მოგეხსენებათ, ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ხაბეიშვილმა დატოვა. ის თინა ბოკუჩავამ შეცვლა
მანამდე ბოკუჩავა პარლამენტში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება მის ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობას, ბოლო დეკლარაცია 2023 წლის 31 ივლისს აქვს შევსებული.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პარლამენტის დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული: 3 ბინა თბილისში, რომელთაგან 1 სრულად მის საკუთრებაშია, ხოლო 2 ბინაზე მითითებული აქვს, რომ 50-54%-იან წილებს ფლობს; ასევე მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ბულაჩაურში. დეპუტატს ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი fiat 500x, რომელიც 2022 წელს 6 ათას დოლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში თინა ბოკუჩავას საბანკო ანგარიშებზე 25 000 დოლარის ანაბარი ჰქონდა, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 2 015 ლარი და 500 დოლარი უფიქსირდებოდა.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს, პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა 55 184 ლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტისგან ერთჯერადი პედაგოგიური/სამეცნიერო ნაშრომის თარგმნისთვის 1 507 ლარი გამოიმუშავა. გააგრძელეთ კითხვა