სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში მე-7 პაციენტი გამოცხადდა შიდსისგან განკურნებულად - რით არის ეს შემთხვევა საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ მედიცინამ აივ-ის წამალს მიაგნო?
მსოფლიოში მე-7 პაციენტი გამოცხადდა შიდსისგან განკურნებულად -  რით არის ეს შემთხვევა საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ მედიცინამ აივ-ის წამალს მიაგნო?

60 წლის გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აივ ინ­ფექ­ცი­ის­გან (შიდსის­გან) სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნა, რაც ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო შე­დე­გია, რო­მელ­საც მის გარ­და ჯერ მხო­ლოდ ექ­ვსმა ადა­მი­ან­მა მი­აღ­წია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­მა­კაცს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი გა­და­უ­ნერ­გეს, რო­მე­ლიც ადრე ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა, მას შემ­დეგ, რაც მას ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და - სის­ხლის კი­ბოს ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა.

კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვა სა­რის­კოა, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რი რჩე­ბა, ახლა ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

მის­მა ექი­მებ­მა მას “შემ­დე­გი ბერ­ლი­ნის პა­ცი­ენ­ტი” უწო­დეს - პირ­ვე­ლი ტი­მო­თი რეი ბრა­უ­ნი იყო, რო­მე­ლიც შიდსის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლად 2008 წელს, იმა­ვე პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და.

რეი ბრა­უ­ნი

ბრა­უ­ნი კი­ბო­თი 2020 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო ახა­ლი შემ­თხვე­ვა შიდსის 25-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის წინ გა­მო­ცხად­და, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ კვი­რას, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ მი­უნ­ხენ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

პა­ცი­ენტს აივ-ის დი­აგ­ნო­ზი 2009 წელს და­უს­ვეს. ლე­ი­კე­მი­ის გამო ძვლის ტვი­ნი მა­მა­კაცს 2015 წელს გა­და­უ­ნერ­გეს. პრო­ცე­დუ­რა, რო­მელ­საც ლე­ტა­ლო­ბის 10-პრო­ცენ­ტი­ა­ნი რის­კი აქვს, არ­სე­ბი­თად, ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მას ანაც­ვლებს.

2018 წლის ბო­ლოს მან ან­ტი­რეტ­რო­ვირუ­სუ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­წყვი­ტა, რომ­ლე­ბიც სის­ხლში აივ ინ­ფექ­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბას ამ­ცი­რე­ბენ.

სა­მე­დი­ცი­ნო მკვლე­ვა­რე­ბის თა­ნახ­მად, თით­ქმის ექ­ვსი წლის შემ­დეგ, ის, რო­გორც აივ-ის­გან, ასე­ვე კი­ბოს­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ექიმ­მა-მკვლე­ვარ­მა ბერ­ლი­ნის შა­რი­ტეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, კრის­ტი­ან გე­იბ­ლერ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ გუნ­დი ვერ იქ­ნე­ბა “აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი”, რომ აივ-ის ყვე­ლა კვა­ლი აღ­მო­ფხვრი­ლია, მაგ­რამ “პა­ცი­ენ­ტის შემ­თხვე­ვა ძლი­ერ მი­ა­ნიშ­ნებს აივ-ის გან­კურ­ნე­ბა­ზე”.

“ის თავს კარ­გად გრძნობს და ენ­თუ­ზი­აზ­მით არის გან­წყო­ბი­ლი ჩვენს კვლე­ვით ძა­ლის­ხმე­ვა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნის მი­მართ”, - გა­ნა­ცხა­და გე­იბ­ლერ­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო შიდსის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, შე­რონ ლე­ვინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ვა­რე­ბი სი­ტყვა “გან­კურ­ნე­ბის” გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ყოყ­მა­ნო­ბენ, რად­გან არ არის ზუს­ტად დად­გე­ნი­ლი, რამ­დენ ხანს უნდა ადევ­ნონ თვალ­ყუ­რი ასეთ შემ­თხვე­ვებს.

