ავტორი:

"ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ! დარია და ლიზა“ - რას წერს ნინო სუხიშვილი ძმისშვილებზე და რა არის გოგონებზე ცნობილი?

"ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ! დარია და ლიზა“ - რას წერს ნინო სუხიშვილი ძმისშვილებზე და რა არის გოგონებზე ცნობილი?

"ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ! დარია და ლიზა“, - წერს ნინო სუხიშვილი და ძმის, ილიკოს ქალიშვილებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"ძალიან საყვარელი გოგოები ხართ სამივე. ორივე რაღაცით ჰგავს ინგას (ილიკო და ნინო სუხიშვილების დედა - ავტ.).“

"გადასარევი სამი გოგო ხართ, დარია უფრო ინგას და შენ გგავთ, ლიზა ილუშკას ჰგავს ძალიან“

"მამიდა, როგორი გაბრწყინებული სახე გაქვს და კმაყოფილი“, - წერენ კომენტარებში.

სუხიშვილების ლეგენდარულ ოჯახში ორი ქალიშვილი იზრდება, ისინი ილიკო სუხიშვილს სხვადასხვა ქალისგან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ილიკო საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და მედიასთან თითქმის არ კონტაქტობს, ცნობილია, რომ ის ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა. ყოფილ ცოლზე მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა პირველი ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.

ორი წლის წინ, ნინო სუხიშვილი ილიკოს შვილებზე ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვებოდა.

"მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს, მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან...

ნინო და დარია სუხიშვილები

ილიკო სუხიშვილმა მეორედ ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე იქორწინა. 2001 წლის აგვისტოში, უბედურება დატრიალდა. ანსამბლი გასტროლზე ვენესუელაში იყო და 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა.

რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ ილიკო სუხიშვილის მეორე შვილის, ლიზის შესახებ შეიტყო. ლიზიც რუსეთში დაიბადა, თუმცა მამამ წლების შემდეგ გაიგო მისი არსებობის შესახებ. ის დარიაზე რამდენიმე თვით უმცროსია. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.

ლიზა მამასთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად

"ილიკოს ორივე გოგო სახელით მიმართავს. მამას არცერთი არ ეძახის. ეს სტილი ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო, მე და ილიკოც დედას და მამას ყოველთვის სახელებით მივმართავდით, გოგოები ძალიან ჰგვანან მამას, მაგრამ ლიზა უფრო, შავგრემანია და ილიკოსნაირი აღნაგობა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წაიკითხეთ ასევე: