პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის, მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას - არა" - ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს
"შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის,  მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას - არა" - ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რმა, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა geo team-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ქა­ლე­ბის ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას უპა­სუ­ხა და თქვა, რომ "მისი პი­რა­დი აზ­რით, ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე ნაკ­ლე­ბად არის".

  • “ვი­საც უნდა, უნდა ითა­მა­შოს. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე ნაკ­ლე­ბად არის. მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ქა­ლებს ფეხ­ბურ­თი ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით. თუმ­ცა, როცა ჩვე­ნი, ქალ­თა ნაკ­რე­ბის თა­მა­შებს ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ და შე­საძ­ლოა, ჩემი აზრი მალე შე­იც­ვა­ლოს... ” - გა­ნა­ცხა­და გვე­ლე­სი­ან­მა.

გვე­ლე­სი­ა­ნის ამ კო­მენ­ტარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი, ნინო სუ­თი­ძე და გვე­ლე­სი­ანს მი­მარ­თა.

  • ნინო სუ­თი­ძე:

"ორი დღეა, რაც გვე­ლე­სი­ა­ნის შორ­თი ვნა­ხე ქალ­თა ფეხ­ბურთთან და­კავ­ში­რე­ბით, სულ მე­ფიქ­რე­ბა და თა­ვი­დან არ ამომ­დის ’’ქა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში’’. ალ­ბათ, ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მე­ო­რე შემ­თხვე­ვა, როცა ასე ძა­ლი­ან მე­წყი­ნა ქალი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ნათ­ქვა­მი ‘’ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით’’. პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ერთ ერთი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის სი­უ­ჟეტს ვუ­ყუ­რებ­დი. მის ეზო­ში იყო გა­და­ღე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, იქ ბურ­თიც იყო. მისი გო­გო­ნა ბურ­თის­კენ გა­იქ­ცა და მთე­ლი ქვეყ­ნის საყ­ვა­რელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა და­უ­ძა­ხა ბავ­შვს: გა­მო­დი, ბურ­თი არაა ქა­ლის საქ­მეო. ვერ აგიხ­სნით რო­გორ მე­წყი­ნა მა­შინ,ნრო­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­ტა­რა გო­გო­ებს გვჭირ­დე­ბო­და გამ­ხნე­ვე­ბა, როცა ახა­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა ფეხ­ბურ­თი და ყვე­ლას­თვის უცხო, ის ფეხ­ბურ­თე­ლი კი ყვე­ლას­თვის სა­მა­გა­ლი­თო.

ის სცე­ნა დღემ­დე მახ­სოვს და ალ­ბათ, ის ემო­ცია, რო­მელ­მაც ამა­ფო­რი­ა­ქა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ეს იყო წყე­ნა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. თით­ქოს თავ­ზე ჩა­მო­მენგრა ოც­ნე­ბე­ბი. მერე შენს თავ­თან პა­ტა­რა დი­ა­ლო­გი გაქვს. იქ­ნებ მარ­თლა არაა ქა­ლის საქ­მე? პა­სუხს ვერ სცემ სა­კუ­თარ თავს. მა­შინ იქ­ნებ უპა­სუ­ხო სა­კუ­თარ თავს, რა­ტომ არის ქა­ლის საქ­მე? მე ხომ პა­ტა­რა დაბ­ნე­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა რა იყო, სა­ერ­თოდ არ იცო­და და არც ის, რომ სპორ­ტი არ არის გენ­დერ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სად იყა­ვით ის ხალ­ხი, ახლა რომ ქალ­თა ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობთ?! 17 წელი დაგ­ჭირ­დათ გა­გე­თა­ვი­სე­ბი­ნათ, რომ ჩვენც შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ის, რა­საც კა­ცე­ბი აკე­თე­ბენ. მად­ლო­ბა ამის­თვის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს და მის გუნდს. მად­ლო­ბა ჩემი თა­ო­ბის გო­გო­ებს, რომ­ლებ­მაც ერ­თად მო­ვი­ტა­ნეთ და ჩა­ვა­ბა­რეთ ახალ თა­ო­ბას ქალ­თა ფეხ­ბურ­თი. ახლა კი იმის დროა, რომ გა­ი­ფურ­ჩქნონ და იხ­მა­უ­რონ ისე, რო­გორც ჩვენ გაგ­ვი­ხარ­დე­ბო­და,

გო­გო­ებ­მა ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი უნდა თქვან. დღემ­დე ქალ­თა ფეხ­ბურთში ვარ და ვხე­დავ, რა შე­იც­ვა­ლა და რამ­დე­ნი რა­ღაც კეთ­დე­ბა. რამ­ხე­ლა იმე­დია გო­გო­ე­ბის­თვის ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი და ფე­დე­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი წინ არის!

ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა 17 წლის შემ­დეგ ისევ თუ გა­მო­ვი­დო­და ვინ­მე და ასე თა­მა­მად იტყო­და, რომ ჩვენ რამე ნაკ­ლე­ბად გა­მოგ­ვდის. მინ­და, გა­მოვ­ხა­ტო ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და გუ­ლის­წყვე­ტა იმ გან­ცხა­დე­ბის გამო, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა ბიჭ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა გა­ა­კე­თა ქა­ლე­ბის ფეხ­ბურ­თის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მინ­და ვუ­თხრა ამ ფეხ­ბურ­თელს, რომ ბევ­რი პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც მის­გან ბევრ რა­მეს სწავ­ლო­ბენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ მი­ი­ღონ პო­ზი­ტი­უ­რი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი მე­სი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს თა­ნას­წო­რო­ბას და პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლას მი­მართ, ვინც სპორ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს.

პა­ტა­რა გულ­შე­მატ­კივ­რებს სჭირ­დე­ბათ იმე­დის, მხარ­და­ჭე­რის და შთა­გო­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­ა­ხა­ლი­სებს მათ ოც­ნე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად და იმა­ზე მე­ტის და­საძ­ლე­ვად, ვიდ­რე ეს წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ქა­ლე­ბის ფეხ­ბურთს აქვს სიძ­ლი­ე­რე, სი­ლა­მა­ზე და ვნე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლას ვუ­ზი­ა­რებთ. ჩვენც გვაქვს ოც­ნე­ბე­ბი, მიზ­ნე­ბი და დიდი სურ­ვი­ლი, გავ­ხდეთ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი!!!გი­ორ­გი, ნა­ნა­ხი მაქვს შენი სი­უ­ჟე­ტი და ვიცი, რომ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რე შენც! ზუს­ტად შენ უნდა გეს­მო­დეს ყვე­ლა­ზე კარ­გად, რო­გო­რი რთუ­ლია ასეთ გა­რე­მო­ში თა­მა­ში და ოც­ნე­ბა. შენ არა­ვინ გა­ბუ­ლინ­გებ­და იმის გამო, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი იყა­ვი. მე მა­ბუ­ლინ­გებ­დნენ!

შენ შე­გეძ­ლო აკა­დე­მი­ა­ში მის­ვლა ან რო­მე­ლი­მე სხვა გუნდში. მე არა!

შენ ბიჭი იყა­ვი და მეტი გა­სა­ქა­ნი ჰქონ­და შენს მო­მა­ვალს. ჩემ­სას - არა! შენ, ჩემს ად­გილ­ზე ალ­ბათ არ გა­აგ­რძე­ლებ­დი თა­მაშს. ამ­დენ დაბ­რკო­ლე­ბას ვერ გა­უძ­ლებ­დი. აქვე ვი­ტყვი რომ, ჩვენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია და მი­თუ­მე­ტეს ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში. ქალ­თა ფეხ­ბურ­თი,კაც­თა ფეხ­ბურ­თი,ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თი,ამ­პუ­ტან­ტთა ფეხ­ბურ­თი, ჩვენ ხომ ყვე­ლა ერთ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით? ფეხ­ბურ­თი ყვე­ლას­თვის ფეხ­ბურ­თია.

”ქა­ლებს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით” - ეს შენი სი­ტყვე­ბია და არა­ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლია, რო­მე­ლიც შენ­ზე უკე­თე­სად თა­მა­შობს, მაგ­რამ ეს ხომ არ აკ­ნი­ნებს შენს ნიჭს და დამ­სა­ხუ­რე­ბას?!პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ერ­თმა­ნეთს, ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ?! ერთხელ მა­ინც ყო­ფილ­ხარ ქალ­თა ნაკ­რე­ბის თა­მაშ­ზე?ახლა ხომ ყვე­ლას მოგ­ვწონს ქა­ლე­ბის თა­მა­შებ­ზე რომ ტრი­ბუ­ნა ივ­სე­ბა?ცა­რი­ელ მო­ე­დან­ზე რო­გო­რი მო­ტა­ვა­ცი­ით იქ­ნე­ბო­დი?

ჩვენ რომ მოვ­დი­ვართ, ტაშს გიკ­რავთ და აბა თქვენ იცით, ბი­ჭე­ბო და გვე­ა­მა­ყე­ბით,იქ­ნებ ერთ დღეს თქვენც ია­მა­ყოთ ჩვე­ნით? მოდი და ერთი მა­ყუ­რებ­ლით მეტი იქ­ნე­ბა მო­ე­დან­ზე. იქ­ნებ ხვალ უფრო მეტ­ნი ვი­ყოთ?დიდი იმე­დი მაქვს რომ,მე­სა­მედ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამ თე­მა­ზე ასე სა­ჯა­როდ რო­მე­ლი­მე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი აღარ გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას რომ ჩვენ რამე ვინ­მე­ზე ნაკ­ლე­ბად გა­მოგ­ვდის", - წერს ნინო სუ­თი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პლეი ოფში გა­ვი­და. ირის ან­ტა­მა­ნის გაწ­ვრთნი­ლებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ჯგუ­ფუ­რი რა­უნ­დის დას­კვნი­თი მატ­ჩი სტუმ­რად ლი­ე­ტუ­ვის ნაკ­რებ­თან გა­მარ­თეს და 1:0 გა­ი­მარ­ჯვეს და ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, შე­დე­გად კი პლეი ოფში ითა­მა­შე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
1

ასე ვფიქრობდი და ეხლა იმდენ წარმატებას მიაღწიეს აზრი შემეცვალაო, რას ეცით უცებ, ხო შეიძლება დაგეწერათ ,, ხო ხედავთ ქალების გაუკეთებენ არაფერიათქო" რა არის ამხელა უარყოფითი მონოლოგი რომ გააშანშალეთ, რა გინდათ ყველამ ერთნაირად უნდა იფიქროს აუცილებლად რობოტებივით? 

ადამიანი
6

თქვე კაი ხალხო წესივრად მაინც წაიკითხეთ, ამ კაცმა თქვა ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არისო და არა არგამოსდითო, ამათმა ახლა დაიწყეს სიტყვების სხვადასხვა ბრუნვაში გადაყვანა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის, მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას - არა" - ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს

"შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის,  მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას - არა" - ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი გველესიანმა geo team-თან ინტერვიუში ქალების ფეხბურთთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ "მისი პირადი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის".

  • “ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქალებს ფეხბურთი ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშებს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა, ჩემი აზრი მალე შეიცვალოს... ” - განაცხადა გველესიანმა.

გველესიანის ამ კომენტარს საზოგადოების ნაწილის დიდი კრიტიკა მოჰყვა. კომენტარს გამოეხმაურა საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნინო სუთიძე და გველესიანს მიმართა.

  • ნინო სუთიძე:

"ორი დღეა, რაც გველესიანის შორთი ვნახე ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით, სულ მეფიქრება და თავიდან არ ამომდის ’’ქალებს ნაკლებად გამოსდით ფეხბურთის თამაში’’. ალბათ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მეორე შემთხვევა, როცა ასე ძალიან მეწყინა ქალი ფეხბურთელების მისამართით ნათქვამი ‘’ნაკლებად გამოსდით’’. პირველი შემთხვევა იყო როცა პატარა ვიყავი და ერთ ერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის სიუჟეტს ვუყურებდი. მის ეზოში იყო გადაღება და ბუნებრივია, იქ ბურთიც იყო. მისი გოგონა ბურთისკენ გაიქცა და მთელი ქვეყნის საყვარელმა ფეხბურთელმა დაუძახა ბავშვს: გამოდი, ბურთი არაა ქალის საქმეო. ვერ აგიხსნით როგორ მეწყინა მაშინ,ნროცა ყველაზე მეტად პატარა გოგოებს გვჭირდებოდა გამხნევება, როცა ახალი იყო საქართველოში ქალთა ფეხბურთი და ყველასთვის უცხო, ის ფეხბურთელი კი ყველასთვის სამაგალითო.

ის სცენა დღემდე მახსოვს და ალბათ, ის ემოცია, რომელმაც ამაფორიაქა არასდროს დამავიწყდება. ეს იყო წყენა და იმედგაცრუება. თითქოს თავზე ჩამომენგრა ოცნებები. მერე შენს თავთან პატარა დიალოგი გაქვს. იქნებ მართლა არაა ქალის საქმე? პასუხს ვერ სცემ საკუთარ თავს. მაშინ იქნებ უპასუხო საკუთარ თავს, რატომ არის ქალის საქმე? მე ხომ პატარა დაბნეული ბავშვი ვიყავი, რომელმაც გენდერული თანასწორობა რა იყო, საერთოდ არ იცოდა და არც ის, რომ სპორტი არ არის გენდერზე დამოკიდებული.