მაგ­რამ, მისი გან­ცხა­დე­ბით, ხუთ წელ­ზე მეტ ხანს გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი რე­მი­სია ნიშ­ნავს, რომ მა­მა­კა­ცი გან­კურ­ნე­ბუ­ლად ჩათ­ვლას­თან “ახ­ლოს არის".

მი­სი­ვე თქმით, ამ მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­სა და სხვა აივ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის, რომ­ლებ­მაც გრძელ­ვა­დი­ან რე­მი­სი­ას მი­აღ­წი­ეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­სხვა­ვე­ბაა.

ერ­თის გარ­და ყვე­ლა სხვა პა­ცი­ენ­ტმა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ისე­თი დო­ნო­რე­ბის­გან მი­ი­ღეს, რო­მელ­თაც იშ­ვი­ა­თი მუ­ტა­ცია ჰქონ­დათ - მათ CCR5 გენს აკ­ლდა ერთი ნა­წი­ლი, რაც მათი სხე­უ­ლის უჯრე­დებ­ში აივ-ის შეს­ვლას ბლო­კავ­და.

ლე­ვინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ დო­ნო­რებს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ მუ­ტი­რე­ბუ­ლი CCR5 გე­ნის ორი ასლი - თითო თი­თო­ე­უ­ლი მშობ­ლის­გან - რაც მათ აივ-ის მი­მართ “არ­სე­ბი­თად იმუ­ნურს“ ხდი­და.

მაგ­რამ ახა­ლი "ბერ­ლი­ნის პა­ცი­ენ­ტი" პირ­ვე­ლია, ვი­საც ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ისე­თი დო­ნო­რის­გან გა­და­ე­ნერ­გა, რო­მელ­საც მუ­ტი­რე­ბუ­ლი გე­ნის მხო­ლოდ ერთი ასლი ჰქონ­და მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი.

ევ­რო­პუ­ლი წარ­მო­შო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 15 პრო­ცენტს ერთი მუ­ტი­რე­ბუ­ლი ასლი აქვს, ორი კი - 1%-ს.

რო­გორც მკვლე­ვა­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, უახ­ლე­სი წარ­მა­ტე­ბა ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვალ­ში პო­ტენ­ცი­უ­რი დო­ნო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა.

ლე­ვი­ნის თქმით, ახა­ლი შემ­თხვე­ვა ასე­ვე “იმე­დის მომ­ცე­მია” აივ-ის გან­კურ­ნე­ბის უფრო ფარ­თო კვლე­ვის­თვის, რო­მე­ლიც ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის იმოქ­მე­დებს.

“იმი­ტომ, რომ ეს მი­უ­თი­თებს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, იმის­თვის, რომ გე­ნურ­მა თე­რა­პი­ამ იმუ­შა­ვოს, CCR5-ის ყვე­ლა ნა­წი­ლის მო­შო­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის”, - და­ა­მა­ტა მან.

"ჟე­ნე­ვის პა­ცი­ენ­ტი", რომ­ლის შემ­თხვე­ვაც შარ­შან­დელ შიდსის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მო­ცხად­და, შვიდს შო­რის მე­ო­რე გა­მო­ნაკ­ლი­სია. მან ტრან­სპლან­ტი მი­ი­ღო დო­ნო­რის­გან CCR5 მუ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ მა­ინც მი­აღ­წია გრძელ­ვა­დი­ან რე­მი­სი­ას.

ლე­ვი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ამან აჩ­ვე­ნა, რომ პრო­ცე­დუ­რის ეფექ­ტუ­რო­ბა CCR5 გენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ბრა­უნს, პირ­ველ “გან­კურ­ნე­ბულ” პა­ცი­ენტს, აივ-ის დი­აგ­ნო­ზი 1995 წელს, ბერ­ლინ­ში სწავ­ლის დროს და­უს­ვეს.

ათი წლის შემ­დეგ მას ლე­ი­კე­მი­აც და­უდ­გინ­და, კიბო, რო­მე­ლიც სის­ხლსა და ძვლის ტვინს აზი­ა­ნებს.

მისი ლე­ი­კე­მი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ, მის­მა ექიმ­მა ბერ­ლი­ნის თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­მარ­თა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გა­და­ნერგვას დო­ნო­რის­გან, რო­მელ­საც ჰქონ­და იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცია, რა­მაც მას აივ-ის მი­მართ ბუ­ნებ­რი­ვი რე­ზის­ტენ­ტო­ბა მის­ცა, იმე­დოვ­ნებ­და რა, რომ ეს ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბას მოს­პობ­და.

სა­ჭი­რო გახ­და ორი მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ში­ში პრო­ცე­დუ­რა, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბა დად­გა: 2008 წელს ბრა­უ­ნი ორი­ვე და­ა­ვა­დე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ცხად­და, და მას სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მისი ანო­ნი­მუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად “ბერ­ლი­ნის პა­ცი­ენ­ტი” უწო­დეს.

ორი წლის შემ­დეგ მან სი­ჩუ­მე და­არ­ღვია და სა­ჯა­რო ფი­გუ­რა გახ­და, ატა­რებ­და გა­მოს­ვლებს, იძ­ლე­ო­და ინ­ტერ­ვი­უ­ებს და სა­კუ­თა­რი ფონ­დიც და­ა­არ­სა.

“ცო­ცხა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ვარ, რომ შე­იძ­ლე­ბა, შიდსის გან­კურ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს”, - თქვა მან 2012 წელს, - “შე­სა­ნიშ­ნა­ვია, როცა აივ-ის­გან გა­ნი­კურ­ნე­ბი”.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აივ-ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, მისი კიბო დაბ­რუნ­და.

ბრა­უ­ნის გან­კურ­ნე­ბი­დან ათი წლის შემ­დეგ, მე­ო­რე აივ-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი - სა­ხელ­წო­დე­ბით “ლონ­დო­ნის პა­ცი­ენ­ტი” - რე­მი­სი­ა­ში მსგავ­სი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლი­დან 19 თვის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და.

პა­ცი­ენ­ტი ადამ კას­ტილე­ხო, ამ­ჟა­მად აივ-ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან “დი­უ­სელ­დორ­ფის პა­ცი­ენ­ტი” 2023 წელს, “ნიუ-იორ­კის პა­ცი­ენ­ტი” 2022 წელს, “ეს­პე­რან­ზას პა­ცი­ენ­ტი” 2021 წელს და ლო­რენ უი­ლენ­ბერ­გი 2020 წელს.

სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, “ეს­პე­რან­ზას პა­ცი­ენ­ტი­სა” და უი­ლენ­ბერ­გის შემ­თხვე­ვებ­ში, მათ­მა იმუ­ნურ­მა სის­ტე­მებ­მა მათი სხე­უ­ლე­ბი­დან ვირუ­სი ბუ­ნებ­რი­ვად მო­ა­შო­რეს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მსოფლიოში მე-7 პაციენტი გამოცხადდა შიდსისგან განკურნებულად - რით არის ეს შემთხვევა საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ მედიცინამ აივ-ის წამალს მიაგნო?

მსოფლიოში მე-7 პაციენტი გამოცხადდა შიდსისგან განკურნებულად -  რით არის ეს შემთხვევა საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ მედიცინამ აივ-ის წამალს მიაგნო?

60 წლის გერმანელი მამაკაცი, სავარაუდოდ, აივ ინფექციისგან (შიდსისგან) სრულად განიკურნა, რაც ისეთი სამედიცინო შედეგია, რომელსაც მის გარდა ჯერ მხოლოდ ექვსმა ადამიანმა მიაღწია.

სავარაუდოდ, მამაკაცს ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც ძვლის ტვინის გადანერგვა, მას შემდეგ, რაც მას ლეიკემია დაუდგინდა - სისხლის კიბოს ერთ-ერთი სახეობა.

