ავტორი:

რა თქვა ახალმა გენპროკურორმა ოთარ ფარცხალაძეზე?

რა თქვა ახალმა გენპროკურორმა ოთარ ფარცხალაძეზე?

საქართველოს ახლადარჩეული გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ "წლებია, მას ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია“.

მისი თქმით, უწყებაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა.

"ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის, მისი მთავარი პროკურორობის დროს მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ მე არ პოზიციაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს დავინიშნე. ერთ თვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში არის მხოლოდ სპეკულაცია. დიდი ხანია არ მქონია მასთან კომუნიკაცია, წლებია“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

იხილეთ ასევე: