მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ამერიკელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - როგორ ეხმაურება განაჩენს ბაიდენი?
რუსეთში ამერიკელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - როგორ ეხმაურება განაჩენს ბაიდენი?

ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ევან გერშკო­ვი­ჩი რუ­სულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჯა­შუ­შო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. იგი სას­ჯელს მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში მო­იხ­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იგი, ცივი ომის დას­რუ­ლე­ბის შე­დეგ, რუ­სეთ­ში ჯა­შუ­შო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია.

  • Wall Street Journal (WSJ) რე­პორ­ტი­ო­რი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის მარ­ტში, ეკა­ტე­რინ­ბურ­გში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და­ა­კა­ვეს. მას ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს­თვის (CIA) მუ­შა­ო­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად - რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჟურ­ნა­ლისტს და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში თან სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი ჰქონ­და. თა­ვად გერშკო­ვი­ჩი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს.

თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გა­მო­ცე­მა Wall Street Journal-ი. რე­დაქ­ცი­ამ გერშკო­ვი­ჩის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს "ფსევ­დო­სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი" უწო­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ჟურ­ნა­ლისტს მხო­ლოდ თა­ვი­სი მუ­შა­ო­ბის გამო დევ­ნი­ან.

და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა მკვეთ­რად დაგ­მეს გა­ნა­ჩე­ნი. აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა თქვა, რომ გერშკო­ვიჩს "არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია“ და "რუ­სე­თის მთავ­რო­ბის სა­მიზ­ნე მხო­ლოდ იმი­ტომ გახ­და, რომ ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო".

"ევან­მა თა­ვი­სი გან­საც­დე­ლი სა­ო­ცა­რი ძა­ლით გა­და­ი­ტა­ნა“, დას­ძი­ნა ბა­ი­დენ­მა. "ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ არის და­ნა­შა­უ­ლი. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას რუ­სეთ­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­ვუ­წევთ მათ, ვინც ჟურ­ნა­ლისტზე თავ­დას­ხმას შე­ეც­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის უფ­როს­მა ჟო­ზეპ ბო­რელ­მა თქვა, რომ რუ­სე­თი სჯის ჟურ­ნა­ლის­ტი­კას თა­ვი­სი "პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მით“, ხოლო დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ჩენს "სა­ზი­ზღა­რი“ უწო­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რუსეთში ამერიკელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - როგორ ეხმაურება განაჩენს ბაიდენი?

რუსეთში ამერიკელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - როგორ ეხმაურება განაჩენს ბაიდენი?

ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსულმა სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი სასჯელს მაღალი უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. აღსანიშნავია, რომ იგი, ცივი ომის დასრულების შედეგ, რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული პირველი ჟურნალისტია.

  • Wall Street Journal (WSJ) რეპორტიორი პირველად გასული წლის მარტში, ეკატერინბურგში მოგზაურობისას დააკავეს. მას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის (CIA) მუშაობა ედებოდა ბრალად - რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტს დაკავების მომენტში თან საიდუმლო დოკუმენტები ჰქონდა. თავად გერშკოვიჩი ბრალდებებს უარყოფს.

თავისი თანამშრომლის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ასევე კატეგორიულად უარყოფს გამოცემა Wall Street Journal-ი. რედაქციამ გერშკოვიჩის სასამართლო პროცესს "ფსევდოსასამართლო პროცესი" უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტს მხოლოდ თავისი მუშაობის გამო დევნიან.

დასავლელმა პოლიტიკოსებმა მკვეთრად დაგმეს განაჩენი. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ გერშკოვიჩს "არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია“ და "რუსეთის მთავრობის სამიზნე მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი იყო".

"ევანმა თავისი განსაცდელი საოცარი ძალით გადაიტანა“, დასძინა ბაიდენმა. "ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ჩვენ გავაგრძელებთ პრესის თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. წინააღმდეგობას გავუწევთ მათ, ვინც ჟურნალისტზე თავდასხმას შეეცდება" - განაცხადა ბაიდენმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ რუსეთი სჯის ჟურნალისტიკას თავისი "პოლიტიზებული სამართლებრივი სისტემით“, ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაჩენს "საზიზღარი“ უწოდა.

წაიკითხეთ ასევე: