„გარდენ ჰილსი“ 30 ივლისს იუბილარია და დაბადების დღეს მომხმარებლებთან ერთად განსაკუთრებული სიურპრიზით აღნიშნავს - მხოლოდ 29-30 ივლისს შეიძინეთ ნებისმიერი ბინა პრემიუმ კლასის კომპლექსში და მიიღეთ საჩუქრად ავეჯის ან ტექნიკის 10 000-ლარიანი ვაუჩერი, ევროპის საგზური ან პარკირების ადგილი. ორი დღის განმავლობაში „გარდენ ჰილსის“ არცერთი ახალი მობინადრე არ დარჩება საჩუქრის გარეშე.
შეთავაზება მოქმედებს როგორც ერთიანი გადახდის, ისე შიდა ან საბანკო განვადებით სარგებლობის შემთხვევაშიც.
„გარდენ ჰილსში“ შერჩეულ აპარტამენტზე მოქნილი გადახდის პირობებით სარგებლობა შეგიძლიათ:
„გარდენ ჰილსი“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია ძველ თბილისში, ო. კაპანაძის 4 ნომერში (საბჭოს მოედნიდან 5 წუთის გზაზე). პროექტს კომპანია 30 000 კვ.მ ტერიტორიაზე ახორციელებს.
Garden Hills-ი მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე უბნის მახასიათებლებზე მორგებულ გარემოს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეებს სრული კომფორტისთვის სჭირდებათ.
კომპლექსი შედგება 7 საცხოვრებელი და 1 კომერციული ბლოკისგან, რომელიც 300 ბინასა და კომერციულ ფართებს აერთიანებს. Garden Hills-ის პირველი ეტაპი ოთხი ხუთსართულიანი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს და ჯამში 186 ბინას მოიცავს. პირველი ოთხი ბლოკის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 2024 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, ხოლო დანარჩენი ოთხის - 2025 წლის გაზაფხულზე.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი მწვანე სივრცეებია: სასეირნო ბილიკები და ოთხივე სეზონზე დასვენებასა და განტვირთვაზე გათვლილი ეზო მარადმწვანე ნარგავებითა და მოსასვენებელი სივრცეებით.
კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა ყველა ასაკის მობინადრის კომფორტსა და საჭიროებაზე იქნება მორგებული. ამასთან, სპორტული მოედნები და საბავშვო ბაღი დამატებითი სარგებელი იქნება კომპლექსში მცხოვრები ოჯახებისთვის.
დაბალი განაშენიანება და თბილისის შთამბეჭდავი ხედები აქ ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. პროექტის უნიკალური მდებარეობა საშუალებას იძლევა, ისარგებლო ურბანიზაციისთვის დამახასიათებელი ყველა უპირატესობით და ამავდროულად იცხოვრო ქალაქის ხმაურისგან დაცულ და მწვანე გარემოში.
Garden Hills-ს დამატებით უპირატესობას თბილისის ტურისტული ადგილების სიახლოვეც სძენს. აქედან გამომდინარე პროექტი მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით.
არ გამოტოვოთ შანსი, შეიძინოთ საოცნებო ბინა საუკეთესო პირობებით, დასაჩუქრდეთ ავეჯის ან ტექნიკის ვაუჩერით, მოიხსნათ პარკირებასთან დაკავშირებული დისკომფორტი ან მოიწყოთ დაუვიწყარი დასვენება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „გარდენ ჰილსის“ ფეისბუქ გვერდს ან ვებგვერდს ან დარეკეთ ნომერზე: +995 551 30 40 40/514 50 30 30
R