერ ვიხ­სე­ნებ, ისევ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი... მე ალ­ბათ, აუ­ცი­ლებ­ლად რა­ი­მე კუ­ბურ სიმ­ღე­რას მამ­ღე­რებ­დნენ... გა­მორ­ჩე­უ­ლი და კარ­გი ბა­ბუა მყავ­და, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, მშრო­მე­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, - ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ. კი, მის შე­სა­ხებ ბევ­რი კარ­გი ამ­ბა­ვი ვიცი და მახ­სოვს... 1968 წელს რომ გარ­და­იც­ვა­ლა, 12 წლის ვი­ყა­ვი და მე­ხი­ვით იყო ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი... ასე რომ, კარ­გად მახ­სოვს ხრუშ­ჩო­ვის სტუმ­რო­ბა ბა­ბუ­ას­თან... გული მწყდე­ბა, რომ კას­ტროს­თან ფოტო არ მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში - ამბავი საბჭოთა საქართველოდან: "ალბათ, რაიმე კუბურ სიმღერას მამღერებდნენ"

რატომ ესტუმრა ფიდელ კასტრო ირმა სოხაძის ბაბუას საქართველოში - ამბავი საბჭოთა საქართველოდან: "ალბათ, რაიმე კუბურ სიმღერას მამღერებდნენ"

AMBEBI.GEს არქივი არაერთი ისტორიული ფოტოსა თუ ტექსტუალური მასალა ინახავს. ახლა ერთ-ერთი ფოტოს ისტორიას გავიხსენებთ. მასზე აღბეჭდილები არიან - ნიკიტა ხრუშჩოვი, (საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი) ფიდელ კასტროს (კუბის ექსპრეზიდენტი და რევოლუციის ლიდერი) და ქართველი მეღვინე პეტრე სოხაძე.

  • ცნობილია, რომ ფიდელ კასტრო საქართველოს 1963 წელს ნიკიტა ხრუშჩოვთან ერთად ესტუმრა, რასაც ცენტრალურ არქივში დაცული ფოტოებიც ადასტურებს. ერთ-ერთზე, როგორც აღვნიშნეთ, პეტრე სოხაძეცაა გადაღებული, რომელიც, როგორც გაირკვა, ის მომღერალ ირმა სოხაძის ბაბუა გახლდათ.

როგორ მოხვდნენ ნიკიტა ხრუშჩოვი და ფიდელ კასტრო პეტრე სოხაძესთან, ამას წლების წინ, ირმა სოხაძე AMBEBI.GE-სთან ასე იხსენებდა:

"ბაბუაჩემი ცნობილი მეღვინე, სამტრესტის მმართველი იყო, წლების განმავლობაში მეღვინეობაში სერიოზული ნაშრომები აქვს. მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებდა. ამასთან, წლების განმავლობაში დიღმის საცდელი მეურნეობის დირექტორიც იყო. სამწუხაროდ, ეს საცდელი მეურნეობა დღეს აღარ არსებობს, მის ადგილას სახლები აშენდა და ხალხი ცხოვრობს, თუმცა თავის დროზე, მგონი, დედამიწაზე სამოთხის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ნამდვილი ედემის ბაღი. ალბათ ამიტომაც, მჟავანაძის დროს და მერეც (პატარა გოგო ვიყავი, მაგრამ მახსოვს) საქართველოში ვინც კი ჩამოდიოდა, აუცილებლად ბაბუაჩემის სტუმარი ხდებოდა. იქ ბაბუას ხელით ბევრი რამ იყო გაკეთებული, არაჩვეულებრივი ვენახი ჰქონდა, რაც კი ყურძენი არსებობს, თითქმის ყველა ჯიშს ახარებდა...

თან, კარგი თამადაც იყო, მჭევრმეტყველი, სიმპათიური და არაჩვეულებრივად მღეროდა. იმდროინდელ საქართველოში ვინც მღეროდა, ყველა მისი მეგობარი იყო და ამიტომაც მასთან მუდმივად საოცარი სუფრები იშლებოდა. მეც სკამზე დამაყენებდნენ და მამღერებდნენ... ახლა რაც შეეხება საპატიო სტუმრებს, - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, კარგად მახსოვს ხრუშჩოვის ბაბუასთან სტუმრობა და ჩემი მასთან შეხვედრაც.

ფიდელ კასტროს გარეშე იქ არასდროს ყოფილა, მაგრამ კასტროს ყოფნის ეპიზოდს ვერ ვიხსენებ, ისევ იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი... მე ალბათ, აუცილებლად რაიმე კუბურ სიმღერას მამღერებდნენ... გამორჩეული და კარგი ბაბუა მყავდა, დასამახსოვრებელი ადამიანი, მშრომელი, ქარიზმატული, - ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილიშვილი ვარ. კი, მის შესახებ ბევრი კარგი ამბავი ვიცი და მახსოვს... 1968 წელს რომ გარდაიცვალა, 12 წლის ვიყავი და მეხივით იყო ეს საშინელი ამბავი... ასე რომ, კარგად მახსოვს ხრუშჩოვის სტუმრობა ბაბუასთან... გული მწყდება, რომ კასტროსთან ფოტო არ მაქვს გადაღებული“.