სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების ფასი კიდევ გაიზარდა.
განახლებული მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და მისმა ფასმა 45 მლნ ევრო შეადგინა.
რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს, გიორგი მიქაუტაძის ღირებულება 15-დან 20 მლნ ევრომდე გაიზარდა, გიორგი ქოჩორაშვილის 1-დან 2.5-მლნ ევრომდე, ლაშა დვალის 1.5 მლნ ევრომდე, ოთარ კაკაბაძის 1 -მლნ ევრომდე.