კიბოს მკურნალობის ეს საშუალება, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სარისკოა, მაგრამ მამაკაცი, რომელიც ანონიმური რჩება, ახლა ორივე დაავადებისგან თავისუფალია.

მისმა ექიმებმა მას “შემდეგი ბერლინის პაციენტი” უწოდეს - პირველი ტიმოთი რეი ბრაუნი იყო, რომელიც შიდსისგან განკურნებულად 2008 წელს, იმავე პროცედურის შემდეგ გამოცხადდა.

რეი ბრაუნი

ბრაუნი კიბოთი 2020 წელს გარდაიცვალა. ხოლო ახალი შემთხვევა შიდსის 25-ე საერთაშორისო კონფერენციის წინ გამოცხადდა, რომელიც მომავალ კვირას, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.

პაციენტს აივ-ის დიაგნოზი 2009 წელს დაუსვეს. ლეიკემიის გამო ძვლის ტვინი მამაკაცს 2015 წელს გადაუნერგეს. პროცედურა, რომელსაც ლეტალობის 10-პროცენტიანი რისკი აქვს, არსებითად, ადამიანის იმუნურ სისტემას ანაცვლებს.

2018 წლის ბოლოს მან ანტირეტროვირუსული წამლების მიღება შეწყვიტა, რომლებიც სისხლში აივ ინფექციის რაოდენობას ამცირებენ.

სამედიცინო მკვლევარების თანახმად, თითქმის ექვსი წლის შემდეგ, ის, როგორც აივ-ისგან, ასევე კიბოსგან თავისუფალია.

ექიმმა-მკვლევარმა ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან, კრისტიან გეიბლერმა, განაცხადა, რომ გუნდი ვერ იქნება “აბსოლუტურად დარწმუნებული”, რომ აივ-ის ყველა კვალი აღმოფხვრილია, მაგრამ “პაციენტის შემთხვევა ძლიერ მიანიშნებს აივ-ის განკურნებაზე”.

“ის თავს კარგად გრძნობს და ენთუზიაზმით არის განწყობილი ჩვენს კვლევით ძალისხმევაში წვლილის შეტანის მიმართ”, - განაცხადა გეიბლერმა.

საერთაშორისო შიდსის საზოგადოების პრეზიდენტმა, შერონ ლევინმა განაცხადა, რომ მკვლევარები სიტყვა “განკურნების” გამოყენებაზე ყოყმანობენ, რადგან არ არის ზუსტად დადგენილი, რამდენ ხანს უნდა ადევნონ თვალყური ასეთ შემთხვევებს.

მაგრამ, მისი განცხადებით, ხუთ წელზე მეტ ხანს გაგრძელებული რემისია ნიშნავს, რომ მამაკაცი განკურნებულად ჩათვლასთან “ახლოს არის".

მისივე თქმით, ამ მამაკაცის შემთხვევასა და სხვა აივ პაციენტებს შორის, რომლებმაც გრძელვადიან რემისიას მიაღწიეს, მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ერთის გარდა ყველა სხვა პაციენტმა ღეროვანი უჯრედები ისეთი დონორებისგან მიიღეს, რომელთაც იშვიათი მუტაცია ჰქონდათ - მათ CCR5 გენს აკლდა ერთი ნაწილი, რაც მათი სხეულის უჯრედებში აივ-ის შესვლას ბლოკავდა.

ლევინმა განაცხადა, რომ ამ დონორებს მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდათ მუტირებული CCR5 გენის ორი ასლი - თითო თითოეული მშობლისგან - რაც მათ აივ-ის მიმართ “არსებითად იმუნურს“ ხდიდა.

მაგრამ ახალი "ბერლინის პაციენტი" პირველია, ვისაც ღეროვანი უჯრედები ისეთი დონორისგან გადაენერგა, რომელსაც მუტირებული გენის მხოლოდ ერთი ასლი ჰქონდა მემკვიდრეობით მიღებული.