სად იყავით ის ხალხი, ახლა რომ ქალთა ფეხბურთით ცხოვრობთ?! 17 წელი დაგჭირდათ გაგეთავისებინათ, რომ ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც კაცები აკეთებენ. მადლობა ამისთვის ლევან კობიაშვილს და მის გუნდს. მადლობა ჩემი თაობის გოგოებს, რომლებმაც ერთად მოვიტანეთ და ჩავაბარეთ ახალ თაობას ქალთა ფეხბურთი. ახლა კი იმის დროა, რომ გაიფურჩქნონ და იხმაურონ ისე, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა,

გოგოებმა ჩვენი სათქმელი უნდა თქვან. დღემდე ქალთა ფეხბურთში ვარ და ვხედავ, რა შეიცვალა და რამდენი რაღაც კეთდება. რამხელა იმედია გოგოებისთვის ალექსანდრე იაშვილი და ფედერაციის მხარდაჭერა. ყველაფერი კარგი წინ არის!

ნამდვილად არ მეგონა 17 წლის შემდეგ ისევ თუ გამოვიდოდა ვინმე და ასე თამამად იტყოდა, რომ ჩვენ რამე ნაკლებად გამოგვდის. მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და გულისწყვეტა იმ განცხადების გამო, რომელიც ერთ-ერთმა ცნობილმა ბიჭმა ფეხბურთელმა გააკეთა ქალების ფეხბურთის შესახებ. ასევე, მინდა ვუთხრა ამ ფეხბურთელს, რომ ბევრი პატარა მაყურებელი ჰყავს, რომლებიც მისგან ბევრ რამეს სწავლობენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ პოზიტიური და გამამხნევებელი მესიჯები, რომლებიც ხელს უწყობს თანასწორობას და პატივისცემას ყველას მიმართ, ვინც სპორტში მონაწილეობს.

პატარა გულშემატკივრებს სჭირდებათ იმედის, მხარდაჭერის და შთაგონების მაგალითები, რომლებიც წაახალისებს მათ ოცნებების მისაღწევად და იმაზე მეტის დასაძლევად, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ. ქალების ფეხბურთს აქვს სიძლიერე, სილამაზე და ვნება, რომელსაც ყველას ვუზიარებთ. ჩვენც გვაქვს ოცნებები, მიზნები და დიდი სურვილი, გავხდეთ საუკეთესოები!!!გიორგი, ნანახი მაქვს შენი სიუჟეტი და ვიცი, რომ რთული გზა გაიარე შენც! ზუსტად შენ უნდა გესმოდეს ყველაზე კარგად, როგორი რთულია ასეთ გარემოში თამაში და ოცნება. შენ არავინ გაბულინგებდა იმის გამო, რომ ფეხბურთელი იყავი. მე მაბულინგებდნენ!

შენ შეგეძლო აკადემიაში მისვლა ან რომელიმე სხვა გუნდში. მე არა!

შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას - არა! შენ, ჩემს ადგილზე ალბათ არ გააგრძელებდი თამაშს. ამდენ დაბრკოლებას ვერ გაუძლებდი. აქვე ვიტყვი რომ, ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია და მითუმეტეს ფეხბურთის თამაში. ქალთა ფეხბურთი,კაცთა ფეხბურთი,ბავშვთა ფეხბურთი,ამპუტანტთა ფეხბურთი, ჩვენ ხომ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით? ფეხბურთი ყველასთვის ფეხბურთია.

”ქალებს ნაკლებად გამოსდით” - ეს შენი სიტყვებია და არაერთი ფეხბურთელია, რომელიც შენზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ ეს ხომ არ აკნინებს შენს ნიჭს და დამსახურებას?!პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ჩვენ ხომ ერთი დიდი ოჯახი ვართ?! ერთხელ მაინც ყოფილხარ ქალთა ნაკრების თამაშზე?ახლა ხომ ყველას მოგვწონს ქალების თამაშებზე რომ ტრიბუნა ივსება?ცარიელ მოედანზე როგორი მოტავაციით იქნებოდი?

ჩვენ რომ მოვდივართ, ტაშს გიკრავთ და აბა თქვენ იცით, ბიჭებო და გვეამაყებით,იქნებ ერთ დღეს თქვენც იამაყოთ ჩვენით? მოდი და ერთი მაყურებლით მეტი იქნება მოედანზე. იქნებ ხვალ უფრო მეტნი ვიყოთ?დიდი იმედი მაქვს რომ,მესამედ ჩემს ცხოვრებაში ამ თემაზე ასე საჯაროდ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელი აღარ გააკეთებს განცხადებას რომ ჩვენ რამე ვინმეზე ნაკლებად გამოგვდის", - წერს ნინო სუთიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში გავიდა. ირის ანტამანის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს და 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, შედეგად კი პლეი ოფში ითამაშებენ.