ევროპული წარმოშობის ადამიანების დაახლოებით 15 პროცენტს ერთი მუტირებული ასლი აქვს, ორი კი - 1%-ს.

როგორც მკვლევარები იმედოვნებენ, უახლესი წარმატება ნიშნავს, რომ მომავალში პოტენციური დონორების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

ლევინის თქმით, ახალი შემთხვევა ასევე “იმედის მომცემია” აივ-ის განკურნების უფრო ფართო კვლევისთვის, რომელიც ყველა პაციენტისთვის იმოქმედებს.

“იმიტომ, რომ ეს მიუთითებს, რომ სინამდვილეში, იმისთვის, რომ გენურმა თერაპიამ იმუშავოს, CCR5-ის ყველა ნაწილის მოშორება საჭირო არ არის”, - დაამატა მან.

"ჟენევის პაციენტი", რომლის შემთხვევაც შარშანდელ შიდსის კონფერენციაზე გამოცხადდა, შვიდს შორის მეორე გამონაკლისია. მან ტრანსპლანტი მიიღო დონორისგან CCR5 მუტაციების გარეშე, მაგრამ მაინც მიაღწია გრძელვადიან რემისიას.

ლევინის განცხადებით, ამან აჩვენა, რომ პროცედურის ეფექტურობა CCR5 გენზე არ არის დამოკიდებული.

ბრაუნს, პირველ “განკურნებულ” პაციენტს, აივ-ის დიაგნოზი 1995 წელს, ბერლინში სწავლის დროს დაუსვეს.

ათი წლის შემდეგ მას ლეიკემიაც დაუდგინდა, კიბო, რომელიც სისხლსა და ძვლის ტვინს აზიანებს.

მისი ლეიკემიის სამკურნალოდ, მისმა ექიმმა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში მიმართა ღეროვანი უჯრედების გადანერგვას დონორისგან, რომელსაც ჰქონდა იშვიათი გენეტიკური მუტაცია, რამაც მას აივ-ის მიმართ ბუნებრივი რეზისტენტობა მისცა, იმედოვნებდა რა, რომ ეს ორივე დაავადებას მოსპობდა.

საჭირო გახდა ორი მტკივნეული და საშიში პროცედურა, მაგრამ წარმატება დადგა: 2008 წელს ბრაუნი ორივე დაავადებისგან თავისუფლად გამოცხადდა, და მას სამედიცინო კონფერენციაზე, მისი ანონიმურობის შესანარჩუნებლად “ბერლინის პაციენტი” უწოდეს.

ორი წლის შემდეგ მან სიჩუმე დაარღვია და საჯარო ფიგურა გახდა, ატარებდა გამოსვლებს, იძლეოდა ინტერვიუებს და საკუთარი ფონდიც დააარსა.

“ცოცხალი მტკიცებულება ვარ, რომ შეიძლება, შიდსის განკურნების საშუალება არსებობდეს”, - თქვა მან 2012 წელს, - “შესანიშნავია, როცა აივ-ისგან განიკურნები”.

მიუხედავად იმისა, რომ აივ-ისგან თავისუფალი იყო, მისი კიბო დაბრუნდა.

ბრაუნის განკურნებიდან ათი წლის შემდეგ, მეორე აივ-ით დაავადებული - სახელწოდებით “ლონდონის პაციენტი” - რემისიაში მსგავსი პროცედურის გავლიდან 19 თვის შემდეგ გამოცხადდა.

პაციენტი ადამ კასტილეხო, ამჟამად აივ-ისგან თავისუფალია.

სხვა პაციენტები არიან “დიუსელდორფის პაციენტი” 2023 წელს, “ნიუ-იორკის პაციენტი” 2022 წელს, “ესპერანზას პაციენტი” 2021 წელს და ლორენ უილენბერგი 2020 წელს.

სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, “ესპერანზას პაციენტისა” და უილენბერგის შემთხვევებში, მათმა იმუნურმა სისტემებმა მათი სხეულებიდან ვირუსი ბუნებრივად მოაშორეს.

წყარო